ესპანური და ინგლისური მედია წერს, რომ „ჩელსის” ბელგიელი ვარსკვლავის ედენ აზარის „რეალში” გადასვლის ამბავი გადაწყვეტილია. ლაპარაკია გარიგებაზე, რომელიც 130 მილიონი ევრო ჯდება და რომელსაც საკუთრივ აზარის ხელფასად წელიწადში 23,4 მილიონი ევრო დაემატება. მაგრამ, ზინედინ ზიდანის გეგმას მარტო აზარის ყიდვა არ ჰყოფნის. „რეალის” ხარისხიანი რეკონსტრუქციისთვის მადრიდელებს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფრანგი ნახევარმცველის პოლ პოგბას გადაბირებაც სჭირდებათ. „თაიმის” თანახმად...
ბორჯღალოსნებმა საფრანგეთი დაასრულეს
გასული უქმეების შედეგებით, საქართველოს ნაკრების ყველა კანდიდატი შვებულებაში გავიდა და საფრანგეთის ჩემმპიონობისთვის ბრძოლას ორი ქართველიღა აგრძელებს: ვეტერანი დავით ზირაქაშვილი, ვინც სანაკრებო კარიერა 4 წლის წინ დაასრულა, და ახალგაზრდა ბექა კაკაბაძე, რომელიც მილთონ ჰეიგს ბორჯღალოსნებში არასდროს გამოუძახებია. ისე მოხდა, რომ ტოპ 14-ის პლეი-ოფის ნახევარფინალში ვერც გურამ გოგიჩაშვილის „რასინგი” გავიდა და ვერც ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის...
237 კილომეტრი საათში
„მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა, რომ ესპანეთის პოლიციის ოქმის თანახმად ცნობილი ფეხბურთელის ხოსე ანტონიო რეიესისა და მისი ორი ბიძაშვილის დაღუპვის მიზეზი გადაჭარბებული სისწრაფე და გახვრეტილი საბურავი გახლდათ. ბარსელონაში გამომავალი გაზეთი, რომელსაც პოლიციის მონაცემებთან აქვს წვდომა წერს, რომ რეიესის Mercedes Brabus S550 საათში 237 კილომეტრი საათში სისწრაფით მიქროდა. მძღოლმა მართვის კონტროლი საბურავში ნახვრეტის გამო დაკარგა, ავტომობილი გზიდან გადავიდა, მშენებლობის...
მეტი, ვიდრე ჩემპიონთა ლიგა
დასტვინა მსაჯმა დაშლა-არმოშლის და გადაირია ლივერპული. ასეთი ფანობა ბარე ორმა დაიტრაბახოს და ზეიმი მაშინაც არ ეზარებათ, ინგლისის თასის მერვედფინალში “კარლაილს” რომ უგებენ. საქმე სხვაშია: იურგენ კლოპმა და მისმა თავხედი ბიჭების ბანდამ მხოლოდ ჩემპიონთა ლიგა არ მოიგეს. ეს იყო კლასიკური გაკვეთილი იმისა, რატომ არ უნდა ჩამოუშვა ცხვირი. “ბარსელონას” გადაეყარე? მერე რა? 3:0 მოგიგო? მერე რა? სალაჰი...
„ბრივს“ ტოპ 14-ში 7 ქართველი აჰყვება
პრო დე2-ის გადამწყვეტ მატჩში დამარცხებულმა „ბრივმა“ ტოპ 14-ში აღზევებისთვის სხვა გზას დაადგა და ზედა ლიგის ბოლოსწინაადგილოსან „გრენობლს“ გადასასვლელ მატჩში დაუირისპირდა. ეს ახალი წესია, რომელიც საფრანგეთის რაგბის ფედერაციამ მიმდინარე სეზონიდან დანერგა. ბრივში გამართულ მატჩში მასპინძლებმა 28:22 იმარჯვეს და ერთწლიანი პაუზის შემდეგ ტოპ 14-ში დაბრუნდნენ, ხოლო გრენობლელები ასევე ერთი წლის შემდეგ დაუბრუნდებიან პრო დ2-ს. მატჩი მეტად დაძაბული...
ფერგი შეცბა, ესე იგი კლოპი მაგარია!
„ლივერპულის” ვარსკვლავყოფილმა ჯეიმი კარაგერმა გაიხსენა ის წუთი და წამი, როდესაც მიხვდა, რომ იურგენ კლოპი მერსისაიდელებს წარმატებას მოუტანდა. მართალია, საუბარი „ლივერპულს” ეხება, მაგრამ მომენტი, რომელიც კარაგერმა გაიხსენა „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულ თავკაც სერ ალექს ფერგიუსონთან არის დაკავშირებული. მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრიუმფის შემდეგ ჯეიმი კარაგერმა „ტელეგრაფთან” ინტერვიუში თქვა: „ზუსტად შემიძლია გავიხსენო მომენტი, როდესაც გულწრფელი...
გვიყვარხარ, ლორის!
„ლივერპულის” ყოფილმა მეკარემ ლორის კარიუსმა, რომელმაც შარშან, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ორი უხეში შეცდომა დაუშვა, ყოფილ თანაგუნდელებს ინტერნეტით გულწრფელი მილოცვა გაუგზავნა. შეგახსენებთ, რომ მერსისაიდელები 2018 წელსაც იყვნენ ფინალში, სადაც „რეალთან” წააგეს 1:3. გაშვებული გოლებიდან ორი კარიუსის ბრალი იყო. მწარე დამარცხების შემდეგ კარიუსი „ლივერპულმა” სტამბოლის „ბეშიქთაშში” გაუშვა, თავად კი „რომადან” ბრაზილიელი ალისონი შეიძინა. ალისონმა გაამართლა. შაბათს, 2019 წლის...
უთმო კაცსაც წითლად შეუღებეს თავი
„ლივერპულმა” ისტორიაში მეექვსედ მოიგო ჩემპიონთა ლიგა (თასი) და ზეიმიც დაიწყო! ეს ამბავი მადრიდის „ვანდა მეტროპოლიტანოზე” მოხდა, ფინალში „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” 2:0 გამარჯვების შემდეგ. გოლები გაიტანეს მოჰამედ სალაჰმა და დივოკ ორიჯიმ. მერსისაიდელთა მწვრთნელს იურგენ კლოპს სახეზე სიხარულთან ერთად შვებაც გამოეხატა. ეს იყო მისი პირველი ტროფი „წითლებთან” ერთად. და ეს იყო იმ სიმწარის გაბათილება, რომელიც ლივერპულელებმა ერთი წლის წინ...
ვინც არ უნდა შეგვხვედროდა, მოვუგებდით
ლეო მესიმ „კოპა ამერიკას” დაწყებამდე ორი კვირით ადრე თქვა, რომ ძალიან უნდა კარიერა დიდი სანაკრებო ჯილდოთი დამშვენებულმა დაასრულოს. არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას” ვარსკვლავმა იქვე დასძინა, რომ თამაშისთვის თავის დანებებას ჯერ არ აპირებს. „კარიერას იმ დღეს დავასრულებ, როდესაც ვიგრძნობ, რომ ბურთაობა სიამოვნებას აღარ მანიჭებს. ჯერჯერობით კი ვარჯიშიც მიხარია და თამაშიც. თავს ზუსტად ისე ვგრძნობ, როგორც ბავშვობაში”, —...
სარი და ქალბატონი
ბოლო ცნობა ასეთია: „ჩელსიმ” მაურიციო სარის „იუვენტუსში” გადასვლის ნება დართო. ამ ინფორმაციას ჯერ კიდევ სჭირდება ოფიციალური დადასტურება, მაგრამ ფაქტია, რომ სარის ტურინულ მისწრაფებებზე ევროლიგის ბაქოური ფინალის წინაც ლაპარაკობდნენ. „სპორტიტალიას” ტრანსფერების ექსპერტმა ალფრედო პედულამ დაწერა, რომ მწვრთნელის აგენტ ფალი რამადანის ამ დღეებში დასავლეთლონდონელთა კლუბის ხელმძღვანელობასთან ნაყოფიერი შეხვედრა ჰქონდა. „სქაი იტალია” თავის მხრივ ამატებს, რომ თავად სარიმაც...









