ნეიმარის თავნებობა, როგორც ჩანს, ისეთ მომღიმარ, მეგობრულ და კეთილგანწყობილ ადამიანსაც ბეზრდება, როგორიც „პარი სენ ჟერმენის” მწვრთნელი თომას ტუხელია.
გერმანელს ეს მაშინ შეეტყო, როდესაც ჟურნალისტებმა 27 წლის ბრაზილიელის ორიოდ დღის წინანდელ გასეირნებაზე ჰკითხეს — ნეიმარი მადრიდს გაეშურა, სადაც მისმა ყოფილმა თანაგუნდელმა, ბარსელონელმა ჟერარდ პიკემ „დევისის თასის” შეხვედრებს გაუწია ორგანიზება. პსჟ-ს თავდამსხმელი ცხადია მაყურებლის რანგში გახლდათ.
„მე რა ვქნა?, — ხელები გაშალა მწვრთნელმა, — არც მამამისი ვარ და არც პოლიციელი. მე მხოლოდ და მხოლოდ მისი მწვრთნელი ვარ და ცხადია, როგორც მწვრთნელს, ნეიმარის მადრიდში გადაფრენა-გადმოფრენა სულაც არ მესიამოვნა”.
თუმცა, შემდეგ ტუხელმა თავი ხელში აიყვანა და თქვა, რომ ბრაზილიელი გულმოდგინედ ვარჯიშობს როგორ გუნდთან ერთად, ასევე ინდივიდუალურად.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები11/10/2026 | 11:58წიტას თამაში ჩაიშალა
სიახლეები11/10/2026 | 10:56ჟორჟის 23 წუთი და ვინისიუსის მორიგი სკანდალი
სიახლეები11/10/2026 | 09:36კვერნაძის გუნდმა კვარას ყოფილ გუნდთან წააგო
მთავარი ამბავი11/10/2026 | 07:53თითქმის იდეალური რე-სტარტი
