შაბათს, ელიგაში მესამე წრე დაიწყო. მე-19 ტურის სამი მატჩი გაიმართა, მათ შორის ლიდერთა – „მიხეილ მესხზე,“ „საბურთალომ“ ბათუმის „დინამოს“ უმასპინძლა და უგოლოდ დაშორდა. შეხვედრისგან ცოტა მეტს კი ველოდით. ასეა თუ ისე, „საბურთალო“ 39 ქულით კვლავ ლიდერია. ზღვისპირელები მათ ერთი პუნქტით ჩამორჩებიან. დღის გმირი ქუთაისის „ტორპედო“ გახდა. ქუთაისელებმა „სიონს“ 7 უპასუხო ბურთი გაუტანეს. საინტერესოა, რომ ქუთათურთა...
იტალიამ გაგვისწრო, ელიტამ – ვერა
ახალგაზრდა ბორჯღალოსნებმა არგენტინაში გამართული 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი მე-10 ადგილზე დაასრულეს. ილია მაისურაძის გუნდმა მე-9-მე-12 ადგილებისთვის პლეი-ოფის გადამწყვეტ მატჩში იტალიელ თანატოლებთან 17:29 დამარცხდა, არადა მეორე ტაიმში იყო დროის ისეთი 6-წუთიანი მონაკვეთი, როცა ქართველები 17:7 იგებდნენ. პირველი ტაიმი იტალიელებმა 7:0 მოიგეს. თამაში მათი უპირატესობით დაიწყო და მე-11 წუთზე მომავალი მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელთა ლელოც გავიდა. ტაიმის ბოლოს რეფერიმ,...
საქართველომ მინსკში ათიანი მიიღო
ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო დღე გამოვიდა… არა, მინსკში მიმდინარე ევროპული თამაშები მასშტაბურობით დიდ ოლიმპიადას ვერ გაუტოლდება, თუმცა ერთ დღეს მოპოვებული 10 მედალი მაინც შთამბეჭდავი შედეგია. ცეცხლის ანთებიდან მეორე დღესვე საქმეში ქართველი სპორტსმენები ჩაერთვნენ. სამიზნე ჯერ ნინო სალუქვაძემ და მისმა ვაჟმა მოსინჯეს, მერე კი ხალიჩაზე ტანმოვარჯიშე სალომე ფაჟავა გამოვიდა. მათ სროლასა და ტანვარჯიში საპრიზო ადგილები...
ბარსელონას გაძარცვას უპირებდნენ
„ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი „აიაქსიდან” მატეის დე ლიხტის შეძენა იყო და თავად ჰოლანდიელ მცველსაც კატალონიის დედაქალაქზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონმა პროცესი შეაჩერა. მიზეზი: დე ლიხტში არაადექვატური ფულის გადახდა უწევს. როგორც ესპანური პრესა წერს, ახლა „აიაქსის” კაპიტანთან „იუვენტუსი” და „პარი სენ ჟერმენი” აწარმოებენ მოლაპარაკებებს. დავუბრუნდეთ თანხებს: როდესაც „ბარსამ” დათვალა და აღმოაჩინა, რომ...
ბიჭებმა წავიდესო, ვუდვორდმა დარჩესო
პოლ პოგბას თანაგუნდელებს სწამთ, რომ თუ ფრანგი „ოლდ ტრეფორდიდან” წავა, ეს „მანჩესტერ იუნაიტედისთვის” კარგი იქნება. ცნობილია, რომ ერთი ხნის წინ თავად ნახევარმცველმაც თქვა, კარიერაში სიახლე მჭირდებაო. მსოფლიოს ჩემპიონით „რეალი” და „იუვენტუსი” იყვნენ დაინტერესებული. ამასობაში „იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს პოგბას მანჩესტერში დარჩენა სურს. კლუბს მასში 89 მილიონი გირვანქა აქვს გადახდილი, მაგრამ ფულში არ არის საქმე....
მგონი, გამოკრა კარგ ხელფასს ხელი
„მანჩესტერ იუნაიტედმა” მეკარე დავიდ დე ხეასთან მოლაპარაკებები განაახლა. „ოლდ ტრეფორდზე” სწამთ, რომ მასთან ახალ, ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებენ. აგერ უკვე ერთი წელიწადია კლუბი ესპანელს კვირაში 300 000 გირვანქას სთავაზობს, ის კი ჭირვეულობს, 350 000 მინდაო. და როგორც ჩანს, „იუნაიტედმა” სახსრები გამონახა. თუ გავითვალისწინებთ, რომ დე ხეას ხელფასი ჯერჯერობით კვირაში 200 000 გირვანქაა, გოლკიპერს შემოსავლის სერიოზული მატება ელის, მაგრამ...
ბიჭები ჩელსიში ბრუნდებიან
გადაწყდა: პეტრ ჩეხი „ჩელსის” მრჩეველი იქნება, როგორც ტექნიკურ, ასევე ფეხბურთის საკითხებში. მოგეხსენებათ, „ლურჯების” ყოფილი ვარსკვლავი ბოლო წლებში „არსენალის” კარს იცავდა, ამ ზაფხულის პირს კი თამაშს თავი დაანება. სხვათა შორის, როგორც კი ჩეხმა კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა, მყისვე დაირხა ხმა, რომ ის ამა თუ იმ თანამდებობაზე აუცილებლად დაბრუნდება „ჩელსიში”. ჩეხი „სტემფორდ ბრიჯზე” 2004-2015 წლებში თამაშობდა, რის მერეც...
მეექვსე მეთვრამეტედ
ვლადიმერ სტეფანია, ნიკა ცქიტიშვილი, ვიქტორ სანიკიძე, თორნიკე შენგელია, ზაზა ფაჩულია და ახლა უკვე გოგა ბითაძე. მეექვსე ქართველი, რომელიც NBA-ში ითამაშებს. ქართული კალათბურთის ამომავალი ვარსკვლავი წლევანდელი დრაფტის პირველსავე წრეში, მე-18 ნომრად „ინდიანა პეისერსმა“ აირჩია. 19 წლის ცენტრს პირველ წრეში არჩევის გამო 2-წლიანი გარანტირებული კონტრაქტი ეკუთვნის. არჩევის შემდეგ, გოგამ ჟურნალისტებთანაც ისაუბრა. პირველ პრესკონფერენციაზე მან თქვა, რომ ბავშვობის...
ბავშვი დაბერდა და წავიდა
35 წლის ფერნანდო ტორესმა დაადასტურა, რომ თამაშს თავს ანებებს. დიდი ვეტერანი კვირას პრეს-კონფერენციის მოწვევას აპირებს. „ლივერპულისა” და „ჩელსის” ყოფილი ფორვარდი თავისი ბავშვობის გუნდიდან, მადრიდის „ატლეტიკოდან” ბოლოს იაპონიაში, „საგან ტოსში” გადაბარგდა და აგორა ბურთი. საკლუბო ფეხბურთში მისი კარიერის მწვერვალი, რასაკვირველია, „ლივერპულში” თამაში იყო, სადაც 2007 წელს მადრიდიდან გადავიდა. „ენფილდიდან” „სტემფორდ ბრიჯზე” გადაბარგებამდე კი „ელ ნინიოდ” ანუ...
თეთრი აზარი, შავი აზარი ბაიერნთან გამოჩნდება
„რეალის” მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა მადრიდული გუნდის გეგმებზე ილაპარაკა. კერძოდ, ფრანგმა თქვა, როდის აპირებს ახალშეძენილი ფეხბურთელების საქმეში გამოცდას. მადრიდელებმა, ამ ზაფხულს, ახალი ფეხბურთელების ყიდვაში უკვე 280 მილიონ ევროზე მეტი დახარჯეს. ჩამოვთვალოთ ის ხუთეული, რომელიც მომავალი სეზონიდან „სანტიაგო ბერნაბეუზე” ითამაშებს: ედენ აზარი, ლუკა იოვიჩი, როდრიგო, ედერ მილიტაო და ფერლანდ მენდი. მათგან პირველი სამი შემტევია, ბოლო ორი კი...









