„მუნდო დეპორტივომ” გამოაქვეყნა, რომ ესპანეთის პოლიციის ოქმის თანახმად ცნობილი ფეხბურთელის ხოსე ანტონიო რეიესისა და მისი ორი ბიძაშვილის დაღუპვის მიზეზი გადაჭარბებული სისწრაფე და გახვრეტილი საბურავი გახლდათ.
ბარსელონაში გამომავალი გაზეთი, რომელსაც პოლიციის მონაცემებთან აქვს წვდომა წერს, რომ რეიესის Mercedes Brabus S550 საათში 237 კილომეტრი საათში სისწრაფით მიქროდა. მძღოლმა მართვის კონტროლი საბურავში ნახვრეტის გამო დაკარგა, ავტომობილი გზიდან გადავიდა, მშენებლობის ბლოკებს შეასკდა, გადაყირავდა და ცეცხლი მოედო.
კვირას, სევილიის „რამონ სანჩეს პისხუანის” სახელობის სტადიონზე რეიესთან გამოსათხოვებლად მისი ყოფილი თანაგუნდელები მრავლად იყვნენ.

ავტორის პროფილი
- ლუკა თალაკვაძე ნამდვილი სარბიელელია. ყველას შემწე, გვერდში მდგომი, ალალი და უსაყვედურო. ჟურნალისტის პროფესიის ქიციც იცის და ქიცმაცურიც.
უახლესი პოსტები
სიახლეები12/10/2026 | 00:12საქართველო მსოფლიოში მესამეა
სარბიელი04/10/2026 | 19:45სარდალას მესამე…
სიახლეები24/09/2026 | 17:17სანიოლი – გვაქვს ამბიცია, რომ თამაშები მოვიგოთ და ჯგუფში გავიმარჯვოთ
სიახლეები20/09/2026 | 23:04მიქაუტაძემ ესპანეთში გაიტანა [VIDEO]
