თვე: ივნისი 2019

Home 2019 ივნისი
ანგრევენ თუ არა „სან სიროს“?
ჩანაწერი

ანგრევენ თუ არა „სან სიროს“?

მილანის განთქმული სტადიონი „სან სირო“ დაინგრევა – ამის შესახებ საფეხბურთო კლუბ „მილანის“ პრეზიდენტმა პაოლო სკარონიმ განაცხადა.  მისი სიტყვები ქალაქის მეორე კლუბ „ინტერშიც“ დაადასტურეს. პროექტის თანახმად, ახალი სტადიონი ძველი „სან სიროს“ გვერდით უკვე 2025 წლისთვის აშენებული იქნება. ამის პარალელურად მილანის მერიაში სულ სხვა განცხადება კეთდება. ქალაქის მერი ჯუზეპე სალა ამბობს, რომ „სან სირო“ სულ მცირე 2026...

NBA-მ სეზონი შეაჯამა
ჩანაწერი

NBA-მ სეზონი შეაჯამა

ამერიკის ნაციონალურ საკალათბურთო ლიგაში გასული რეგულარული სეზონის MVP დაასახელეს – „მილუოკის“ ფორვარდი იანის ადეტოკუმბო. მისი წყალობით გუნდმა ყველაზე მეტი გამარჯვება მოიპოვა, თავად იანისის მონაგარი კი საშუალოდ 27.7 ქულა, 12.5 მოხსნა, 5.9 გადაცემა, 1.3 ჩაჭრა და 1.5 ბლოკი იყო. ტიტულის სხვა ორი კანდიდატი ოკლაჰომელი პოლ ჯორჯი და ჰიუსტონელი ჯეიმს ჰარდენი გახლდნენ. წლის საუკეთესო ახალბედად დალასელთა სლოვენიელი...

ვითომ?
ჩანაწერი

ვითომ?

რაფა ბენიტესი „ნიუკასლ იუნაიტედიდან” გაუშვეს და ახლა მის ადგილას ჟოზე მოურინიუს მიპატიჟებას აპირებენ. ყოველ შემთხვევაში, ნიუკასლელ ფანებს ყველაზე მეტად პორტუგალიელის მიყვანა უნდათ, ის კი, მოგეხსენებათ, რაც „მანჩესტერ იუნაიტედიდან” დაითხოვეს, თავისუფალია. რატომ ჰგონიათ ნიუკასლელებს, რომ „განსაკუთრებული” მათი არცთუ ბობოლა კლუბით დაინტერესდება? საქმე ის არის, რომ მოურინიუ „ნიუკასლის” ლეგენდარულ თავკაცის ბობი რობსონს წლების განმავლობაში მარჯვენა ხელად თუ...

კაცი, რომელიც ვერ დააფასეს
ჩანაწერი

კაცი, რომელიც ვერ დააფასეს

ტონი კროოსმა რეჟისორ მანფრედ ოლდენბურგის მიერ მის შესახებ გადაღებულ დოკუმენტურ ფილმში „ბაიერნი“ გააკრიტიკა. „მიმეორებდნენ, რომ ძალიან ძლიერი ვიყავი და ყველაფერს სწორად ვაკეთებდი, მაგრამ თამაშით არ მათამაშებდნენ. მაშინ, ჩემთვის ნათელი გახდა, რომ მეტს ვიმსახურებდი“. — ასე იგონებს ჩემპიონთა ლიგის ოთხგზის გამარჯვებული თავის პირველ მიუნხენურ პერიოდს, 2007-2009 წლებს. 2009-2010 წლებში „ბაიერნმა“ კროოსი იჯარით „ლევერკუზენში“ გაუშვა, მაგრამ დიდად...

მძიმე თუშიშვილის ოქროს წერტილი
ჩანაწერი

მძიმე თუშიშვილის ოქროს წერტილი

მინსკში ევროპული თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირს წერტილი მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა დაუსვა. ფინალამდეც ხომ მოიპონა ტატამი მეტოქეებით და ფინალში რუს ინალ ტასოევს მთლად კავკასიურად მოექცა. ვაზარი მყისიერად იპონად დაუბრუნა და ევროპის ჩემპიონი შეიქნა. სამწუხაროდ, ვერცხლს დასჯერდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ასევე იპონებით იარა ფინალამდე. აუცილებლად უნდა ვახსენოთ ლუხუმ ჩხვიმიანი, ვინაც პირველსავე დღეს იჩემპიონა. და ნინო? სალუქვაძემ უკვე რამდენჯერმე...

უეფამ რუსეთი გააჩუმა
ჩანაწერი

უეფამ რუსეთი გააჩუმა

ქვეყანაში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებს გვერდი ვერც ფეხბურთმა აუარა. ელიგის ფეხბურთელებმა თუ მწვრთნელებმა რუსეთის ოკუპაცია სხვადსხვა ფორმით გააპროტესტეს. ცხადია, ამ ამბავს ჩვენს მეზობელ ქვეყანაში მწვავე რეაქცია მოჰყვა. რუსმა პოლიტიკოსებმა და საფეხბურთო ფუნქციონერებმა უეფასგან ქართული კლუბების დასჯა და ევროტურნირებიდან მოკვეთა მოითხოვეს. რუსეთის საფეხბურთო კავშირის საპატიო პრეზიდენტმა ვიაჩესლავ კოლოსკოვმა ისიც კი თქვა, ეს ფეხბურთელები ჩვენს ლიგაში ვეღარ ითამაშებენო....

წითელი და პოლიტიკური
ჩანაწერი

წითელი და პოლიტიკური

ბოლო დღეებში ქვეყანაში მიმდინარე ამბებმა, ეროვნული ლიგა ცხადია, ჩრდილში მოაქცია. ერთი, რითაც გასულ დღეებში ფეხბურთელებმა ყურადღება მიიქციეს, ანტისაოკუპაციო აქტები გახლდათ. ასეთი მაისურებით გავიდნენ მინდორზე ქუთაისის „ტორპედოს,“ „ლოკომოტივისა“ და „რუსთავის“ ფეხბურთელები. ამან რუსული მედიისა და სპეციალისტების უკმაყოფილება გამოიწვია. გაზეთ-პორტალები განსაკუთრებით ქუთაისელთა მე-8 ნომერ ნოდარ ქავთარაძეზე წერენ: რუსეთის მოქალაქეა და „რუსეთი ოკუპანტია“ მკერდზე როგორ დაიწერაო. რუსეთის დუმის...

არა, დანი. არჩევანი ბარსასია!
ჩანაწერი

არა, დანი. არჩევანი ბარსასია!

დანი ალვეშმა „პარი სენ ჟერმენი” დატოვა და თურმე „ბარსელონაში” დაბრუნებაზე ოცნებობს. თავის მხრივ, „ბარსა” 36 წლის ბრაზილიელის მიღებას არც კი განიხილავს. კატალონიურ ენაზე მაუწყებელი კერძო რადიოსადგური RAC 1 ამბობს, რომ ალვეში უკვე მთელი თვეა „კამ ნოუს” კაბინეტებში რეკავს და ესპანეთის ჩემპიონს თავს სთავაზობს. „ბლაუგრანას” მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ალვეშის პოზიციაზე ორი მოთამაშე ჰყავს — ადგილობრივი სერხი რობერტო და...

ძუ ლომთა ღრიალი საფრანგეთში
ჩანაწერი

ძუ ლომთა ღრიალი საფრანგეთში

აფრიკული ემოციებით აღსავსე გამოდგა ქალ ფეხბურთელთა მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალური შეხვედრა ინგლისისა და კამერუნის ნაკრებებს შორის, რომელიც საფრანგეთის ქალაქ ვალენსიენის „სტად დუ ენოზე” გაიმართა. ინგლისმა მოიგო 3:0, მაგრამ მეორე გოლმა დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია. პირველი გოლი კამერუნელმა გოგოებმა თავიანთი დაუფიქრებლობით გაუშვეს — მცველის დაგორებული ბურთი მეკარემ სიჩქარეში ხელით დაიჭირა. შესაბამისად, დაინიშნა თავისუფალი. მთელი კამერუნის გუნდი კარის ხაზზე...

ბებერი ხარი
ჩანაწერი

ბებერი ხარი

არა და არ ცხრება როჯერ ფედერერი. გერმანულ ჰალეში დასრულებული ტურნირის ფინალში ბელგიელ დევიდ გოფინს 7:6, 6:1 მოუგო და კარიერაში 102-ე (!) ტიტული მოინადირა. როჯერი მეორე ჩოგბურთელი გახდა, ვისაც ერთ ტურნირზე ათჯერ გაუმარჯვია. როჯერის 102 ტიტული ფენომენალურია, მაგრამ ჯიმი კონორსთან მაინც აგებს, ერთი ტურნირის მოგებებით კი რაფა ნადალს ვერავინ გაუტოლდება. ესპანელს 12-ჯერ როლან გაროსი, 11- ჯერ...