21 ივნისს მინსკში, ბელარუსის ფეხბურთის ფედერაციაში ცნობილი ქართველი კინორეჟისორის, საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატის გოგი თორაძის ფილმის “ფეხბურთის პროფესორის” ჩვენება გაიმართება, რომელიც ეძღვნება ლეგენდარულ ფეხბურთელს ალექსანდრე ჩივაძეს. ფილმში უნიკალურ საარქივო ფოტო და კინომასალაზე დაყრდნობით, გადმოცემულია ჩივაძის კარიერა და ცხოვრება. მის შესახებ აზრს გამოთქვამენ ფეხბურთის ლეგენდები – მურთაზ ხურცილავა, ფრანც ბეკენბაუერი, ბობი ჩარლტონი, კარლოს ალბერტო, კარლ-ჰაინც რუმენიგე და...
დავაქორწინეთ, მაშ!
„არსენალის” ყოფილმა მოთამაშემ სანტი კასორლამ სერხიო რამოსის ქორწილის შესახებ სახალისოდ ილაპარაკა. გასულ უქმეებზე „რეალის” კაპიტნმა ცოლი მოიყვანა. კასორლა, მოგეხსენებათ, „ვილიარეალის” ფეხბურთელია. ის შაბათს, სევილიაში, რამოსისა და მისი ოდინდელი თანამეცხედრის პილარ რუბიოს ურთიერთობათა ოფიციალურ გაფორმებას დაესწრო. რამოსსა და რუბიოს სამი ვაჟი ჰყავთ, თუმცა აქამდე ცოლ-ქმარი არ იყვნენ. რამოსთა ქორწილში, ცხადია, ბევრი ფეხბურთელი იყო დაპატიჟებული. მათ შორის გახლდათ...
ნეიმარი უარით მიაბრძანეს
საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციამ ნეიმარის საჩივარი არ დააკმაყოფილა. „რენთან“ წაგებულ თასის ფინალში პსჟ-ს თავდამსხმელმა გულშემატკივრის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო სამმატჩიანი დისკვალიფიკაცია მიიღო. ბრაზილიელმა ორი შეხვედრა უკვე გამოტოვა, მესამე კი ისევ „რენთან“ დაპირისპირება იქნება, ამჯერად სუპერთასზე. ფინალის შემდეგ ნეიმარი ერთერთმა ქომაგმა გააჩერა და მასთან გასაუბრება სცადა, თუმც 27 წლის ფეხბურთელისგან სახეში სილა მიიღო. ეს ბრაზილიელი ფორვარდის დასჯის პირველი...
სად მიდის ლუკაკუ და ვინ არის ბრუკსი
„სანი” ექსკლუზიურად წერს, რომ ბელგიელმა ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ „ინტერთან” საერთო ენა გამონახა — ის „მანჩესტერ იუნაიტედიდან” „სან სიროზე” გადავა და კვირაში 180 000 გირვანქის შესაბამის ევროებს მიიღებს. რამდენადაც ცნობილია, სატრანსფერო თანხა 75 მილიონ გირვანქას უდრის. კიდევ, ინგლისურმა გამოცემამ გაავრცელა ცნობა, რომ „იუნაიტედის” თავკაც ოლე გუნარ სულშერს „ბორნმუთიდან” გამთამაშებლის დევიდ ბრუკსის ყიდვა უნდა. ამ შემთხვევაში სატრანსფერო თანხა...
კლოზეს ქალმა აჯობა
აქამდე მსოფლიოს ჩემპიონატების ფინალურ ეტაპებზე გატანილი გოლებით გერმანელი მიროსლავ კლოზე ლიდერობდა. აყლაყუდა ფორვარდს 16-ჯერ ჰქონდა დალაშქრული მეტოქეთა კარი. კლოზე უკვე მეორეა. ბრაზილიელმა მარტამ ქალთა მონდიალზე იტალიას ერთადერთი გოლი პენალტიდან გაუტანა და ეს მისი მე-17 გოლი იყო ფინალურ ეტაპებზე. საპატიო სიაში მესამე ადგილს ბრაზილიელი რონალდო იკავებს. „კიჭას“ 15 გოლი აქვს გატანილი ფინალურ ეტაპებზე. მარტას შედეგმა არ...
წაგებაც ღირსეული
„გოლდენ სტეიტმა“ NBA- ის ფინალურ სერიაში ჩემპიონობა „ტორონტო რეპტორსს“ დაუთმო და ორი ლიდერიც კარგა ხნით დაკარგა ტრავმების გამო. მარცხი მწარე იყო, მაგრამ ყოფილ ჩემპიონებს ეყოთ დიდსულოვნება და გამარჯვებულებს კრეატიულად მიულოცეს. „გოლდენ სტეიტმა“ გამოისყიდა Toronto Star-ის პირველი გვერდი და იქ განცხადება განათავსა: „გოლდენ სტეიტი“ ულოცავს „ტორონტო რეპტორსს“ ისტორიულ წარმატებას და ჩემპიონის ტიტულის ტორონტოში ჩამოტანას“. ასეა, ჩემპიონებმა...
ნეიმარს ბრაზილია დაუყადაღეს
ბრაზილიურმა სასამართლომ ყადაღა დაადო უძრავი ქონების 36 ობიექტს, რომელიც ნეიმარს ეკუთვნის. ფეხბურთელს ბრალად გადასახადებისთვის თავის არიდება ედება და სასამართლო მას 15,6 მილიონ ევროს ედავება. პსჟ-ის და ბრაზილიის ნაკრების ლიდერის ადვოკატები ჯარიმის 2,6 მილიონ ევრომდე დაყვანას ითხოვენ, თუმცა სავარაუდოდ, არაფერი გამოუვათ. საქმე იმაშია, რომ ნეიმარი, ფაქტობრივად, რეციდივისტია: 2013 წელს „ბარსელონაში“ გადასვლისას მან ასევე დამალა შემოსავალი და...
რობენი და ბუცები
„შპორტ ბილდი” წერს, რომ ჯერ ცნობილი არ არის, სად მოირგებს მომავალ სეზონში თავის ბუცებს არიენ რობენი. ის კი არა, გამოცემის აზრით, ჯერაც საკითხავია საერთოდ მოირგებს კი რობენი ბუცებს თუ კედელზე ჩამოკიდებს. ჰოლანდიელი, რომელმაც კარიერის ბოლო ათი წელიწადი „ბაიერნში” გაატარა, მეუღლე ბერნადინთან ერთად შვებულებიდან ბავარიაში დაბრუნდა. რატომ ბავარიაში? იმიტომ, რომ ოჯახი აქ ცხოვრობს, შვილები სკოლაში დადიან… „შპორტ...
კაი და სანჩო
ჟურნალისტები და სპეციალისტები წინა სეზონის რჩეულთა გამოვლენას შეუდგნენ. მათ Golden Boy-ს, იგივე „ოქროს ბიჭუნას“ პრიზის ახალი მფლობელი უნდა გამოავლინონ. ვიდრე უშუალოდ პრიზისთვის ბრძოლაში ფავორიტებს წარმოგიდგენდეთ, ორიოდ სიტყვით თავად დაჯილდოების შესახებ გიამბობთ. სპორტული მედიის 40 წარმომადგენელი ყოველი წლის ბოლოს, ევროპაში მოთამაშე საუკეთესო 21-წლამდე ფეხბურთელთა ასეულს ადგენს და გამარჯვებულს აჯილდოებს. პირველად დაჯილდოების ცერემონიალი 2003 წელს ჩატარდა და...
მამა აბრამის მწვრთნელები
მაურიციო სარიმ ევროლიგა მოიგო და… ის „ჩელსის” მწვრთნელობიდან გადააყენეს, — წერს BBC, ოღონდ დასძენს, რომ ამაში გასაკვირი არაფერია. მწვრთნელებს დასავლეთლონდონელთა სათავეში ცოტა ხნით აჩერებენ. რაც რომან აბრამოვიჩმა ეს კლუბი შეიძინა (ანუ ბოლო 16 წელიწადში), „ჩელსიმ” 12 მწვრთნელი გამოცვალა, ოღონდ 16 ტროფიც მოიგო. რამდენ ხანს ჩერდებოდნენ თანამდებობაზე სარის წინამორბედები? ანდა, სად უფრო დიდხანს ენდობოდნენ მწვრთნელებს, „ჩელსიში”...









