მაურისიო პიჩეტინომ თქვა, ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ მოგვეგო, „ტოტენჰემ ჰოთსპურიდან” წავიდოდიო. შეგახსენებთ, რომ „სფურზმა” 1 ივნისს, მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” „ლივერპულთან” 0:2 წააგო.
კიდევ, არგენტინელმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მიზანთან მეტისმეტად ახლოს მისვლამ და ფეხის ბოლო საფეხურზე დაცდენამ, მასში ახალი მოტივაცია გააღვიძა. ახლა მას ძლიერ სურს „დეზები” ბოლოს და ბოლოს მიიყვანოს დიდ გამარჯვებამდე.
პოჩეტინოს ჰკითხეს, როგორ აფასებდა „ლივერპულთან” ფინალის წინ „ტოტენჰემში” გატარებულ წლებს. მან უპასუხა:
„დღეს, როდესაც უკვე ხუთი წელიწადია რაც „ტოტენჰემ ჰოთსპურად” წოდებულ ურთულეს პროექტში ვარ, ვცდილობ გავაანალიზო განვლილი წლები, გავიხსენო ჩვენი ბრძოლა და შრომა რათა ეს ლონდონური კლუბი ევროპასა და ინგლისში საუკეთესოებს გატოლებოდა.
რასაკვირველია, ადრე თუ გვიან ყველა მიდის. ასეთი რამ ადამიანს მუდამ თავში უტრიალებს, მაგრამ ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, კლუბის ინტერესებს ყოველთვის საკუთარზე მაღლა ვაყენებ.
ფინალში რომ მოგვეგო, ალბათ ვიტყოდი, რომ საკმარისია. ვიფიქრებდი, რომ ეს სწორედ ის მომენტია, როდესაც კლუბი უნდა დავტოვო. ვიგრძნობდი, რომ „სფურზისთვის” ახალი ცხოვრების საშუალება უნდა მიმეცა. მაგრამ, დასრულდა ფინალი და მე მივხვდი, რომ ეს მომენტი ჯერ არ დამდგარა.
მე ის კაცი არ ვარ, რომელიც პრობლემებს გაურბის. პირიქით, მე დიდი გამოწვევები მიყვარს. მიყვარს რეფორმები, შეხედულებათა გადახედვა. ახლა ერთი ძლიერი სურვილი მკლავს: მინდა გასულის მსგავსი სეზონი გავიმეორო”.
მაურისიო პოჩეტინო 47 წლისაა. ფეხბურთელის კარიერის დასრულების შემდეგ ის მწვრთნელად მუშაობდა „ესპანიოლში”, „საუთჰემპტონსა” და „ტოტენჰემ ჰოთსპურში”.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური10/08/2026 | 08:21რატომ ჩაუვარდა მალდინის გვარდიოლას ვარიანტი?
მთავარი ამბავი10/08/2026 | 07:12მამარდას მორიგი ამხანაგური
სიახლეები09/08/2026 | 10:35აბუაშვილმა გოლიც გაიტანა და საუკეთესოც იყო
სიახლეები09/08/2026 | 09:27ზურკიომ მოგებით დაიწყო
