ოთხშაბათს, ერთა ლიგის ნახევარფინალში, პორტუგალიამ შვეიცარიას 3:1 მოუგო. პორტუგალიელთაგან სამივე გოლი კრიშტიანუ რონალდუმ გაიტანა. მათ შორის ერთ-ერთი ჯარიმიდან. ეს კრიშრტიანუს მე-7 ჰეთ-თრიქი გახლდათ პორტუგალიის ნაკრებში. პირველი მან 2013 წლის სექტემბერში შეასრულა ჩრდილოეთ ირლანდიის ნაკრების წინააღმდეგ. ხოლო ყველაზე ცნობილი შარშანდელ მსოფლიო ჩემპიონატზე ესპანელების წინააღმდეგ. პორტუგალიის ნაკრების ისტორიაში სულ 23 ჰეთ-თრიქი შესრულებულა. გამოდის, მათი 30 პროცენტი რონალდუს...
თხოვნაა იდიოტებივით არ მოიქცნენ
პორტუში, ადგილობრივ პოლიციასა და ინგლისის ნაკრების ფანებს შორის შეტაკება მოხდა. ორი ინგლისელი დაშავდა — ორივეს თავი აქვს დაზიანებული. აურზაური თავისუფლების მოედანზე, მეტროს სადგურ ალიადოსთან ატყდა. პორტუგალიაში უეფას ერთა ლიგის ფლეი ოფი მიმდინარეობს — პირველ ნახევარფინალში მასპინძლებმა შვეიცარიას 3:1 მოუგეს. დღეს გიმარაეშში ინგლისი ჰოლანდიას ხვდება. ინგლისელი ფანები ამბობენ, რომ კონფლიქტი პორტუგალიელი გულშემატკივრების წამოწყებულია, რომელთაც მათ ბოთლი ესროლეს....
… ქართული ფეხბურთისგან მადლობა მაინც ერგება
თურმე უკვე 90 წლის იყო… მთლად გლოვის დღეს არ გამოვაცხადებთ, მაგრამ ლენარტ იუჰანსონს ქართული ფეხბურთისგან ერთი პატარა მადლობა მაინც ერგება. შვედი ფუნქციონერი 1990-2007 წლებში ხელმძღვანელობდა უეფას და ჩვენი ფედერაციის გაწევრიანებას უეფაში სწორედ მისი ბეჭედი დაესვა. საქართველოშიც იყო სტუმრად და ქართული ფეხბურთის სახლის გახნა მოგვილოცა. მერე, როცა საზეიმო ბანკეტზე ქართულმა ანსანბლმა შვედური სიმღერა სამ ხმაში დაუგუგუნა,...
4 მილიონად გაშიშვლდა
დარენ როველი ბიზნესზე მწერალი ჟურნალისტია და სწორედ ამდენად შეაფასა კინსი ვოლანსკის საქციელი, რომელიც ჩემპიოთა ლიგის ფინალური მატჩისას მოედანზე ფაქტობრივად შიშველი შევარდა. საქმე იმაშია, რომ „ლივერპული“ – „ტოტენჰემი“ 300 მილიონმა ადამიანმა ნახა. კინსის სოცქსელის გვერდს ერთ დღეში 2 მილიონი ხელმომწერი შეემატა. შესაბამისად, მკვეთრად გაიზარდა მის გვერდზე რეკლამის განთავსების ღირებულება. ამ ისტორიაში ჩართული აღმოჩნდა გაამერიკელებული რუსი ინტერნეტბლოგერი...
დიადების ომი
როჯერ ფედერერს უფრო ახლო მეგობარი კორტზე კოლეგებს შორის არავინ ჰყავს, ვიდრე თანამემამულე სტას ვავრინკა. ისე მოხდა, რომ ისინი „როლან გაროსის“ მეოთხედფინალში ერთმანეთს გადაეყარნენ და ვავრინკამ ისევ დააწყვიტა ნერვები. როჯერმა 7:6, 4:6, 7:6, 6:4 მოიგო. მეოთხე სეტში თამაში თავსხმა წვიმის გამო შეჩერდა, მაგრამ ეს სულაც არაა მთავარი. ნახევარფინალში ფედერერი რაფა ნადალს დაეჯახება, რომელმაც, თავის მხრივ, კეი...
სერენას ბალაგანი
მთავარი თემა “როლან გაროსზე”: სერენა უილიამსმა ლამის ისტერიკა მოაწყო. სოფია კენინთან მარცხის შემდეგ სერენამ ჟურნალისტებისგან სასწრაფოდ თავის დაღწევა მოინდომა. არადა, პრეს-რუმები თავისუფალი არ აღმოჩნდა და მისი ისტერიკის გამო დომინიკ ტიმს პრესკონფერენციის სასწრაფოდ დასრულება მოსთხოვეს. დაასრულა კია, მაგრამ თქვენ მე ვიღაც თინეიჯერში ხომ არ გეშლებითო, მიაძახა ორგანიზატორებს. დომინიკ ტიმს რომ გამოაგდებ პრეს-რუმიდან, კაი დიდი უკანალი უნდა...
„ბეიბი ბლექსთან“ კარგი თამაში საკმარისი არაა
საქართველოს 20-წლამდე ასაკის მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში დაწყებულ მსოფლიო ჩემპიონატზე თავისი პირველი მატჩი, ტურნირის ვიცე-ჩემპიონ ახალ ზელანდიასთან მარცხით დაასრულა – 13:45. თუმცა, ილია მაისურაძის რაზმისთვის სასაყვედურო არაფერი უნდა გვქონდეს. სამწვრთნელო შტაბის გადაწყვეტილებით, „ბეიბი ბლექსის“ წინააღმდეგ სათამაშოდ ახალგაზრდა ბორჯღალოსნების ნახევრად სათადარიგო შემადგენლობა გავიდა და ამ ნომინალურმა მარქაფამაც სამხრეთელებს დიდი ბრძოლა გაუმართა. პირველი ტაიმი ზელანდიელებმა 19:6 მოიგეს და...
ადიოს, ხამეს!
კოლუმბიელი ვარსკვლავი, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, ინსტრაგრამზე 41 მილიონი გამომწერის მყოლი ხამეს როდრიგესი „ბაიერნიდან” ოფიციალურად წავიდა. „რეკორდმაისტერი” მისი „რეალისგან” გამოსყიდვის უპირატესობას არ გამოიყენებს. „ბაიერნის” აღმასრულებელმა შეფმა, ლეგენდარულმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განმარტა: „ხამესი ჩემთან მოვიდა და პირადად მთხოვა, მასთან თანამშრომლობა აღარ გაგვეგრძელებინა. ასეთ პირობებში მის გამოსყიდვას აზრი არ ჰქონდა. მას უნდა, რომ რეგულარულად ათამაშებდნენ, „ბაიერნში”...
რუსები ოლიმპიადის მიღმა?
ინგლისური “სანდი თაიმსი” ამბობს, რომ რუსებს ტოკიოს ოლიმპიადაზე საერთოდ არ დაუშვებენ. ბუნებრივია, სკანდალურ სტატიას შესაბამისი ფაქტობრივი გარემოებები სჭირდებოდა და ესენიც დაიდო: არის ასეთი სიმაღლეზე მხტომელი დანილა ლისენკო, რომელიც მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონის სახელს ატარებს. ჰოდა, დანილამ 2018 წელს ზედიზედ სამი დოპინგ-ტესტი გააცდინა. როცა ჰაერში სრულიად რუსული სპორტის დისკვალიფიკაიის სუნი დატრიალდა, ვირეშმაკული მეთოდებიც დაიწყო. დანილა ლისენკომ სპორტულ არბიტრაჟს...
ვითომ სწორად მოიქცა ფრენკი დე იონგი?
დიდი ჰოლანდიელი მწვრთნელი ლუის ვან გაალი არ გამორიცხავს, რომ ფრენკი დე იონგი შეცდა, როდესაც „ბარსელონაში” გადასვლა გადაწყვიტა. 22 წლის ნახევარმცველი „კამპ ნოუზე” „აიაქსიდან” 75 მილიონ ევროდ გადადის. „მანჩესტერ იუნაიტედის”, „ბაიერნის”, „ბარსელონას”, „აიაქსის” „ალკმაარისა” და ჰოლანდიის ნაკრების ყოფილი თავკაცის აზრით დე იონგის ასაკში გუნდის გამოცვლა ცოტა ნაადრევი იყო. „ვფიქრობ, მას „ბარსელონაში” გაუჭირდება, — უთხრა ვან გაალმა...









