ჭდე: კონორ მაკგრეგორი

Home კონორ მაკგრეგორი
დიდი ფულისთვის
ჩანაწერი

დიდი ფულისთვის

„ჰაბიბი დათანხმდება კონორთან ჩხუბს. ის იმას გააკეთებს, რასაც ეტყვიან,“ – თავს ვერ დავდებთ, მაგრამ როგორც ამბობენ ეს სიტყვები დანა უაითს ეკუთვნის, ხოლო ის ვინ არის, ბრძოლა წესების გარეშეს მოყვარულთ არ უნდა ესწავლებოდეს. UFC-ის პრეზიდენტთან კონფიდენციალური საუბრის დეტალები სააშკარაოზე მაიკლ ბისპინგმა გამოიტანა, რომელიც საშუალო წონაში ყოფილი  ჩემპიონია. „მე მას ვკითხე, ბოლოს და ბოლოს მიეცემა მაკგრეგორს რევანშის [...]

კონორის 40 წამი
ჩანაწერი

კონორის 40 წამი

„აუცილებელია ქომაგს კვლავ ვაჩუქოთ კონორის და ჰაბიბის ბრძოლა, მაგრამ არა მოსკოვში. მაკგრეგორმა ეს დაიმსახურა და წესით ნურმაგომედოვსაც უნდა ჭირდებოდეს. თუ ჰაბიბი ჯერ ფერგიუსონს, ხოლო შემდეგ კონორს კიდევ ერთხელ აჯობებს, საზოგადოება საბოლოოდ დარწმუნდება, რომ ის ყველაზე ძლიერია და UFC-ის ისტორიაშიც საუკეთესოებს ამარცხებდა. რატომ ნებისმიერ ადგილზე, მოსკოვის გარდა? ამას რამდენიმე ახსნა აქვს, თუმცა არ დავკონკრეტდები. ბრძოლის გამართვის [...]

ისევ გადათქვა – კონორი ოქტაგონს უბრუნდება
ჩანაწერი

ისევ გადათქვა – კონორი ოქტაგონს უბრუნდება

მარჩიელობა საჭირო აღარ არის. დანა უაითმა, UFC-ის პრეზიდენტმა, საქვეყნოდ პოპულარულ  ESPN-ს განუცხადა, რომ კონტრაქტზე ხელი მოწერილია. რაზე ან ვისზე ვსაუბრობთ? კონორ მაკგრეგორზე, რომელმაც ბოლო ერთ წელიწადში ბევრი იხტუნავა, კარიერის დასრულებას ვეშურებიო, მაგრამ უმალ გადათქმაც მოასწრო, პაბებში გამოტყვრომა და სკანდალების მოწყობა, ხოლო ქუჩაში უცხო პირებზე თავდასხმა-ცემაც არ ითაკილა, რევანშის იმედად ჰაბიბ ნურმაგომედოვიც საჯაროდ არაერთხელ გამოლანძღა და [...]

შემდეგი გაჩერება ბრუკლინი
ჩანაწერი

შემდეგი გაჩერება ბრუკლინი

დაადგა საშველი: ოფიციალურად გაცხადდა, რომ ჰაბიბ ნურმაგომედოვი მორიგ ბრძოლას 2020 წლის 18 აპრილს გამართავს. ფიქრობთ მეტოქე მისი დაუძინებელი მტერი კონორ მაკგრეგორი იქნება? არა, შერეკილ ირლანდიელს, როგორც მას თავად დაღესტნელი მებრძოლი და მისი აგენტი ხშირად მოიხსენიებენ, ისევ დალოდება მოუწევს. თუმცა მოცდას ვინ დაეძებს, დღევანდელი გადმოსახედიდან ისეთი პირი უჩანს ჰაბიბი და კონორი ოქტაგონზე ხელმეორედ გულშემატკივარმა შესაძლოა ვერასოდეს [...]

მიბეგვილი იდიოტი
ჩანაწერი

მიბეგვილი იდიოტი

ჰაბიბ ნურმაგომედოვისა და კონორ მაკგრეგორის ოქტაგონს მიღმა ერთმანეთისადმი კბენებზე და მჯიღის გულზე ბრახუნზე აბა, ვინ არ იცის. ამათი უაზრო ბაქი-ბუქობა სპორტის ამ სახეობის გულშემატკივრებში უკვე აღარც ღიმილის მომგვრელია. დღე არ გავა უცხოური მედიის ფურცლებზე ან ინტერნეტ სივრცეში მათი კინკლაობის შესახებ არ დაიბეჭდოს. ამ მხრივ უფრო ირლანდიელი მებრძოლი აქტიურობს, თუმც ვალში არც დაღესტნელი სპორტსმენი რჩება. ამჯერად [...]

ის ბრუნდება…
ჩანაწერი

ის ბრუნდება…

როგორც იქნა, ეღირსა… ახალი წელი ვის არ უყვარს, მაგრამ ის 2020 წლის დადგომას განსაკუთრებულად აღტკინებული დაელოდება. ჯერ  მისი მეტოქის ვინაობა საჯაროდ არ გაცხადებულა,  UFC-ის პრეზიდენტი დანა ვაითი ინტრიგას ტოვებს, თუმცა ეს ამბავი მას დიდად არ ანაღვლებს, რადგან ამბობს რომ ვინც არ უნდა იყოს, მოწინააღმდეგეს ოქტაგონიდან გააქრობს. სამაგიეროდ თარიღი უკვე ოფიციალურად გაცხადდა. კონორ მაკგრეგორი თავის მორიგ [...]

მახრჩობელა
ჩანაწერი

მახრჩობელა

დასტინ პორიე მაქსიმუმს ეცადა გამოეყენებინა ის მცირე შანსები, რაც მას გააჩნდა, მაგრამ თავს ზემოთ ძალა არ იყო. აბუ დაბიში გამართული ბრძოლა მოლოდისამებრ ჰაბიბ ნურმაგომედოვის გამარჯვებით დასრულდა. ამერიკელი პერიოდულად ინიციატივას ეუფლებოდა და შეტევაზეც გადადიოდა, მესამე რაუნდში სულაც ჰაბიბის „გილიოტინაზე“ დაჭერა სურდა, მაგრამ დაღესტნელს არსენალში ბევრი ისეთი იარაღი აქვს, რაც მეტოქეებისგან გამოარჩევს და პორიესთანაც საბოლოოდ მარაგით იმარჯვა. [...]

ფლოიდ მეივეზერის აბსურდი
ჩანაწერი

ფლოიდ მეივეზერის აბსურდი

ხუთ სხვადასხვა წონით კატეგორიაში მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა ფლოიდ მეივეზერმა ქომაგებს რინგზე შესაძლო დაბრუნების შესახებ ამცნო. სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, სადაც მეივეზერი მენი პაკიაოსთან რევანშის ასაღებად ემზადებოდა და მომავალ ბრძოლას აანონსებდა, თუმცა, დაახლოებით 1 საათის შემდეგ, 42 წლის სპორტსმენმა გამოაცხადა, რომ ეს ფეიკვიდეო იყო. „ვიდეო, რომელმაც ინტერნეტი მოიცვა, სრული აბსურდია. ის ძველია, რომელიც საუდის არაბეთში დიდი [...]