მინსკში ევროპული თამაშებზე ძიუდოისტთა ტურნირს წერტილი მძიმეწონოსანმა გურამ თუშიშვილმა დაუსვა.
ფინალამდეც ხომ მოიპონა ტატამი მეტოქეებით და ფინალში რუს ინალ ტასოევს მთლად კავკასიურად მოექცა. ვაზარი მყისიერად იპონად დაუბრუნა და ევროპის ჩემპიონი შეიქნა.
სამწუხაროდ, ვერცხლს დასჯერდა ვარლამ ლიპარტელიანი, რომელმაც ასევე იპონებით იარა ფინალამდე.
აუცილებლად უნდა ვახსენოთ ლუხუმ ჩხვიმიანი, ვინაც პირველსავე დღეს იჩემპიონა.
და ნინო? სალუქვაძემ უკვე რამდენჯერმე გადაწერა ისტორია და ახლა ბრინჯაო შვილთან, ცოტნე მაჭავარიანთან ერთად მათთვის თითქმის უცნობ 50-მეტრიან დისტანციაზე სახელდახელოდ შეკეთებული იარაღით მოიპოვა.
ქება და დიდება ჩვენს სამბისტებს. მათი წყალობაა, რომ უკვე 19 მედალი გვაქვს და საერთო გუნდურ ჩათვლაში 50 ქვეყანას შორის მესამენი ვართ, ძიუდოში პირველები…

ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
