კორნელა ერთიბეწო ქალაქია ბარსელონადან 15 კილომეტრში, სადაც „პუმამ” გუშინ თავისი ახალი ბუცების პრეზენტაცია მოაწყო. საღამოს ესწრებოდნენ „ბარსას” ფეხბურთელები ანტუან გრიზმანი, ლუის სუარესი, სამუელ უმტიტი, „ატლეტიკოს” მეკარე იან ობლაკი და წარსულში დიდი ფრანგი თავდამსხმელი ტიერი ანრი, რომელმაც თანამემამულე უმტიტიზე იხუმრა, ეს ისეთი კარგი ბუცებია, რომ ამიერიდან სამუელი დაცვაში უშეცდომოდ ითამაშებსო.
ყველაზე საინტერესო რამ კი მაინც ანტუან გრიზმანმა თქვა. მან შოუს წამყვანსა და ჟურნალისტ დანა ბრონატს უთხრა:
„მე დრიბლინგი არ მეხერხება. არ ვიცი, როგორ უნდა. ბურთთან სისწრაფეში ერთი-ორი შეხება მიყვარს მხოლოდ. მიყვარს, როდესაც მას მარტივად მოვიხელთებ და დავარტყამ”.
ანტუან გრიზმანი გასულ კვირაში საფრანგეთის ნაკრებში იყო გამოძახებული, რომლის მაისურითაც ალბანეთს გოლი გაუტანა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 17:12ტორესი ზლატანის ნაკვალევზე
აქეთურ-იქითური25/08/2026 | 08:55ლუის ენრიკე: შესვენებისას ოქროს ბურთზე უნდა გველაპარაკა?
მთავარი ამბავი25/08/2026 | 07:37ჩეფერინი თავის კანდიდატურას არ წამოაყენებს
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
