აგერ უკვე 13 წელია, აშშ-ის ნაკრებს შეხვედრა არ წაეგო. ბოლოს მათი ძლევა 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ბერძნებმა (101:96) შეძლეს. იანკები ჩინეთშიც ფავორიტის რანგში ჩავიდნენ, მაგრამ არა თუ „დრიმ თიმი“, საერთოდ გუნდი ვერ ჩაიყვანეს. ეს იყო საშუალოზე უკეთესი კალათბურთელების კრებული, რომლის მაქსიმუმიც მეოთხედფინალში გასვლა აღმოჩნდა. ამას ისიც დაუმატეთ, რომ „ფრენის“ განწყობაზე იყვნენ ფრანგთა ლიდერები. ორლანდოელმა...
