ვინისიუსმა ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობაში პირველად ითამაშა. ეს მოხდა ნეიტრალურ მოედანზე, ლოს ანჯელესში, პერუსთან ამხანაგურ შეხვედრაში, რომელიც ლუის აბრამის თავურით პერუელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.
თამაშის ერთადერთი გოლი 85-ე წუთზე გავიდა. ამრიგად, ბრაზილიის ნაკრების 17 მატჩიან წაუგებელ სერიას წერტილი დაესვა.
აღსანიშნავია, რომ შეხვედრა სათადარიგოთა სკამზე დაიწყეს ნეიმარმა, დანი ალვეშმა, არტურმა და ტიაგო სილვამ. მიზეზი: ტიტეს სხვა ფეხბურთელების ნახვა სურდა საქმეში.
ნეიმარი მწვრთნელმა მოედანზე 63-ე წუთზე შეუშვა. რაც შეეხება ვინისიუს ჟუნიორს, მისი სანაკრებო დებიუტი 73-ე წუთზე შედგა. გარემარბმა ევერტონ რიჩარლისონი შეცვალა.
ამრიგად, ნეიმარსა და ვინისიუსს მოედანზე ერთად დიდი დრო არ დაუყვიათ, მაგრამ რაც მოასწრეს, კარგი იყო. სხვა საქმეა, რომ „რეალის” თავდამსხმელს დებიუტი ლუის აბრამის გოლმა გაუმწარა — „კოპა ამერიკის” დამარცხებულმა ფინალისტმა ჩემპიონზე შური იძია.
86-ე წუთზე ვინისიუსს ანგარიშის გაქვითვა შეეძლო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 08:59თუ ფინალი მადრიდში არ გაიმართება, ესპანეთი მასპინძლობაზე უარს იტყვის
აქეთურ-იქითური06/11/2026 | 07:41მანჩესტერიდან დეშამს დაურეკეს
აქეთურ-იქითური05/11/2026 | 09:33ფრთხილად, ფეხბურთი ხანდახან დაუნდობელია!
სიახლეები05/11/2026 | 08:06ლივერპულში ბარკოლას იწუნებენ
