Breaking News

Day: June 28, 2019

კრიშტიანუ დე ლიხტი

ფეხბურთის ყურება რომ დაიწყო, კრიშტიანუ რონალდუს მაისურა აჩუქეს. პირველი საფეხბურთო სიყვარულიც, კუმირიც და მოტივაციაც სწორედ პორტუგალიელი გახლდათ. ოცნებობდა, გამხდარიყო ისეთივე წარმატებული, როგორიც ლეგენდარული შვიდიანია, ახლა კი მისი თანაგუნდელი ხდება. მატიას დე ლიხტი „ღმერთის შვილების“ ერთ-ერთი წარჩინებული კურსდამთავრებულია. დიახ, „აიაქსის“ იმ საფეხბურთო სკოლის, რომელიც ფენიქსივით მარადიულად ხელახლა აღდგება ხოლმე და ათ წელიწადში ერთხელ ისეთ გუნდს შეკრავს,…

Read more

იყიდებიან 30 წლისანი

„არსენალმა” კვლავ ვერ მოიპოვა ჩემპიონთა ლიგაში მონაწილეობის უფლება: ამ საქმეს არც პრემიერლიგის მეხუთე ადგილი ეყო და ევროლიგის ფინალში „ჩელსისთან” 1:4 წაგება მითუმეტეს რას არგებდა. სატრანსფერო ბაზარზე რაღა ხდება? „მეთოფეებს” ამ ფრონტზეც რთულად აქვთ საქმე. ინგლისური მედია ამბობს, რომ კლუბს ჯიბეში სულ 50 მილიონი გირვანქა აქვს და თუ ზედმეტ ფეხბურთელებს არ გაყიდის, დამატებით თანხებს ვერ მოიპოვებს….

Read more

რუბენის ბალახობა

სპორტსმენი ეგებ თავის სახეობაში დიდი ვერაფერი ბიჭი იყოს, მაგრამ რაღაცის რეკორდსმენი მაინც ხდება. თუმცა რაღა რაღაცის? რომელი „რაღაც“ „უიმბლდონია“? მოკლედ, რუბენ ბემელმანსი ბალახის საფარიანი დიდი სლემის რეკორდსმენი გახდა. რა გასაკვირია, რომ მსოფლიოს 171-ე ჩოგანს კარიერაში ტიტული არ ჰქონდეს მოგებული, მაგრამ სამაგიეროდ მისი ვინაობა ჩოგბურთის ისტორიში მაინც სამუდამოდ ჩაიწერება. ბემელმანსმა უიმბლდონის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში ამერიკელ დონალდ…

Read more

მილანი ევროპიდან მოკვეთეს

სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ იტალიურ „მილანსა“ და უეფას შორის დავა განიხილა. საქმე ეხება ფინანსური ფეარ ფლეის პრინციპების დარღვევას. სასამართლომ კლუბი დამნაშავედ ცნო და ევროტურნირებიდან მისი ერთი წლით მოკვეთა გადაწყვეტა. „როსონერის“ ბოსებმა სასამართლომდევე აღიარეს დარღვევები და ევროპის თასზე ასპარეზობის სანაცვლოდ უეფასგან დარღვევების გამოსასწორებლად ერთწლიანი ვადა მიიღეს. მილანელთა ადგილს ევროპა ლიგიაში „რომა“ დაიკავებს, „ტორინო“ კი ტურნირში საკვალიფიკაციო ეტაპიდან…

Read more

ვარდივით წილი

1 ივლისს, ლონდონში, „უიმბლდონი“ იწყება. ტურნირის ფავორიტი ცხადია, მოქმედი ჩემპიონი სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩია, თუმც სადაც როჯერ ფედერერი თამაშობს, დამეთანხმებით, იქ პროგნოზებიც ცოტა მოზომილი უნდა იყოს. რაც შეეხება ნიკოლოზ ბასილაშვილს, აშკარაა, რომ ქართველი მეჩოგნე არასახარბიელო ფორმაშია. ის „როლან გაროსს“ სტარტზევე გამოეთიშა, მანამდე და შემდგომ ტურნირებზეც ბასილაშვილი უგერგილოდ ირჯებოდა, იქმნებოდა შთაბეჭდილება თითქოს კორტზე ნაძალადევად იდგა და თამაში…

Read more

ვითომ არგენტინა -ბრაზილია?

კოპა ამერიკას მასპინძლები რის ვაი-ვაგლახით, მაგრამ გავიდნენ ნახევარფინალში. პარაგვაი ბრაზილიისთვის ჯადოდ იქცა. ბოლო სამი გათამაშებიდან ორჯერ (2011, 2015) ბრაზილიელები სწორედ მათთან დამარცხდნენ და ორივეჯერ პენალტების სერიაში. 2011 წლის გათამაშება საერთოდაც ისტორიული იყო. პარაგვაი ფინალში ისე გავიდა, ერთი მატჩიც არ მოუგია. ჯგუფიდან სამი ფრით გასულებმა მეოთხედფინალში ბრაზილია, ნახევარფინალში კი ვენესუელა პენალტებით დაამარცხეს. მათი დამარცხება ფინალში ურუგვაიმ…

Read more

ტრამპის ქალური კბენა

ზაფხულის მთავარი საფეხბურთო ციებ-ცხელება სამხრეთ ამერიკაშია. ცხელი წერტილი კი ბრაზილია, სადაც კოპა ამერიკა გახურებულა. ამის ფონზე, ქალთა შორის მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც საფრანგეთში მიმდინარეობს ოდნავ კი დაიჩრდილა, მაგრამ დროდადრო ყურადღების ცენტრში მანდილოსანი მობურთალებიც ექცევიან. მეგან რაპინო აშშ-ს ქალთა ნაკრების ფეხბურთელია, ვიცე-კაპიტანი, რომელმაც მერვედფინალში ესპანეთს დუბლი შეუსრულა და თავისიანები მომდევნო ეტაპზე გაიყვანა. ოკეანისგაღმელებმა 2:1 იმარჯვეს, ხოლო რაპინომ…

Read more

მამა ხამესს პაპა კარლო ურჩევნია

ვილსონ ხამეს როდრიგეს ბედოია კოლუმბიის ნაკრების ვარსკვლავის ხამეს როდრიგესის მამა გახლავთ. ის ამბობს, რომ ამ ეტაპზე მისი ვაჟისთვის საუკეთესო გამოსავალი „ნაპოლიში” გადასვლაა. თითქოს, „ნაპოლი” რა შუაშია, მაგრამ საქმეც ის არის, რომ იტალიურ კლუბს კარლო ანჩელოტი უდგას სათავეში. ანჩელოტი კი ის სპეციალისტია, რომელმაც ხამესი 2014 წელს „რეალში” მიიყვანა, ხოლო შემდეგ, 2017 წელს იჯარით „ბაიერნში” მიიწვია. ერთი…

Read more

ქულა და დინამო

მთავარი სამეული ჯერ სეზონის მესამედიც არ გასულა და ჩემპიონობის კანდიდატები, ფაქტობრივად, გამოიკვეთნენ – „ბათუმი,“ „საბურთალო“ და „დინამო.“ ამათ კვალში „ტორპედო“ უდგას, მაგრამ ქუთაისურ კლუბში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩანს, მეოთხე ადგილიც სანატრელი გაუხდებათ. ამ დღეებში გუნდი უკვე შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა და ეს საბოლოო ციფრი არ არის. მე-20 ტური ლიდერების მატჩებით გაიხსნა. „ლოკომოტივმა“ „საბურთალოს“ უმასპინძლა და ირაკლი…

Read more