ანტუან გრიზმანი „ბარსელონას” ვარჯიშების გრაფიკით უკმაყოფილო იყო. გუშინ, ფრანგმა ვარსკვლავმა „ტვიტერზე” დაწერა:
„ჩვენ 6 საათზე ვვარჯიშობთ, მაშინ როდესაც კლუბმა გამოაცხადა, რომ 6:30-ზე „პალაუ ბლაუგრანაში” კალათბურთის „ელ კლასიკოა”, „ბარსელონა” „რეალს” მასპინძლობს”.
თავის „ტვიტს” მსოფლიოს ჩემპიონმა ბევრი მოწყენილი ემოჯიც დაურთო.
ანტუან გრიზმანი კალათბურთის ცნობილი ფანია.
„ბარსას” კალათბურთელმა ალექს აბრინესმა ფეხბურთელს ხუმრობით უპასუხა: „ჰოდა შენც ნუ წახვალ ვარჯიშზე”.
მაგრამ, გრიზმანს ვარჯიშის გაცდენა არ გამოუვიდა. „ბლაუგრანას” ფეხბურთის გუნდში სულ რამდენიმე მოთამაშეს მისცეს არდადეგების გახანგრძლივების საგანგებო ნება. ესენი იყვნენ მესი, სუარესი და ვიდალი.
კალათბურთის „ბარსელონამ” კი „რეალს” გრიზმანის მხარდაჭერის გარეშეც მოუგო 83:63.
აქვე გთავაზობთ ბოსტონში გადაღებულ ვიდეოს, სადაც ანტუან გრიზმანი თავის საკალათბურთო ოსტატობას აჩვენებს.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
