წელი: 2019

Home 2019
8 წელი თავდასხმისთვის
ჩანაწერი

8 წელი თავდასხმისთვის

ჩეხ ჩოგბურთელ პეტრა კვიტოვაზე თავდამსხმელს 8-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ინციდენტი ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში მოხდა, როდესაც 33 წლის რადიმ ჟონდრა კვიტოვას ბინაში კომუნალური მუშაკის სახელით შევიდა და სპორტსმენს ყელზე დანა მიადო. თავდაცვისას კვიტოვამ მუშა მარცხენა ხელი დაიზიანა, რის გამოც ოპერაცია დასჭირდა და კორტზე მხოლოდ 6 თვის შემდეგ გავიდა. სასამართლოზე თავდამსხმელი სხეულის მძიმე დაზიანებაში ცნეს დამნაშავედ....

ბებერი ხარის რქა
ჩანაწერი

ბებერი ხარის რქა

„36 წლის ვარ, მაგრამ სრულებით ვერ ვგრძნობ, რომ ფეხბურთისთვის დავბერდი. თამაში ძველებურად უდიდეს სიამოვნებას მანიჭებს“,- ეს იტალიის ნაკრების რეკორდსმენი რომ შეიქნა, იმ კაცის სიტყვებია. „სამპდორიას“ თავდამსხმელი ფაბიო კუალიარელა მიმდინარე სეზონში სასწაულებს ახდენს და სერია ა-ს ბომბარდირთა დავაში 19-19 გოლის გამტან რონალდუსა და პიონტეკს ორით უსწრებს. ამას 7 საგოლე პასიც დაუმატეთ და ცხადი გახდება, რატომ უხმეს...

ვინ აძვირებს კურტუას?
ჩანაწერი

ვინ აძვირებს კურტუას?

ბელგიელი ტიბო კურტუა „ჩელსიდან” „რეალში” გადასვლის შემდეგ თავს კომფორტულად ვერ გრძნობს. ბოლო დროს მოხშირდა ლაპარაკი იმის შესახებ, რომ მას „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა უნდა. სავარაუდოდ, არც მადრიდელები დაახევენ კალთებს 26 წლის მეკარეს გინდა თუ არა დარჩიო, თუმცა 2018 წლის მუნდიალის „ოქროს ხელთათმანის” მფლობელის გაყიდვას მაქსიმალურად ძვირად შეეცდებიან. რამდენადაც ცნობილია, აქამდე ერთადერთი კლუბი, რომელიც ბელგიელის ყიდვის სურვილს...

გასრულდა ესე ამბავი…
ჩანაწერი

გასრულდა ესე ამბავი…

შემადგენლობის მიხედვით მაიამის მასტერსი დიდად არ ჩამოუვარდება დიდი სლემის ტურნირებს. ნიკოლოზ ბასილაშვილმა, რომელიც მე-17 ნომრად იყო განთესილი, სტატუსი დაიცვა და საუკეთესო 16-ს შორის მოხვდა, თუმცა მეტის იმედი გვქონდა. ისე აეწყო საქმე, მეოთხედფინალამდე ნიკას განთესილი მეტოქე არ ელოდა, მაგრამ 75-ე ჩოგანთან კი დამარცხდა. კანადელი ოჟიე-ალიასიმი 18 წლის ბიჭია, მაგრამ იუნიორებში სლემტიტულიც მოუგია. მსოფლიო ასეულში შეჭრილი ტანმაღალი...

მოურინიუ : „ზიდანის მადრიდულ კარიერაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა”
ჩანაწერი

მოურინიუ : „ზიდანის მადრიდულ კარიერაზე ლაპარაკი ჯერ ადრეა”

ჟოზე მოურინიუმ, რომელიც ბევრის აზრით უჟმური და ავყია კაცია, „რეალის” ძველ-ახალ მწვრთნელზე ზინედინ ზიდანზე პრინციპში დადებითად ილაპარაკა და ამასთან მადრიდელთა მიერ კილიან მბაპეს შესაძლო ყიდვაზე გამოთქვა აზრი. პორტუგალიელი დეკემბრის შემდეგ უმუშევარია — დეკემბერში ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” გაუშვეს. შემდეგ, როდესაც „რეალის” პრეზიდენტმა ფლორენტინო პერესმა მწვრთნელის თანამდებობიდან სანტიაგო სოლარი მოხსნა, დაირხა ხმა, რომ ის უპირველეს ყოვლისა სწორედ მოურინიუს...

პერესმა მბაპეთი დაიქუხა
ჩანაწერი

პერესმა მბაპეთი დაიქუხა

ჯერ რა დროს ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაა და საგიჟეთი უკვე დაიწყო. ევროპის უბობოლესმა კლუბებმა 80-100 მილიონიანი ტრანსფერებით მოთელვასავით გაიარეს და, აჰა: მადრიდის „რეალში“ ზინედინ ზიდანის დაბრუნებისას ერთ-ერთ მთავარ პირობად სუპერტრანსფერები დაითქვა. ფლორენტინო პერესმა ფრანგ მწვრთნელს დასტური კი მისცა, მაგრამ ასეთ დაქუხებას მაინც არავინ ელოდა: სამიზნე – კილიან მბაპე! თანხა – 280 მილიონი ევრო!!! ამ თანხად პარიზიდან...

ყველა დროის ხუთი საუკეთესოდან ერთ-ერთი
ჩანაწერი

ყველა დროის ხუთი საუკეთესოდან ერთ-ერთი

ლეო მესი ვენესუელასთან ამხანაგურ შეხვედრაში სანაკრებო ფეხბურთს დაუბრუნდა, მაგრამ ეს დღე „ალბისელესტესთვის” წარუმატებელი გამოდგა — არგენტინამ წააგო 1:3. მესის დაბრუნებამ კვლავ გააცოცხლა მისი და კრიშტიანუ რონალდუს შედარების თემა. ამჯერად თანამედროვეობის ორ უდიდეს ვარსკვლავზე 1990-იანი წლების დიდმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა, იოჰან კრუიფის დროინდელი „ბარსელონას” „ოცნების გუნდის” ერთ-ერთმა ლიდერმა, რომარიომ ილაპარაკა. „მე მიყვარს მესი, ის დიადი ფეხბურთელია, მაგრამ...

ინტერვიუ მაია ჩიბურდანიძესთან
ჩანაწერი

ინტერვიუ მაია ჩიბურდანიძესთან

მაია ჩიბურდანიძე მქუხარე სახელის და მოკრძალებული ხასიათის ადამიანია. დაფაზე ბობოქარს ცხოვრებაში თავმდაბალ ადამიანად იცნობენ, რომელსაც თავისი დიდებული საჭადრაკო წარსულის შესახებ ბევრი საუბარი არ უყვარს, მით უფრო მასმედიასთან. “სარბიელმა” მოახერხა ქართველი ლეგენდის “გატეხვა” და ინებეთ ვრცელი ინტერვიუ მაიასთან, უამრავ საინტერესო თემაზე, რომელიც ჩვენი ქომაგის გონებას გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დღემდე აფორიაქებს…

დანა, მსაჯი, იღბალი…
ჩანაწერი

დანა, მსაჯი, იღბალი…

9–ჯერ ვეთამაშეთ, 8–ჯერ წავაგეთ, მეცხრესაც ვაგებდით და 1:1 დავასრულეთ. 5–ჯერ გავიტანეთ, 17–ჯერ გავუშვით, მაგრამ არის ერთი რაღაც, რაც იმედს არ გვიშლის. ერთი გამონაკლისის გარდა, ირლანდიამ საქართველოსთან სულ ბეწვის ხიდზე იარა და ზოგჯერ მსაჯის დახმარებით, ზოგჯერ იღბლით, მოგებული რჩებოდა. თუნდაც ბოლო დუბლინური თამაში ავიღოთ, საქართველომ მეტოქეს აჯობა, მაგრამ მეორე ტაიმში კოულმენის ერთ მაგარ გარღვევას ვერ გაუძლო,...

როგორ გაიშიფრა ჰოლანდია…
ჩანაწერი

როგორ გაიშიფრა ჰოლანდია…

ფეხბურთის გურმანებმა უდავოდ დიდი სიამოვნება მიიღეს ჰოლანდია-გერმანიის დაპირისპირებისგან. პირველ ტაიმში გნაბრის შედევრით და სანეს ისე რა გოლით სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ. ეს კადრი კი ოპერატორის კამერამ ტაიმის მიწურულს დაიჭირა. ფურცელზე ნათლად ჩანს, რომ ჰოლანდიელები რისკზე წასვლას აპირებენ და მეორე ნახევარში სამი მცველით აპირებენ თამაშის გაგრძელებას. ჰოლანდიელთა შესრულებით ამ ავანტიურამ თითქმის გამოიღო შედეგი, მაგრამ ბოლოს მაინც ისე...