ჰაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ოქტაგონს მიღმა ერთმანეთისადმი კბენებზე და მჯიღის გულზე ბრახუნზე აბა, ვინ არ იცის. ამათი უაზრო ბაქი-ბუქობა სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებში უკვე აღარც ღიმილის მომგვრელია. დღე არ გავა უცხოური მედიის ფურცლებზე ან ინტერნეტ სივრცეში მათი კინკლაობის შესახებ არ დაიბეჭდოს. ამ მხრივ უფრო ირლანდიელი მებრძოლი აქტიურობს, თუმც ვალში არც დაღესტნელი სპორტსმენი რჩება.
ამჯერად პირი ჰაბიბ ნურმაგომედოვმა მოაღო და ირლანდიელი მიწასთან გაასწორა. „თქვენ ფიქრობთ მაკგრეგორს ჩემთან ხელმეორე ჩხუბი მართლა სურს? 4 რაუნდის მანძილზე იმდენი ვურტყი, ბოლოს მემუდარებოდა, გთხოვ აღარ გინდა, გნებდებიო. ამის მერე რა რევანშზე მესაუბრებით? ის ზედმეტად ამპარტავანი ადამიანია და ამიტომაც, ცდილობს ის მარცხი შემთხვევითობას მიაწეროს. სურს რევანში? კი ბატონო, არ ვარ წინააღმდეგი, ოღონდ ეს უნდა დაიმსახუროს. მეოთხე წელი დაიწყო, რაც მას UFC-ში არ მოუგია. წარმოიდგინეთ, რა დროზე ვსაუბრობთ, მე კი ტიტულისთვის ბრძოლის უფლების მოსაპოვებლად ზედიზედ 10 ჩხუბის გამართვა მომიხდა. დაიმსახურე რევანშის უფლება მოქმედებებით, საქმით და არა ბევრი ლაქლაქით. აი, ამით განვსხვავდებით ჩვენ. ის უბრალოდ იდიოტია, ხოლო მე და ჩემი გუნდი იდიოტებს ყურადღებას არ ვაქცევთ,“ – თქვა 31 წლის დაუმარცხებელმა დაღესტნელმა მებრძოლმა.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი ბოლოს რინგზე 2018 წლის ოქტომბერში გავიდა და იქ სწორედ ჰაბიბიმ მიბეგვა. რაც შეეხება ნურმაგომედოვს, მან მსუბუქ წონაში მსოფლიო ჩემპიონის ტიტული სექტემბერში დასტინ პიორეს გალახვით შეინარჩუნა.
ავტორის პროფილი
- გერმანელების დიდი გულშემატკივარი. მისი დღეები მოწყენილობით სავსე იქნებოდა, რომ არ არსებობდეს პაულანერი და ფრანც ბეკენბაუერი.
უახლესი პოსტები
სიახლეები23/08/2026 | 22:08ამხანაგური მოგება ისრაელთან
სიახლეები13/08/2026 | 22:04საქართველომ შეკრება დაიწყო
სიახლეები13/08/2026 | 00:01კვარას სუპერგოლი და პირველი ტიტული ახალ სეზონში [VIDEO]
სიახლეები10/08/2026 | 23:22იბერიას მწვრთნელი და კაპიტანი – ლარნთან ისტორიული თამაშისთვის მზად ვართ
