თვე: ივნისი 2019

Home 2019 ივნისი
ერეკლეს ამბავში…
ჩანაწერი

ერეკლეს ამბავში…

უცნაური ამბავი მოხდა ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის 125-ე სესიაზე. სოკ-მა მიიღო და სრულად გაიზიარა  აღმასრულებელი საბჭოს რეკომენდაცია იმის თაობაზე, რომ მოკრივეთა ოლიმპიური საკვალიფიკაციო ტურნირები ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციის ხელდასმით გაიმართოს. საუბარია სალიცენზიო შეჯიბრებებზე, სადაც უნდა გაირკვეს იმ სპორტსმენთა ვინაობა, რომლებიც ტოკიოს 2020 წლის ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობის უფლებას გაინაღდებენ. საინტერესოა, რომ სამოყვარულო კრივის საერთაშორისო ასოციაციას (AIBA),...

Россию умом не понять
ჩანაწერი

Россию умом не понять

აქციამ მიზანს უწია. ქართველი ფეხბურთელები გასული ტურის შეხვედრაში მოედანზე წარწერიანი მაისურებით გავიდნენ: „მე ვარ საქართველოდან და ჩემი ქვეყანის 20% ოკუპირებულია რუსეთის მიერ“. რუსეთში კუდი აეწვათ და უეფასაც კი მიმართეს, რომ ქართული კლუბებისთვის ევროტურნირებზე გამოსვლა აეკრძალათ. უეფას პასუხი ლაკონური იყო: „ჩვენი კომპეტენცია ჩვენი ეგიდით ჩატარებულ შეხვედრებზე ვრცელდება, ეგ კი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეროგატივაა“. ჩვენი რიგი იყო...

ნი 55
ჩანაწერი

ნი 55

ნი სიან ლიანი წარმოშობით ჩინელია, მაგრამ მინსკის ევროპულ თამაშებზე ჯერჯერობით ერთადერთი ბრინჯაოს მედალი ლუქსემბურგს მოუტანა. ნი მაგიდის ჩოგბურთელია და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ჩინეთის სახელით წარმოუდგენლად შორეულ 1983 წელს შეიქნა. მაშინ მან მსოფლიოს ჩემპიონატზე შერეულ წყვილებში და გუნდურ შეჯიბრში იპირველა. 1991 წელს ლი ლუქსემბურგში გადაბარგდა და ამ ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. ამ ჯუჯა ქვეყანას ნი ევროპის ჩემპიონატების...

ფეხბურთის ისტორიაში მეორე
ჩანაწერი

ფეხბურთის ისტორიაში მეორე

პორტუგალიურმა „ბენფიკამ“ ოფიციალურად დაადასტურა, რომ მადრიდის „ატლეტიკოდან“ ჟოაო ფელიშის ტრანსფერზე შეთავაზება მიიღო. შეთავაზებული თანხა 126 მილიონი ევროა,საიდანაც 120 უშუალოდ ფეხბურთელის ფასი გახლავთ, 6 მილიონი კი თანხის განვადებით გადახდის კომპენსაცია. 19 წლის ვუნდერკინდმა გასულ სეზონში 43 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, 20 გოლი გაიტანა და 11 საგოლე პასი შეასრულა. თუ ტრანსფერი შედგა, ფელიში მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში მეორე ყველაზე...

დადგით ფეხი ხაზზე და ჩართეთ ვიდეო!
ჩანაწერი

დადგით ფეხი ხაზზე და ჩართეთ ვიდეო!

ახლა რომ საფრანგეთში ქალთა მსოფლიოს ჩემპიონატი მიმდინარეობს, მის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე, საერთაშორისო ფეხბურთის ასოციაციის საბჭომ, რომელიც თამაშის წესებს იგონებს და ცვლის, დაადგინა, რომ პენალტის დროს მეკარეს ცალი ფეხი მაინც უნდა ედგას კარის ხაზზე. ხოლო თუ ის დახტის, მაშინ ეს ხაზის გასწვრივ უნდა აკეთოს. ქალთა ჩემპიონატზე, რომელიც ზემოთ ვახსენეთ, იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მეკარეებმა ეს...

უიმბლდონზე განთესილი ქართველი
ჩანაწერი

უიმბლდონზე განთესილი ქართველი

მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული ტურნირის სათამაშო ბადე უცნობია, თუმცა  ორგანიზატორებმა რეიტინგის ლიდერები უკვე განთესეს. ნიკოლოზ ბასილაშვილი რეიტინგის მე-16 ნომერი კია, მაგრამ მეთვრამეტედ განთესეს. რატომ? მასპინძლები წარსულ მიღწევებს არ უვიწყებენ ხოლმე ჩოგბურთელებს. მე-18 ჩოგანი მარინ ჩილიჩი განთესვაში მეცამეტეა, ხოლო მეორე ნომრადაა განთესილი როჯერ ფედერერი, რომელსაც გამოცხადებული აქვს, რომ ეს მისი ბოლო უიმბლდონია. იდეალურ ვარიანტში ორგანიზატორები ჯოკოვიჩი-ფედერერის ფინალს...

ჯერ გაუტოლდა, მერე მოიტოვა
ჩანაწერი

ჯერ გაუტოლდა, მერე მოიტოვა

ეროვნული ლიგის მე-20 ტური ლიდერების მატჩებით გაიხსნა. „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ირაკლი სიხარულიძის მიერ 56-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით 1:0 მოუგო. საინტერესოა, რომ ეს რკინიგზელთა მიერ ჩატარებული ზედიზედ მერვე წაუგებელი შეხვედრა გახლდათ. თუ ამას საქართველოს თასზე „თელავთან“ მოგებულ (1:0) მატჩსაც დავუმატებთ, 9 გამოვა. ტყუილად არ დაასახელეს მათი დამრიგებელი, ლევან კორღალიძე მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელად. ბათუმის...

ბაიერნის გეგმები
ჩანაწერი

ბაიერნის გეგმები

„ბაიერნი” ლეროი სანეს „მანჩესტერ სიტიდან” ბუნდესლიგაში დაბრუნებაზე მუშაობს. 23 წლის სანე პრემიერლიგაში გადასვლამდე „შალკეში” თამაშობდა. მაგრამ, იმ შემთხვევისთვის თუ სანეს გადაბირება არ გამოვა, „რეკორდმაისტერი” „ბ” გეგმას ამზადებს. „შპორტ ბილდის” ინფორმაციით „ალიანს არენაზე” „ბარსელონასგან” ფრანგი ოსმან დემბელეს გამოსყიდვაზე ფიქრობენ. დემბელე 22 წლისაა. ცნობილია, რომ ბავარიელთა ერთ-ერთი დიდი შეფი, კარლ-ჰაინც რუმენიგე, დემბელეს ბავშვობიდან აკვირდებოდა და ჯერ კიდევ 2016...

ესპანური პრესა: ნეიმარი ბარსაში ბრუნდება!
ჩანაწერი

ესპანური პრესა: ნეიმარი ბარსაში ბრუნდება!

ესპანურმა პრესამ ხმაური ატეხა: ნეიმარმა და „ბარსელონამ” სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწიესო. ცნობილია, რომ ბრაზილიელმა „პარი სენ ჟერმენიდან” გაქცევა განიზრახა და ბოლოხანს ახალი გუნდის ძიებაში იყო. და აი, კატალონიურმა „სპორტმა” დაწერა, რომ ფორვარდმა თავის ყოფილ კლუბთან ხუთწლიან კონტრაქტზე მოილაპარაკა. „სპორტი” წერს, რომ 27 წლის ვარსკვლავს „ბარსას” პრეზიდენტ ჟოზეპ მარია ბარტომეუსთვის სიტყვაც არ შეუბრუნებია, პირდაპირ დათანხმდა ყველა პირობას,...

მილანი და კორტინა დ’ამპეცო 2026
ჩანაწერი

მილანი და კორტინა დ’ამპეცო 2026

2026 წლის ზამთრის ოლიმპიადის ერთობლივ მასპინძლად იტალიური მილანი და კორტინა დ’ამპეცო გახდნენ. გადაწყვეტილება საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა ლოზანაში გამართულ ორგანიზაციის 131-ე სესიაზე მიიღო. იტალიურ განაცხადს 47 ხმა ერგო, მისმა კონკურენტმა სტოკჰოლმმა კი 34 ხმა მიიღო. კომიტეტის ერთმა წევრმა კენჭისყრაზე თავი შეიკავა. საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა განაცხადა, რომ იმედი აქვს იმ ქვეყნის, რომელიც ზამთრის სახეობების...