ოქროზე ძვირი ლივერპული

Home აქეთურ-იქითური ოქროზე ძვირი ლივერპული
ოქროზე ძვირი ლივერპული
ბრწყინვალე სეზონის და ჩემპიონთა ლიგის მოგებისთვის, მერსისაიდელთა ხელმძღვანელებმა  მწვრთნელსა და ფეხბურთელებს მსუყე პრემიებთან ერთად, გვარიანი ძღვენიც მიართვეს – მათ უნიკალური დიზაინის სმარტფონები ჩამოურიგეს.
ოქროს iphone X-ზე თითოეული ფეხბურთელის სახელი და გვარი და სათამაშო ნომერი წერია, უკანა მხარეს ჩემპიონთა ლიგის თასი ამშვენებს.
შეგახსენებთ, ლივერპულმა ჩემპიონთა ლიგა ისტორიაში მეექვსედ მადრიდში, ვანდა მეტროპოლიტანოზე ტოტენჰემის დამარცხებით მოიგო.

ავტორის პროფილი

გიორგი ვაშაკიძე
გიორგი ვაშაკიძე იტალიაში რომ დაბადებულიყო,უთუოდ კოვერჩანოს სიახლოვეს იცხოვრებდა. იტალიური ფეხბურთის და ქართული ფიალის სწორუპოვარი მოტრფიალე. ყოველთვის მოუთმენლად ელის ხელფასს, "მილანის" დაბრუნებას და ქართული ფეხბურთის აყვავებას.