თვე: ივნისი 2019

Home 2019 ივნისი
კავაი!
ჩანაწერი

კავაი!

გოლდენ სტეიტმა ბრწყინვალება დაკარგა – სტივ კერის ბიჭების ჰეგემონია დაემხო. NBA-ს სუპერფინალური სერიის მეექვსე მატჩში, კავაი ლეონარდმა და ბიჭებმა ორაკლ არენაზე ერთხელაც, ამჯერად – 114:110 იმარჯვეს და ტორონტო ისტორიაში პირველად გააჩემპიონეს. კანადურმა კლუბმა წინა შეხვედრების მსგავსად, უპირატესობა გადამწყვეტ მატჩშიც დასაწყისიდანვე მოიპოვა და „მეომრებს“ უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცა. სტუმრების პირველი 11 ქულა სწორედ კავაიმ აიღო,...

ედენ აზარი ოფიციალურად „რეალის“ მოთამაშეა
ჩანაწერი

ედენ აზარი ოფიციალურად „რეალის“ მოთამაშეა

ედენ აზარი ოფიციალურად გახდა “რეალის” მოთამაშე. 28 წლის ბელგიელმა, რომელიც შემტევი ნახევარმცველის პოზიციაზე თამაშობს, სამეფო კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გააფორმა. აზარი „რეალში“ ლონდონის „ჩელსიდან“ გადავიდა, რომელთან ერთადაც ორჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი და ასევე ევროპა ლიგა. ესპანური მედიის ინფორმაციით, ტრანსფერის ღირებულებამ 100 მილიონი ევრო შეადგინა. ედენ აზარი: “ისეთ კლუბებში, როგორიც „რეალია“, ყოველთვის ბევრი ვარსკვლავია. მთელი გუნდი...

საქართველო ნახევარფინალში ბრიტანეთს ხვდება
ჩანაწერი

საქართველო ნახევარფინალში ბრიტანეთს ხვდება

თბილისის სპორტის სასახლეში ხელბურთის საერთაშორისო ფედერაციის (IHF)  ერთა ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა. 12 მონაწილე ორ ექვსგუნდიან ჯგუფად იყო გაყოფილი. B ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ხუთივე თამაში მოიგო და ნახევარფინალში გავიდა, სადაც A ჯგუფში მეორე ადგილზე გასულ დიდ ბრიტანეთს უნდა შეხვდეს. თამაში ხვალ, 15 ივნისს, შაბათს, 18 საათზე გაიმართება. დასწრება უფასოა. 20 საათზე კი გაიმართება მეორე ნახევარფინალური...

არ აპატიეს და მორჩა!
ჩანაწერი

არ აპატიეს და მორჩა!

გაისად ბელორუსის ნაკრებს უნდა დავეჭიდოთ ერთა ლიგის ფლეი ოფში. ჰოდა, ეს ჩვენი მეტოქე ახლა უმთავარმწვრთნელოდ დარჩა. რას ერჩოდნენ იგორ კრიუშენკოს? კაცმა მოსაგები მოიგო, წასაგები წააგო და გუნდი ერთა ლიგის ფლეი ოფამდეც კი მიიყვანა. როგორც იტყვიან, შინაურ მღვდელს შენდობა არ აქვს, თორემ ეგ რომ ვინმე სლოვენიელი ყოფილიყო, ზედმეტს ვინ აკადრებდა?! არა, პრესკონფერენცია დიპლომატიური ეტიკეტის სრული დაცვით...

კლოპს ნორვიჩი თუ გააჩემპიონებს
ჩანაწერი

კლოპს ნორვიჩი თუ გააჩემპიონებს

პრემიერლიგის ახალი სეზონის კალენდარი ცნობილია. ჩემპიონატს ვიცე-ჩემპიონ „ლივერპულის“ და პრემიერლიგაში დაბრუნებული „ნორვიჩის“ მატჩი გახსნის. საინტერესო სტატისტიკა: ბოლოს, როცა მერსისაიდელებმა ინგლისის ჩემპიონატი „ნორვიჩთან“ შეხვედრით დაიწყეს, ჩემპიონობაც იზეიმეს. 1976 წელს ბილ შენკლის „ლივერპულმა“ სეზონის პირველ მატჩში „ნორვიჩს“ 1:0 სძლია და… მაშინ „ლივერპული“ პირველი დივიზიონის გამარჯვებული მეათედ გახდა. უცნაური დამთხვევაა, იმ სეზონში შენკლის გუნდმა ჩემპიონატი 1 ქულით მოიგო,...

100 000 დოლარი ერთგულ ქომაგს
ჩანაწერი

100 000 დოლარი ერთგულ ქომაგს

ამერიკის ჰოკეის ნაციონალური ლიგის ფინალში „სენტ ლუის ბლუზმა“ მეშვიდე მატჩი 4:1 მოუგო „ბოსტონ ბრუინზს“ და პირველად დაეუფლა სტენლის თასს. აღმოჩნდა, რომ ამ მოგებამ კლუბის ერთგულ ქომაგს 100 ათასი დოლარი მოუტანა. სკოტ ბერი იანვარში ლას-ვეგასში ირთობდა თავს და იფიქრა, აქ წაგებას, სჯობს საყვარელ გუნდზე დავდო ფსონიო. იმ მომენტში „სენტ ლუისი“ დივიზიონში ბოლო ადგილზე იყო და მის...

ოქროზე ძვირი ლივერპული
ჩანაწერი

ოქროზე ძვირი ლივერპული

ლივერპულის ფეხბურთელისთვის ფული პრობლემა არ არის, თუმც ძვირფას საჩუქარზე უარს არც ისინი იტყვიან. ბრწყინვალე სეზონის და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, მერსისაიდელთა ხელმძღვანელებმა  მწვრთნელსა და ფეხბურთელებს მსუყე პრემიებთან ერთად, გვარიანი ძღვენიც მიართვეს – მათ უნიკალური დიზაინის სმარტფონები ჩამოურიგეს. ოქროს iphone X-ზე თითოეული ფეხბურთელის სახელი და გვარი და სათამაშო ნომერი წერია, უკანა მხარეს ჩემპიონთა ლიგის თასი ამშვენებს. შეგახსენებთ,...

პოგბას იარლიყი დააკრეს
ჩანაწერი

პოგბას იარლიყი დააკრეს

„მანჩესტერი“ მზადაა გაყიდოს პოლ პოგბა, თუკი მსურველი მასში 170 მილიონ ევროს გადაიხდის. უპირველესი მსურველი მადრიდის „რეალი“, ან უფრო სწორად ზინედინ ზიდანია. მან კლუბის ხელმძღვანელობას კრისტიან ერკსენის ტრანსფერი გადააფიქრებინა, ოღონდ კი პოგბა დაიმატოს. თავად ფეხბურთელმა თანხმობა თქვა სხვა მსურველზე – ტურინის „იუვენტუსზე“. რატომაც არა? სამი წლის წინ მანჩესტერში ხომ სწორედ ტურინიდან გადაბარგდა. მაშინ ტრანსფერის თანხამ 105...

როგორ დაიჩეჩქვა შოტლანდია
ჩანაწერი

როგორ დაიჩეჩქვა შოტლანდია

საქართველოს 20-წლამდელ მორაგბეთა ნაკრებმა არგენტინაში მიმდინარე მსოფლიოს ასაკობრივ ჩემპიონატზე ჯგუფის დასკვნით მატჩში შოტლანდიელებს 17:12 მოუგო და თავის ოთხეულში მე-3 ადგილზე გავიდა. ილია მაისურაძემ ექსპერიმენტული შემადგენლობა დააყენა: ღერძი – ალანია-აბჟანდაძე მარქაფაში დატოვა, ასევე რეზერვში იყვნენ უძლიერესი ბურჯები. მაგრამ თუკი ამ უკანასკნელების ნაცვლად მინდორზე მყოფებმა შოტლანდიელებს პერმანენტულად შავი დღე აყარეს, 9 და 10 ნომრებად მოთამაშე მარგალიტაძემ და...

ქალი ვიცი მოედანზე…
ჩანაწერი

ქალი ვიცი მოედანზე…

სად არის ქალის ადგილი, საჭესთან თუ სამზარეულოში? ვისთვის როგორ, თუმც ამერიკის ქალთა ნაკრებს მსოფლიო ფეხბურთის მწვერვალზე ადგილი დამსახურებულად კი უკავია. მაშინ, როცა მამაკაცები სპორტის ყველაზე პოპულარულ სახეობას „სოკერს“ ეძახიან, ხოლო MLS-ის მატჩებზე დასწრებას უმეტესად ბეისბოლის ან ამერიკული ფეხბურთის ცქერა ურჩევნიათ, ქალთა ნაკრები მონდიალის რეკორდსმენი ხდება. მსოფლიოს ჩემპიონმა და ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა საფრანგეთში მიმდინარე მონდიალი ბრწყინვალე...