ჯასტინ ბიბერი VS ტომ კრუზი  ოქტაგონზე

Home აქეთურ-იქითური ჯასტინ ბიბერი VS ტომ კრუზი  ოქტაგონზე
ჯასტინ ბიბერი VS ტომ კრუზი  ოქტაგონზე
არადა, შეთავაზება თავხედური იყო. კანადელმა მომღერალმა UFC-ის პრეზიდენტ დეინ უაიტს მიმართა, ტომ კრუზთან ბრძოლა გამიჩარხეო და დააყოლა: „ის ვერასოდეს გადახარშავს სირცხვილს, თუ ამ გამოწვევაზე უარს იტყვის“. უაიტმა ბიბერი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა, მაგრამ კულისებიდან ჰაბიბ ნურმაგომედოვის მიერ ნაცემი და ჩემპიონობადაკარგული კევინ მაკგრეგორი გამოხტა – მე ვიკისრებ ბრძოლის ორგანიზებასო.
ბიბერი მიხვდა, რომ ჰაერში ცუდი სუნი (მისივე გამოისობით) დატრიალდა და უკან დაიხია: „ეს მხოლოდ ხუმრობა იყო. დარწმუნებული ვარ, ტომ კრუზი გემრიელად გამლახავდა. მასში მამობრივი ძალა იგრძნობა“.

ავტორის პროფილი

ირაკლი ნინიძე
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...