ჟურნალ „ფორბსის“ სპეციალიზაცია ხომ სხვისი ფულების თვლაა და ამჯერდ იმ სპორტსმენთა სია გვაახლეს, ვინც გასული წლის 1 ივნისიდან წლევანდელ 1 ივნისამდე ყველაზე მეტი იშოვა. სიას სათავეში სამი ფეხბურთელი უდგას, ათეული კი ასე გამოიყურება: 1. ლიონელ მესი – 127 მილიონი დოლარი 2. კრიშტიანუ რონალდუ – 109 მილიონი დოლარი 3. ნეიმარი – 105 4. საულ ალვარესი –...
რა დატოვა კრიშტიანუმ მანჩესტერში?
აგერ უკვე 10 წელია, რაც კრიშტიანუ რონალდუმ მანჩესტერის შვიდნომრიანი მაისურა გაიხადა და მადრიდული ოცნებისკენ მიმავალ გზას გაუყვა. წითელი ეშმაკების მაისურის ტარება საპასუხისმგებლო ამბავია. ამ ნომრით არაერთ ლეგენდას უთამაშია, ბოლო ათწლეულში კი ის დიდებულთან უკვე არაფერთან ასოცირდება. როცა რონალდუმ იუნაიტედის კარი გაიხურა, უკან 118 გოლი, ჩემპიონთა ლიგის თასი და ოქროს ბურთი მოიტოვა, სხვა ტიტულებზე და რეკორდებზე საუბრით...
მეომრებმა შანსი დაიტოვეს
მეტი რაღა შანსი უნდოდათ? „ტორონტოს“ სახლში უნდა მოეგო „გოლდენ სტეიტისთვის“ და ჩემპიონი იყო. ვერ გამოვიდა. სტუმრებმა ძალიან მძიმე, ფიზიკურ გამძლეობაზე თამაში შესთავაზეს – ვინ უფრო მაგარი „უორიორზიაო“. სტეფ კარიმ და კევინ დიურანტმა პირველ მეოთხედში 25 ქულა ჰქმნეს, მათი საყვარელი ზურგსუკანა პასებით, დაკარგვებით და გიჟობებით. მეორე მეოთხედში დურანტი ვეღარ გამოვიდა – ტრავმა მიიღო, არადა იქამდე სამიდან...
ატმაზკა
ამას, როგორც ქომაგი, ისე ვწერ. დანიასთან გოლების გამოცნობაზე იყო საქმე, თორემ ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო… მსაჯის და ერთი პენალტის ბრალი ყოფილა. მეშინია და არ მინდა, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მოხვედრის შანსი დაგვაკარგინოს. არადა, საქმე სწორედ იქით მიდის. არ შევეხები შემადგენლობას – მისი პრეროგატივაა. არ შევეხები ტაქტიკას – მისი პრეროგატივაა,...
ვაი…სი
თამაშის მერე, სანამ ვლადიმირ ვაისი პრესკონფერენციაზე მოვიდოდა, პენალტის ეპიზოდზე დიდი გარჩევა იყო… ცხადი გახლდათ, რომ ვაისიც შედეგის ახსნას, ამ პენალტით დაიწყებდა და ისე ყველაფერი აგიხდეთ… 1:5-ზე თავი როგორ უნდა იმართლო, მაგრამ ის პენალტი მსაჯის სინდისზე იყოსო – ასეთი იყო საქართველოს ნაკრების მწვრთნელის ნათქვამის აზრი. პენალტი, რომელსაც დანიელთა მეორე გოლი მოჰყვა, გამარჯვებულთა მწვრთნელმაც ახსენა, ოღონდ, რა...
ფერარის კანადა მოპარეს
დეტალები ბევრ დროს წაიღებს და მოკლედ ვთქვათ: „ფერარის“ საჯინიბოს ლიდერი სებასტიან ფეტელი კანადის გრან-პრის ფინიშზე პირველი მივიდა, მაგრამ გამარჯვებულად მაინც მერსედესელი ლუის ჰემილტონი გამოაცხადეს. საქმე ისაა, რომ ფეტელს 5-წამიანი ჯარიმა გამოუცხადეს – ტრასიდან გადასვლის შემდეგ დაბრუნებისას სახიფათო მანევრი გააკეთეო. ჯარიმა მაშინვე ცხადდება. ასე რომ, ჰემილტონს ისღა დარჩენოდა, ფეტელს „კუდზე დაჰკიდებოდა“ და 5 წამზე მეტით არ...
ზიდანი რეალს ჩაძირავს?
უმაგრესი ფეხბურთელი იყო. ყველა დროის საუკეთესო ხუთეულზე არ ვიდავოთ და ათეულში კი ყველა შეიყვანს… არც მწვრთნელობაშია ჯაბანი: სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება კითხვის ნიშნებს კი ხსნის, მაგრამ ზუსტად მანდ ჩნდება მაგრამები… ზიდანი „რეალში“ სუპერმწვრთნელის სტატუსით, სუპერხელფასით, ფლორენტინო პერესის სუპერთხოვნებით და სუპერუფლებების გარანტიით დაბრუნდა. მერე? იფრინა გუნდმა? ვინმე დააფრთხო? აპრილიდან მოყოლებული, გუნდმა ზიდანის ხელმძღვანელობით ოთხჯერ წააგო, სულ...
დარბაზში ქართველები მეტნი ვართ… მოედანზე?
გიბრალტარის დამარცხების შემდეგ საქართველოს ნაკრები კოპენჰაგენში გაემგზავრა, სადაც დღეს, ჩვენი დროით 22:45-ზე დანიის ნაკრებს დაუპირისპირდება. ნაკრები კოპენჰაგენში 9 ივნისს დილას გაემგზავდა და სასტუმრო მერიოტში დაბინავდა. საღამოს კი, შუა ევროპის დროით 8 საათზე ტელია არენაზე ერთსაათიანი ვარჯიში ჩაატარა. ვარჯიშამდე ნახევარი საათილზე მეტი ქართველი ჟურნალისტი დაესწრო. ვაისმა მეტოქე შეაქო და ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო გუნდადაც მოიხსენია, თუმცა ისიც...
რაფას დუჟინი
მეთორმეტე როლანგაროსული ფინალი და მეთორმეტე ტიტული! ბევრმა ისიც იფიქრა, რაფას გიჟური ფორმის და სტატისტიკის შემხედვარე ნოვაკ ჯოკოვიჩმა ფინალი განზრახ აირიდა თავიდანო. არის ამაში ლოგიკა… ნადალმა დასჯილი ბავშვივით არბენინა დომინიკ ტიმი – 6:3, 5:7, 6:1, 6:1. ნადალის გამჩერებელი პარიზში მაინც არავინ იყო და უპრინციპულეს მეტოქესთან შერცხვენას ეგებ ლომის ხახაში ტიმის ჩაგდება სჯობდა. ვინ არ მოუსრავს რაფას...
დაუვიწყარი დასასრული
აი, თქვენს წინაშეა რინგი, ადგილი, სადაც მოკრივენი ერთმანეთს ებრძვიან. სულ მალე, ჭერში დაკიდული ნათურები გაანათებს ცისფერ ფიცარნაგს და იქ მებრძოლები გამოჩნდებიან. კრივი დაიწყება და თქვენც სანახაობის მომსწრენი შეიქნებით. კრივი დიდად საინტერესო სანახაობაა, მისი ყოველი წამი იზიდავს თვალს, მაგრამ რა უყვარს ყველაზე მეტად კრივის ქომაგს? მას მოულოდნელი, დიდი დასასრული უყვარს. და რა არის ყველაზე თვალისმომჭრელი დასასრული...









