თვე: ივნისი 2019

Home 2019 ივნისი
ჭაბუკები შტატებში
ჩანაწერი

ჭაბუკები შტატებში

დიდი საკალათბურთო კემპი ტარდება ამერიკულ შარლოტვილში. ვირჯინიის შტატის ამ ქალაქში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან 16-17 წლის პერსპექტიული კალათბურთელები ჩავიდნენ, ამ ბიჭებს შორის კი ქართველებიც იმყოფებიან. დაჩი ქავთარაძე და ირაკლი კილაძე ზაზა ფაჩულიას აკადემიის აღზრდილები არიან. 192 სანტიმეტრიანი ქავთარაძე ამპლუით გამთამაშებელი და 18 წლისაა, მასზე ერთი წლით უმცროსია კილაძე. იგი მცველია და 198 სანტიმეტრის გახლავთ. ორივე მათგანი...

ქართული წერტილი
ჩანაწერი

ქართული წერტილი

უკრაინის 20 წლამდელთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონია. ფინალურ შეხვედრაში ხახოლებმა სამხრეთ კორეას 3:1 მოუგეს. ფაქტი თავისთავად საყურადღებოა, მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ისაა, რომ მსოფლიოს ჩემპიონატს წერტილი ქართველმა დაუსვა. 18 წლის გიორგი წიტაიშვილმა მესამე გოლი კორეელთა კარში 89-ე წუთზე გაიტანა და ინტრიგაც მოკლა. ფინალის საუკეთესო ფეხბურთელადაც ის დაასახელეს. წიტაიშვილი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, მაგრამ მისი გადაბირება „შახტარს“ და „ზენიტს“...

ძმა ძმაზე ნაკლებიო…
ჩანაწერი

ძმა ძმაზე ნაკლებიო…

„ტორონტო რეფტორზმა“ NBA-ის ფინალურ სერიაში „გოლდენ სტეიტს“ მოუგო და საკლუბოს გარდა, ერთი ახალი საოჯახო ისტორიაც დაიწერა. პაუ და მარკ გაზოლები შეიქნენ პირველი ძმები, ვისაც საუკეთესო საკალათბურთო ლიგა მოუგია. მარკი ახლადგამომცხვარი ჩემპიონია და ბედს უმადლოდეს, რომ წელს გადაბარგდა ტორონტოში „მემფისიდან“, სადაც მთელი კარიერა ჰქონდა გაეტარებინა. მარკი 34 წლისაა, მისი უფროსი ძმა პაუ კი „ლეიკერსში“ პირველად 28...

მუშტი და დურანტულა
ჩანაწერი

მუშტი და დურანტულა

სტეფ კარი კანადური მონსტრის წინაშე მარტო აღმოჩნდა. საშინაო კედლებში, მაშინ როცა სეზონის გადამწყვეტ ფაზაში „გოლდენ სტეიტი“ „ტორონტოსთან“ 2:3 აგებდა, ჩემპიონმა ლიდერები – კევინ დურანტი და კლეი ტომპსონი დაკარგა. დურანტულას ტრავმა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ მას მთელი მომავალი სეზონის გამოტოვება მოუწევს. მეტიც, მას კარიერის დასრულების საფრთხეც კი ემუქრებოდა. ასეთ სიტუაციაში აღმოჩენილმა კარიმ კი კავაის და ბიჭებს...

რონალდუ პირველია, მარადონა – მეორე
ჩანაწერი

რონალდუ პირველია, მარადონა – მეორე

ყველა-ყველა, მაგრამ მადრიდის „რეალმა“ ნებისმიერი ღონისძიების გამართვა მეფურად იცის. აგერ, ედენ აზარის პრეზენტაციას იმდენი ხალხი დაესწრო, სერიოზულ ნაკრებებს ოფიციალურ შეხვედრებზეც რომ ენატრებათ. ესპანელმა ჟურნალისტებმა მყისვე ამოქექეს პირველი ათეული იმ ფეხბურთელებისა, ვისმა პრეზენტაციამაც ყველაზე დიდი აუდიტორია შეკრიბა.   1. კრიშტიანუ რონალდუს სანახავად „სანტიაგო ბერნაბეუს“ 2009 წელს 75 000 ფანი მიაწყდა. თითქმის ანშლაგი იყო, რადგან სტადიონი სულ...

ბრაზიანი კაცის რელიქვია
ჩანაწერი

ბრაზიანი კაცის რელიქვია

ძალიან დიდი ფიგურაა ჯონ ტერი. წლების მანძილზე უკაპიტნა ლონდონურ „ჩელსის“ და ინგლისის ნაკრებს. მარტო ის რად ღირს, რომ ფიფამ ოთხჯერ შეიყვანა მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში. ჰოდა, მისტერ ტერი „სტემფორდ ბრიჯზე“ საქველმოქმედო მატჩში მონაწილეობის მისაღებად დაბრუნდა. ექსკაპიტანმა გასახდელში თავისი ყოფილი კარადა დაიკავა და… მისივე ხელით დაწერილ წერილს გადააწყდა. „ახლოსაც არ ჩაუარო ჩემს კარადას. ყველაზე ბრაზიანი კაცი“. ეს...

ყაზაიშვილს და კაშიას დოლარები დაუთვალეს
ჩანაწერი

ყაზაიშვილს და კაშიას დოლარები დაუთვალეს

ამერიკულმა მედიამ MLS-ის კლუბების ბიუჯეტი და მათი ფეხბურთელების ჯამაგირი გამოარკვია. თურმე, სან ხოსეში, სადაც ორი ქართველი ირიცხება, ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფეხბურთელი ვაკო ყაზაიშვილია. საქართველოს ნაკრების შემტევი ყოველწლიურად 1 475 004 დოლარს იღებს. 25 წლის ქართველი ნახევარმცველი ასევე ერთადერთია კლუბში, ვისი ხელფასიც მილიონზე მეტია. ყაზაიშვილს, თვით კლუბის ლეგენდასა და MLS-ის ახლალგამომცხვარ საუკეთესო ბომბარდირ კრის ვონდოლოვსკიზე მეტი აქვს. ვონდოლოვსკი...

სიტყვის ფასი
ჩანაწერი

სიტყვის ფასი

კონორ მაკგრეგორი მაგარი კაცია, ირლანდიური ხასიათით და ექსტრავაგანტული იმიჯით. ამ კაცმა თავისი ქცევებითა თუ სატელევიზიო გამოსვლებით შერეული საბრძოლო ხელოვნება ბევრ ადამიანს გააცნო და შეაყვარა კიდეც, თუმცა… ერთია კონორი კამერასთან და მეორე კამერის მიღმა. რეალურად, 30 წლის სპორტსმენს კოლეგებთან არეულ-დარეული ურთიერთობა აქვს, რაც ამ სახეობისთვის ერთი შეხედვით დამახასიათებელია, თუმცა ირლანდიელის თავქარიანობამ მაკგრეგორი სპორტიდან წასვლაზე  რამდენჯერმე დააფიქრა....

ჩელსიმ სარის კარი გაუღო
ჩანაწერი

ჩელსიმ სარის კარი გაუღო

როგორც იქნა, დამთავრდა მაურიციო სარის ლონდონ-ტურინული საგა. თითქმის ყოველდღე ვრცელდებოდა ამბები იტალიელის სამშობლოში დაბრუნების თაობაზე. ახლა კი გაცხადდა, რომ „იუვენტუსი“ „ჩელსის“ საკომპენსაციო 7 მილიონ გირვანქას გადაუხდის და საქმეც ამით დამთავრდება. ტურინულ კლუბს ამგვარები არ სჩვევია, თუმცა Daily Mail-ის ცნობით, ხუთშაბათ საღამოს, „ჩელსის“ დირექტორი მარინა გრანოვსკაია, იუვენტუსელ კოლეგა ფაბიოი პარატიჩის შეხვედრია და გაჯანჯლებული მოლაპარაკებებისთვისაც წერტილი დაუსვიათ....

ჯასტინ ბიბერი VS ტომ კრუზი  ოქტაგონზე
ჩანაწერი

ჯასტინ ბიბერი VS ტომ კრუზი  ოქტაგონზე

არადა, შეთავაზება თავხედური იყო. კანადელმა მომღერალმა UFC-ის პრეზიდენტ დეინ უაიტს მიმართა, ტომ კრუზთან ბრძოლა გამიჩარხეო და დააყოლა: „ის ვერასოდეს გადახარშავს სირცხვილს, თუ ამ გამოწვევაზე უარს იტყვის“. უაიტმა ბიბერი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა, მაგრამ კულისებიდან ჰაბიბ ნურმაგომედოვის მიერ ნაცემი და ჩემპიონობადაკარგული კევინ მაკგრეგორი გამოხტა – მე ვიკისრებ ბრძოლის ორგანიზებასო. ბიბერი მიხვდა, რომ ჰაერში ცუდი სუნი (მისივე გამოისობით)...