ვინ არის ეშლი ბარტი? გოგონა არსაიდან, ვინაც ჩოგბურთს კრიკეტთან უღალატა, მერე დაბრუნდა, მაიამი და როლან გაროსი მოიგო და მსოფლიოს მეორე ჩოგანი გახდა… ახლა კი ცოტა ვრცლად: 2011 წელს სულ 14 წლის იყო, იუნიორებში „უიმბლდონი“ რომ მოიგო. 15 წლისას დებიუტი ჰქონდა პროფესიონალებში. 16 წლისამ წყვილებში სამი სლემფინალი ითამაშა. 17 წლისამ სეზონი ტოპ 50-ის მიდამოებში დაასრულა და…...
ფრანგი ქართველზე: რაც ვიცი, ყველაფერი დათომ მასწავლა
კვირას საფრანგეთის ქალაქ ბორდოში „კლერმონი“ ტოპ 14-ის ნახევარფინალურ მატჩში „ლიონს“ შეხვდება. სეზონის ფინიშია, გადამწყვეტი ბატალიების პერიოდია და სარაგბო სამყარო დიდი ყურადღებით აკვირდება მიმდინარე მოვლენებს. ფრანგულ რეგიონულ გამოცემაში La Montagne გამოქვეყნდა ინტერვიუ ლიონელთა მარცხენა ბურჯ რაფაელ შომთან, რომელსაც კარიერის თითქმის 10 სეზონი სწორედ „კლერმონში“ აქვს გატარებული, სახელოვანი ქართველი მორკინალის, დავით ზირაქაშვილის მხარდამხარ. ამ ინტერვიუში საფრანგეთის ნაკრების...
წარმოუდგენელი წარმოდგენა
NBA-თითქმის ახალი ჩემპიონი ჰყავს! „ტორონტომ“ შეუძლებელი შეძლო და „გოლდენ სტეიტს“ ფინალორ სერიაში მეორე გასვლითი მატჩიც აართვა – 105:92. კავაი ლენარდმა ფრთები გამოისხა და 36 ქულას 12 მოხსნაც დაუმატა, თუმცა ეს სულაც არ იყო მთავარი. რა დაემართა მასპინძლების სტეფ კარის? ზაზა ფაჩულიას ძმაკაცის თამაშში ნერვიულობა კი არა, რაღაც კონვულსიური მოძრაობები გაჩნდა. ალბათ ამადაც იყო, რომ 9...
საქართველო აფრიკასთან სხვაგან იყო
არგენტინაში მიმდინარე 20-წლამდელ მორაგბეთა მსოფლიო ჩემპიონატზე ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა ჯგუფის მეორე მატჩიც წააგეს. ამჯერად ილია მაისურაძის გუნდი თანატოლ სამხრეთაფრიკელებს დაეჯახა და უშანსოდაც დამარცხდა – 20:48. მართალია, 3 დღით ადრე ბეიბი ბლექსთან შეხვედრა ჩვენმა 20-წლამდელებმა უფრო დიდი სხვაობით დათმეს – 13:45, მაგრამ იმ მატჩში ქართველთა გარჯა თამაშს ჰგავდა და აკი შევაქეთ კიდეც, თუმც ახლა გუნდმა პირწმინდად წააგო...
12 წელი , 3 თვე და 34
გიბრალტარი ისეთი გუნდია, აუცილებლად უნდა მოუგო, მით უმეტეს საქართველოს დონის გუნდმა. სასურველია დიდი ანგარიშით. მართალია, არსებობს პოსტულატი – თამაში ყველამ ისწავლაო, მაგრამ, მაინც… ჩვენებს ამ ჯუჯა ქვეყნის გუნდი უკვე აქამდე ევრო 2016-ის შესარჩევში ორჯერ ჰყავდა დამარცხებული, ერთხელ სტუმრად 3:0 და შინ 4:0. ახლა 3:0 გამეორდა, მაგრამ რაღაც გაორმაგებული შთაბეჭდილება დაგვიტოვა. კარგია, რომ მიმდინარე შესარჩევში პირველი...
ჩემპიონი კედელს შეასკდა
ლუის ჰემილტონი უსწრაფესი მანქანის უმაგრესი პილოტია. წლეულს „ფორმულა 1“-ის 2 პოული და 4 რბოლა მოიგო. ამის ხარჯზე თანაგუნდელ ბოტასს ხომ 17 ქულას უგებს და „ფერარელ“ სებასტიან ფეტელთან კოსმოსური 45-ქულიანი ჰანდიკაპი აქვს. როგორც ჩანს, ამ უპირატესობამ „მერსედესის“ საჯინიბოს სეფე-პილოტი სერიოზულად მოადუნა. კანადის გრან-პრისთვის მზადების სესიებისას ლუისს მოსახვევში ბოლოდი გაექცა და ბეტონის კედელს შეასკდა… კარგია, რომ მხოლოდ...
ეს სულ ასე უბერავს!
პარიზი ჩემი სახლია – ამას ნიშნავდა რაფა ნადალის მოპყრობა როჯერ ფედერერის მიმართ. ვისთვის ვინაა უდიადესი, მაგრამ რაფამ როჯერი „როლან გაროსის“ ნახევარფინალში 6:3, 6:4, 6:2 დაჩოგნა და პირად შეხვედრებში ანგარიში 24:15 აიყვანა. თურმე, 2013 რომის თიხნარზე რომ მოუგო, რაფა როჯერს ზედიზედ ხუთჯერ გადაეყარა და ხუთჯერ წააგო. ესპანელმა ეს სერია პარიზში შეწყვიტა, მაგრამ ახლა მეორე სერია ელოდება:...
ჩემპიონი, ტყუილი, საჩუქარი…
ბოლო დღეებში დიდი ამბებია პროფესიული კრივის სამყაროში. 2 ივნისს, ნიუ იორკის „მედისონ სქუეარ გარდენში,“ მექსიკელმა ენდი რუის უმცროსმა, მეშვიდე რაუნდში დასცა თანამედროვეობის უძლეველი მძიმეწონოსანი, ენტონი ჯოშუა. ბრიტანელი ოთხჯერ ჩავარდა ნოკდაუნში. ფაშფაშა რუისმა კი მრავლისმნახველ ჩრდილოამერიკელ მაყურებელს უჩვენა როგორ უნდა კრივობა. ცხადია, ამ ამბავმა ექსპერტებიც შეაგულიანა. მაგალითად ჯოშუას მთავარმა მტერმა, დეონტეი უაილდერმა (WBC-ის ვერსიით ჩემპიონი მძიმე...
ინგლისელებს მოუგეს. ინგლისელები კინაღამ გაჭყლიტეს
ერთა ლიგის A ლიგის ფინალში პორტუგალიას ჰოლანდია შეხვდება. ჰოლანდიელებმა ნახევარფინალში ინგლისს მოუგეს 3:1. ძირითადი დრო 1:1 დამთავრდა. მესამე ადგილისთვის შვეიცარია და ინგლისი შეეჯიბრებიან ერთმანეთს. ორივე მატჩი კვირას, 9 ივნისს გაიმართება. და რასაკვირველია, კვლავ შარსა და გასაჭირში აღმოჩნდნენ ინგლისელი ფანები. ალბათ, იმიტომ, რომ ძალიან ბევრნი იყვნენ. ცოტანი რომ ყოფილიყვნენ, მათ პრობლემას არავინ მიაქცევდა ყურადღებას. პრობლემა კი...
საქართველოს ნაკრები იწყებს!
შაბათს, 8 ივნისს, თბილისის სპორტის სასახლეში იწყება ხელბურთის მსოფლიო ფედერაციის, IHF-ს ერთა ჩემპიონატი, რომელიც 16 ივნისამდე გასტანს. შეჯიბრებაში მონაწილეობს 12 გუნდი, რომლებიც ორ ჯგუფად არიან გაყოფილნი. A ჯგუფი: დიდი ბრიტანეთი, ჩინეთი, კუბა, კოლუმბია, აზერბაიჯანი, ინდოეთი; B ჯგუფი: აშშ, ირლანდია, ნიგერია, ბულგარეთი, საქართველო, მალტა; ჯგუფებში პირველ-მეორე ადგილებზე გასული გუნდები გავლენ ნახევარფინალებში. A ჯგუფის პირველი შეხვდება B ჯგუფის მეორეს და პირიქით....









