აგერ უკვე 13 წელია, აშშ-ის ნაკრებს შეხვედრა არ წაეგო. ბოლოს მათი ძლევა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბერძნებმა (101:96) შეძლეს. იანკები ჩინეთშიც ფავორიტის რანგში ჩავიდნენ, მაგრამ არა თუ „დრიმ თიმი“, საერთოდ გუნდი ვერ ჩაიყვანეს. ეს იყო საშუალოზე უკეთესი კალათბურთელების კრებული, რომლის მაქსიმუმიც მეოთხედფინალში გასვლა აღმოჩნდა. ამას ისიც დაუმატეთ, რომ „ფრენის“ განწყობაზე იყვნენ ფრანგთა ლიდერები. ორლანდოელმა…
ვინისიუსმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ეს მოხდა ნეიტრალურ მოედანზე, ლოს ანჯელესში, პერუსთან ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ლუის აბრამის თავურით პერუელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა. თამაშის ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე გავიდა. ამრიგად, ბრაზილიის ნაკრების 17 მატჩიან წაუგებელ სერიას წერტილი დაესვა. აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს ნეიმარმა, დანი ალვეშმა, არტურმა და ტიაგო სილვამ. მიზეზი: ტიტეს სხვა ფეხბურთელების…
ლეო მესის ფანებს საყვარელი ფეხბურთელის თამაშის სანახავად კიდევ მოუწევთ მოცდა. არგენტინელი ვარსკვლავი შაბათს „ბარსელონასა” და „ვალენსიას” შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. მას მყესის ტკივილი არა და არ დაუამდა. მეტიც, მესი ჯერ სრულყოფილ ვარჯიშსაც კი არ შესდგომია. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელი 5 აგვისტოს დაშავდა. ეს გახლდათ პირველივე დღე შვებულების შემდეგ. თავიდან ექიმებმა თქვეს, რომ საქმე უმნიშვნელო ტრავმასთან…
ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო შეხვედრაში ლიტვის ნაკრები საკუთარი ქომაგების თვალწინ პორტუგალიასთან 1:5 შერცხვა. სტუმართაგან შეუდარებელი იყო კრიშტიანუ რონალდუ, რომელმაც პოკერი მიითვალა. სადღეისოდ რონალდუს ნაკრების მაისურით 93 გოლი აქვს გატანილი. ყველა დროის საუკეთესო მაჩვენებელი კი 109 სანაკრებო გოლია და ირანელ ალი დაეის ეკუთვნის. რონის ყველანაირი შანსი აქვს, აქაც საუკეთესო გახდეს. ლიეტუვასთან მატჩი 33 წლის პორტუგალიელისთვის…
სანაკრებო კვირეული დასრულდა. ახლა საკლუბო ორომტრიალი გაგრძელდება. „რეალს”, რომელიც სეზონის დასაწყისში ვერ ქუხდა, უახლოეს კვირებში ორ-ორი თამაში ელის. კერძოდ, მადრიდელებს მომდევნო 22 დღეში შვიდი შეხვედრა უწევთ — ხუთი ლა ლიგაში და ორი ჩემპიონთა ლიგაში. ამ პერიოდში გაიმართება გამორჩეული მატჩები „პარი სენ ჟერმენთან”, „სევილიასთან” და მადრიდული დერბი „ატლეტიკოს” წინააღმდეგ. ეს საგამოცდო პერიოდი შაბათს, 14 სექტემბერს, „სანტიაგო…
| Powered by WordPress | Theme by TheBootstrapThemes