
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ „ბარსელონას” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდასხმა ჰყავს, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაში, სტუმრად გატანილი გოლებით ვერ დაიკვეხნის. ისევ მესი თუ შეაგდებსო, ამბობს გამოცემა და მაგალითად პრაღაში ჩატარებული ბოლო თამაში მოყავს. „ბლაუგრანამ” 2:1 მოიგო. ორი გოლიდან ერთი მესიმ შეაგდო, მეორე კი… ჩეხებმა თავიანთ კარში გაიტანეს.
სტუმრად უგოლობის ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი ლუის სუარესი ყოფილა. აგერ უკვე 20 მატჩია, თუ „კამპ ნოუზე“ არ არის, ურუგვაელს გოლი ვერ გააქვს. სხვა სიტყვებით, მას ოთხი წელი და ერთი თვე ანუ 1498 დღეა მეტოქის ქალაქში გოლი არ გაუტანია.
ცუდ დღეშია ანტუან გრიზმანიც. „ბარსას“ ხმაურიანმა შენაძენმა აგერ უკვე ორწელიწადნახევარია ჩემპიონთა ლიგაში სხვის სტადიონზე გოლი ვერა და ვერ შეაგდო. ფრანგმა თავი ბოლოს ლევერკუზენში გამოიჩინა, რაც 2017 წლის თებერვალში მოხდა.
ოსმან დემბელეს კი სტუმრად უკვე 10 მატჩია, რაც მიზანი ვერ გაუსწორებია. მისი „გვალვა“ ჯერ კიდევ „დორტმუნდში“ დაიწყო.
გამოდის, ერთადერთი, ვისზეც „ბარსა“ დგას, ლეო მესია, თუმცა „სპორტის“ აზრით ეს საკმარისი არ არის. ამიტომაცაა, გუნდს 2015 წლის შემდეგ ჩემპიონთა ლიგა რომ არ მოუგიაო, ამბობს გამოცემა.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
სიახლეები24/08/2026 | 10:55მიქაუტაძე ატლეტიკოსთანაც საუკეთესო იყო
აქეთურ-იქითური24/08/2026 | 09:52როგორ ითამაშა ფრანგული საიტის აზრით კვარაცხელიას ახალმა კონკურენტმა?
მთავარი ამბავი24/08/2026 | 08:26კვარა და დემბელე შესვენებისას შეცვალეს
სიახლეები23/08/2026 | 09:15ქოჩორას გუნდი: ორ ტურში 6 ქულა
