ისევ „შერიფი“ და ისევ საქართველოს ჩემპიონი. „საბურთალო“ ეროვნული ლიგის გამარჯვებულის სტატუსით ევროსარბიელზე გამოსვლას ტირასპოლურ კლუბთან დაპირისპირებით დაიწყებს. თბილისური გუნდის მეტოქე ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში გამართულ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრაზე გაირკვა. ქართული გუნდის სავარაუდო მეტოქეთა შორის უფრო ძლიერი გუნდებიც არიან, ისეთები, როგორიც სელტიკი, ყარაბახი, ცრვენა ზვეზდა, რუსენბურგი და სხვანი იყვნენ, თუმცა კალათიდან საბურთალოს გასწვრივ მოლდოვური კლუბის...
ნეტავ სად მიდის გრიზ-MONEY?
ინგლისში კმაყოფილებით წერენ, რომ ანტუან გრიზმანი ჯერ კიდევ შეიძლება გახდეს „მანჩესტერ იუნაიტედის” ფეხბურთელი, რადგან „ბარსელონამ” კატეგორიულად განაცხადა, რომ ფრანგთან არაფერზე შეთანხმებულა. რაც სატრანსფერო ბაზრის კარი გაიღო, „ბარსა” 28 წლის მსოფლიოს ჩემპიონის მყიდველთა რიგში პირველი იდგა, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას საშველი აღარ დააყენა და „მანჩესტერ იუნაიტედმაც” გადაწყვიტა თავისი ცადოს. გეხსომებათ, გრიზმანმა მაისში განაცხადა, რომ „ატლეტიკოდან” მიდის....
მიშელ პლატინი დააკავეს
ფეხბურთის ლეგენდა უეფას ყოფილი პრეზიდენტი მიშელ პლატინი 18 ივნისის დილით დააკავეს და პოლიციის ანტიკორუფციულ განყოფილებაში გადაიყვანეს. საქმე ეხება მსოფლიოს 2022 წლის საფეხბურთო ჩემპიონატის მასპინძლად ყატარის არჩევას… დადასტურებულია, რომ გადაწყვეტილების მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე პლატინი ყატარის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლებს შვეიცარიაში შეხვდა. ამბობენ, რომ ეს შეხვედრა საფრანგეთის მაშინდელი პრეზიდენტის – ნიკოლა სარკოზის თხოვნით შედგა. ასევე შეგახსენებთ, რომ...
მფრინავი ფიჯელები როსარიოშო დავამიწეთ
მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მე-4 სათამაშო დღე დაძაბულობითა და დრამატიზმით აშკარად გამორჩეული გამოვიდა. ყველაფერი იმით დაიწყო, რომ როსარიოში მატჩების მიმდინარეობისას ისეთი ავდარი იყო, რომ არბიტრებმა უსაფრთხიების მიზნით ორივე სასტარტო მატჩი შეწყვიტეს და მხოლოდ მაშინ განაახლეს, როცა მეტეოროლოგებმა მეხის დაცემის საფრთხე გადასულად გამოაცხადეს. შეწყვეტილ-გაგრძელებულ მატჩებში კი მეტად საინტერესო შედეგები დაფიქსირდა. ისედაც მოულოდნელობა იყო, რომ ახალი ზელანდია საჩემპიონო...
დანია ჰამლეტიდან თელია პარკენამდე
დანია – საქართველოს მატჩის შემდეგ ვლადიმირ ვაისმა „თელია პარკენის“ საპრესკონფერენციო დარბაზში თქვა, სად დანია და შვეიცარია და სად საქართველოო. ცოტა სხვა სიტყვებით თქვა, მაგრამ აზრი ეს იყო. კაცმა რომ თქვას, ტყუილი არც უთქვამს. მაინც სად არის დანია? ამის ახსნას საკუთარი მოკლე შთაბეჭდილებების მოყოლით შევეცდები. 📌 📌 📌 🇩🇰 დანია საპყრობილეა – ათქმევინა უილიამ შექსპირმა პრინც...
უფსკრულიდან ფავორიტობამდე
ასეთი რამ NBA – ში ბოლოს 2012 წელს მოხდა, როცა მნიშვნელოვანი გაცვლითი ოპერაციების შემდეგ „ლეიკერსმა“ სუპერვარსკვლავი დაიმატა. მაშინ ისტორია წარუმატებლად დასრულდა: დუაიტ ჰოვარდმა ერთი წლის თავზე თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა ანგელოზთა ქალაქი. მის გრძელვადიან გეგმებში „ლეიკერსი“ არ შედიოდა. ენტონი დევისი სულ სხვა ისტორიაა. ნიუ-ორლეანელთა ლიდერი ლიგის საუკეთესო ათეულში შედის და ექვსი ოლ სტარი მოიტოვა ზურგს...
ჩემი მეგობარი კედელი
ექვსჯერ ესპანეთის ჩემპიონატი მოიგო, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, არც სხვა ტიტულები და ჯილდოები აკლია და, რაც ყველაზე მთავარია – „რეალის“ ქომაგების ლეგენდა, კერპი გახდა. მადრიდულ კლუბში 7 ნომრით კრიშტიანუ რონალდუმაც იფრინა, მაგრამ ესპანელი გულშემატკივრებისთვის რაულ გონსალეს ბლანკო მაინც განსაკუთრებულ ფეხბურთელად რჩება. საფეხბურთო კარიერის დასრულებიდან 4 წელი გავიდა, დღეს ის „სამეფო კლუბის“ აკადემიის მწვრთნელია და აქამდე განვლილი...
ნახევარი საბურთალომ მოიგო
მეორე წრეც დასრულდა ისევე, როგორც პირველ შემთხვევაში, „საბურთალომ“ ამჯერადაც პირველ ადგილზე დაამთავრა წრე. საბურთალოელებმა „სიონს“ 2:1 მოუგეს. ბათუმის „დინამომ“ კი 88-ე წუთზე გაუშვა ერთადერთი გოლი ლოკომოტიველი ირაკლი სიხარულიძისგან. ამისდაკვალად, ორტურიანი ლიდერობა თბილისელებს გადაულოცა. ბათუმელებმა მიჯრით ოთხი მოგების შემდეგ წააგეს. სხვათა შორის, „ლოკომოტივი,“ რომელმაც ძალიან ცუდად დაიწყო სეზონი (ზედიზედ 5 წაგება სტარტზე), ბოლო დროს მოყოჩაღდა, ექვსმატჩიანი...
საქართველო ჩემპიონია!
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები, თბილისის სპორტის სასახლეში, თავისი გულშემატკივრის წინაშე, IHF-ს ერთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა. სხვა სიტყვებით, სამი ვეტერანით დაბალანსებულმა ქართველ ხელბურთელთა ახალმა თაობამ მოიგო მსოფლიო მასშტაბის 12 გუნდიანი ტურნირი, რაც ქართველთა შორის თავის დროზე ძალიან პოპულარულ სახეობაში კარგა ხანია არ მომხდარა. ტურნირის წინ ბიჭებმა დათქვეს, რომ გულშემატკივრის გასახარებლად თავს არ დაზოგავდნენ, ხოლო ის ხალხი, ვინც 8-დან...
მესი მიდის?
ძალიან რთულია ასახსნელად, რა სჭირს არგენტინის ნაკრებს, რომელსაც ჰყავს მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი და სრულიად ვარსკვლავური შემადგენლობა. ამჯერად მესი და კომპანია კოლუმბიელებისგან იძლია. როხერ მარტინესმა და დუვან საპატამ გაუტანეს არგენტინას, არადა ორივე შეცვლაზე იყო შესული. მესიმ საკუთარი გუნდის გამართლება სცადა, თამაშს ვაკონტროლებდით, მაგრამ იღბალი მეტოქის მხარეს იყოო. ამასობაში ტოტალიზატორები ფსონებს იღებენ, გააკეთებს თუ არა მესი განცხადებას...








