ჟურნალი „ფორბსი“ ყოველწლიურად ასახელებს ყველაზე მაღალშემოსავლიანი სპორტსმენების ათეულს. ამჯერად ჟურნალმა გასული ათწლეულის ათეული დაასახელა. პირველ საფეხურზე მოკრივე ფლოიდ მეივეზერია, რომელმაც 2009-2019 წლებში 915 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მხოლოდ მენი პაკიაოსა და კონორ მაკგრეგორის წინააღმდეგ გამართულ 22 რაუნდში ფლოიდს ჰონორარის და ტრანსლაციებიდან ბონუსების სახით 575 მილიონი ერგო. ის შემოსავალს ძირითადად ამ ორი წყაროდან იღებს და არა სპონსორებისგან...
ჭდე: მაკგრეგორი
ჰაბიბმა კონორი ციხეში გაუშვა
ამბავი, რომელიც კონორ მაკგრეგორმა ერთერთ ბარში მოხუც ადამიანს დააწია, მსოფლიოს ელვის სისწრაფით მოედო და სპორტსმენისა და ზოგადად საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია. შეგახსენებთ, ირლანდიელმა მოჩხუბარმა, ამჯერად მუშტების ქნევა, რინგის მაგივრად საზოგადოების თავშეყრის ადგილზე, იქ სადაც ადამიანები ერთობიან და განტვირთვისთვის იკრიბებიან გადაწყვიტა. მაკგრეგორმა, ხანშიშესულ მამაკაცს მხოლოდ იმის გამო დაარტყა, რომ მან ვისკის დალევაზე უარი უთხრა. ირლანდიელი სპორტსმენის უღირს...
იჩხუბე, მიიღე…
კრივში მსოფლიოს ჩემპიონი მაიკ ტაისონი თანამედროვეობის ორი გამორჩეული მებრძოლის კონორ მაკგრეგორისა და ხაბიბ ნურმაგომედოვის შესახებ საუბრობს. „ვფიქრობ, მაკგრეგორი საკუთარი თავის რეკლამირების უბადლო გენიოსია. ნურმაგომედოვმა ის ერთხელ უკვე დაამარცხა, თუმცა ხალხს მათი ბრძოლის ხილვა ისევ სურს. გულშემატკივრები ნებისმიერი თანხის გადახდას ყაბულს არიან, ოღონდ რუსი და ირლანდიელი სპორტსმენების ბრძოლა ნახონ. გგონიათ კონორი ამ შემთხვევაში მაინც მოიგებს?! არა,...
ჯასტინ ბიბერი VS ტომ კრუზი ოქტაგონზე
არადა, შეთავაზება თავხედური იყო. კანადელმა მომღერალმა UFC-ის პრეზიდენტ დეინ უაიტს მიმართა, ტომ კრუზთან ბრძოლა გამიჩარხეო და დააყოლა: „ის ვერასოდეს გადახარშავს სირცხვილს, თუ ამ გამოწვევაზე უარს იტყვის“. უაიტმა ბიბერი პასუხის ღირსადაც არ ჩათვალა, მაგრამ კულისებიდან ჰაბიბ ნურმაგომედოვის მიერ ნაცემი და ჩემპიონობადაკარგული კევინ მაკგრეგორი გამოხტა – მე ვიკისრებ ბრძოლის ორგანიზებასო. ბიბერი მიხვდა, რომ ჰაერში ცუდი სუნი (მისივე გამოისობით)...



