ერთი ლამაზი სპორტული ისტორიაც დასრულდა… დაღესტნელმა ჰაბიბ ნურმაგომედოვმა UFC-ში ზედიზედ 29-ე ბრძოლა მოიგო და კარიერის დასრულების შესახებ განაცხადა. ამას კი ნამდვილად არავინ ელოდა, ისევე როგორც ჩემპიონის რეაქციას: ჰაბიბი გამარჯვების შემდეგ მუხლებზე დაეცა, თავი ხელებში ჩარგო და მერე ქომაგებმა პირველად იხილეს დაუმარცხებელი ჩემპიონის ცრემლები. საქმე იმაშია, რომ ეს პირველი ბრძოლა იყო მამის და იმავდროულად მწვრთნელის გარეშე,...
ჭდე: ჰაბიბ ნურმაგომედოვი
დიდი ფულისთვის
„ჰაბიბი დათანხმდება კონორთან ჩხუბს. ის იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან,“ – თავს ვერ დავდებთ, მაგრამ როგორც ამბობენ ეს სიტყვები დანა უაითს ეკუთვნის, ხოლო ის ვინ არის, ბრძოლა წესების გარეშეს მოყვარულთ არ უნდა ესწავლებოდეს. UFC-ის პრეზიდენტთან კონფიდენციალური საუბრის დეტალები სააშკარაოზე მაიკლ ბისპინგმა გამოიტანა, რომელიც საშუალო წონაში ყოფილი ჩემპიონია. „მე მას ვკითხე, ბოლოს და ბოლოს მიეცემა მაკგრეგორს რევანშის...
კონორის 40 წამი
„აუცილებელია ქომაგს კვლავ ვაჩუქოთ კონორის და ჰაბიბის ბრძოლა, მაგრამ არა მოსკოვში. მაკგრეგორმა ეს დაიმსახურა და წესით ნურმაგომედოვსაც უნდა ჭირდებოდეს. თუ ჰაბიბი ჯერ ფერგიუსონს, ხოლო შემდეგ კონორს კიდევ ერთხელ აჯობებს, საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ის ყველაზე ძლიერია და UFC-ის ისტორიაშიც საუკეთესოებს ამარცხებდა. რატომ ნებისმიერ ადგილზე, მოსკოვის გარდა? ამას რამდენიმე ახსნა აქვს, თუმცა არ დავკონკრეტდები. ბრძოლის გამართვის...
ისევ გადათქვა – კონორი ოქტაგონს უბრუნდება
მარჩიელობა საჭირო აღარ არის. დანა უაითმა, UFC-ის პრეზიდენტმა, საქვეყნოდ პოპულარულ ESPN-ს განუცხადა, რომ კონტრაქტზე ხელი მოწერილია. რაზე ან ვისზე ვსაუბრობთ? კონორ მაკგრეგორზე, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში ბევრი იხტუნავა, კარიერის დასრულებას ვეშურებიო, მაგრამ უმალ გადათქმაც მოასწრო, პაბებში გამოტყვრომა და სკანდალების მოწყობა, ხოლო ქუჩაში უცხო პირებზე თავდასხმა-ცემაც არ ითაკილა, რევანშის იმედად ჰაბიბ ნურმაგომედოვიც საჯაროდ არაერთხელ გამოლანძღა და...
შემდეგი გაჩერება ბრუკლინი
დაადგა საშველი: ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჰაბიბ ნურმაგომედოვი მორიგ ბრძოლას 2020 წლის 18 აპრილს გამართავს. ფიქრობთ მეტოქე მისი დაუძინებელი მტერი კონორ მაკგრეგორი იქნება? არა, შერეკილ ირლანდიელს, როგორც მას თავად დაღესტნელი მებრძოლი და მისი აგენტი ხშირად მოიხსენიებენ, ისევ დალოდება მოუწევს. თუმცა მოცდას ვინ დაეძებს, დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი პირი უჩანს ჰაბიბი და კონორი ოქტაგონზე ხელმეორედ გულშემატკივარმა შესაძლოა ვერასოდეს...
მიბეგვილი იდიოტი
ჰაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ოქტაგონს მიღმა ერთმანეთისადმი კბენებზე და მჯიღის გულზე ბრახუნზე აბა, ვინ არ იცის. ამათი უაზრო ბაქი-ბუქობა სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებში უკვე აღარც ღიმილის მომგვრელია. დღე არ გავა უცხოური მედიის ფურცლებზე ან ინტერნეტ სივრცეში მათი კინკლაობის შესახებ არ დაიბეჭდოს. ამ მხრივ უფრო ირლანდიელი მებრძოლი აქტიურობს, თუმც ვალში არც დაღესტნელი სპორტსმენი რჩება. ამჯერად...
წამება წამებში
ასე სწრაფად ჰაბიბ ნურმაგომედოვსაც არასოდეს მოუგია. ის, რაც რუმინეთის ქალაქ სიბიაში მოხდა, ქალთა შორის ჩხუბში აბსოლუტური რეკორდია. MMA Real Xtreme fighting 35 სუსტი სქესის წარმომადგენლებში იგივეა, რაც UFC მამაკაცეთა შორის. ჰოდა, ოქტაგონზე, ტიტულისთვის ბრძოლაში, 56.7 კილოგრამამდე წონაში ერთმანეთის პირისპირ რუმინელი ანა მარია პალი და ირანელი სამერეხ კიანი დადგნენ. საინტერესოა, რომ ირანელი სპორტსმენი რინგზე ჰიჯაბით გავიდა,...
მახრჩობელა
დასტინ პორიე მაქსიმუმს ეცადა გამოეყენებინა ის მცირე შანსები, რაც მას გააჩნდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. აბუ დაბიში გამართული ბრძოლა მოლოდისამებრ ჰაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელი პერიოდულად ინიციატივას ეუფლებოდა და შეტევაზეც გადადიოდა, მესამე რაუნდში სულაც ჰაბიბის „გილიოტინაზე“ დაჭერა სურდა, მაგრამ დაღესტნელს არსენალში ბევრი ისეთი იარაღი აქვს, რაც მეტოქეებისგან გამოარჩევს და პორიესთანაც საბოლოოდ მარაგით იმარჯვა....







