თვე: ივნისი 2019

Home 2019 ივნისი
იუვე დე ლიხტს ორშაბათს იტყვის
ჩანაწერი

იუვე დე ლიხტს ორშაბათს იტყვის

გაჭრა კრიშტიანუ რონალდუს მიპატიჟებამ. ამსტერდამის „აიაქსის“ 19 წლის კაპიტანი და დაცვის ბურჯი მატეის დე ლიხტი ტურინის „იუვენტუსში“ გადადის. არადა, რიგში „მანჩესტერი“, „ბარსელონა“ და პსჟ იდგნენ. არჩევანი თავად ფეხბურთელმა გააკეთა. ამსტერდამელები 67 მილიონ ევროს მიიღებენ. კიდევ 13 მილიონი კონტრაქტში ბონუსის სახით არის გაწერილი. თავად ფეხბურთელი ხუთწლიან კონტრაქტს და წლიურად გარანტირებულ 8 მილიონ ევროს მიიღებს. გარდა ამისა,...

იურგენ კლოპის ჰოლანდიური კედელი
ჩანაწერი

იურგენ კლოპის ჰოლანდიური კედელი

„ლივერპულის“ ჰოლანდიური „კოლონია“ კიდევ ერთი ფეხბურთელით შეივსო. იურგენ კლოპმა „ზვოლედან“ უნიჭიერესი 17 წლის მცველი სეპ ვან დერ ბერგი გამოიწერა. ტრანსფერის თანხა 2 მილიონ ევროზე ნაკლებია. სამაგიეროდ, კლოპის ხელში და მსოფლიოს საუკეთესო მცველად აღიარებული თანამემამულის, ვირჯინ ვან დეიკის მხარდამხარ ეს ყმაწვილი ხვალ-ზეგ უმაღლეს მწვერვალებს შეუტევს. ვან დერ ბერგზე პრეტენზიას რამდენიმე ევროპული გრანდი აცხადებდა და გადაწყვეტილების მიღებისას...

ყაზაიშვილი 3:0 იბრაჰიმოვიჩი
ჩანაწერი

ყაზაიშვილი 3:0 იბრაჰიმოვიჩი

ვაკო ყაზაიშვილს აიწყვიტა. ვეღარც ზლატანი და ვერც სხვები ვერ აჩერებენ. ჩანს, ქართველ შემტევს ნაკრებს მიღმა დარჩენა მოუხდა. დამატებითმა მოტივაციამ „სან ხოსეს“ მე-11 ნომერი უფრო შემართული და მიზასწრაფული გახადა – კალიფორნიელთა ბოლო რვა გოლიდან 7-ში წვლილი შეიტანა. ვაკომ მიჯრით ოთხ მატჩში ხომ გაიტანა, სულ 6 ბურთი შეაგდო და გუნდს სამი შეხვედრა მოაგებინა, ბოლოს კი ლამაზი პასით...

გაცვლის ვარიანტი
ჩანაწერი

გაცვლის ვარიანტი

„რეალი” „ლივერპულს” ფეხბურთელების გაცვლას სთავაზობს: მარკო ასენსიო სადიო მანეში. ცნობილია, რომ კლოპს ძალიან მოსწონს ესპანეთის ნაკრების თავდამსხმელი. „რეალი” მას დაახლოებით 95 მილიონ ევროდ აფასებს. სხვათა შორის, ასენსიოს ყიდვით ინგლისური კლუბებიდან „ტოტენჰემ ჰოთსპურია” დაინტერესებული. თავის მხრივ, მადრიდელებს სენეგალელი თავდამსხმელის შეძენა უნდათ. მანემ, „ლივერპულის” მიერ ჩემპიონთა ლიგის მოგებაში დიდი როლი ითამაშა. მარკო ასენსიომ გასულ, „რეალისთვის” წარუმატებელ სეზონში,...

ხელოვნური სუნთქვა და წურბელები
ჩანაწერი

ხელოვნური სუნთქვა და წურბელები

ფოთის “კოლხეთის” პრობლემებზე კლუბის ოფიციალური განცხადება წავიკითხე. არაფერი ახალი – ცუდმა მენეჯმენტმა დედა გვიტირა და ახლა უეფას სანქციებიც გვემუქრებაო. თქვენი არ ვიცი და მე სხვას არც არაფერს ველოდი. “კოლხეთი” მხოლოდ კონკრეტული მაგალითია იმისა, როგორ არ უნდა იმუშავო ფეხბურთში. ადრეც დაგვიწერია, რომ ქართული ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ ამ სპორტში კიდევ უფრო მეტი წურბელა მიიზიდა. გადაავლეთ თვალი...

ისტბურნზე შეყვარებული
ჩანაწერი

ისტბურნზე შეყვარებული

„ბედნიერი ვარ ამ ჯილდოს კვლავ ჩემს ხელებში რომ ვხედავ“ – ეს სიტყვები კაროლინა პლიშკოვას ეკუთვნის, რომელიც  ისტბურნში საკმაოდ წარმომადგენლობითი ტურნირის ჩემპიონი გახდა. გასპარიანი, მერტენსი, ალექსანდროვა და ბერტენსი. ასეთი იყო ჩეხი ჩოგბურთელის  გზა ფინალამდე. ტურნირის გადამწყვეტ  დაპირისპირებაში  კი უიმბლდონის  შარშანდელ გამარჯვებულს, გერმანელ ანჟელიკ კერბერს ადინა ბდღვირი – 6:1, 6:4. ზემოთ პლიშკოვას სიტყვები ვახსენეთ, სადაც ის აღნიშნული...

იმღერა!
ჩანაწერი

იმღერა!

არგენტინის ნაკრები კოპა ამერიკის ნახევარფინალშია. ალბისელესტემ ვენესუელას 2:0 მოუგო და ფინალში გასასვლელად ბრაზილიას დაუპირისპირდება – გულშემატკივარი სუპერმატჩის მოლოდინშია. არგენტინისგან ვენესუელას დამარცხება დიდად არ უნდა გაგვკვირვებოდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდში ბოლო პერიოდში კრიზისია და ტურნირიც კოლუმბიასთან მარცხით დაიწყეს, წყვილის ფავორიტად უსათუოდ სკალონის გაწრთვნილები მიიჩნეოდნენ. მოკლედ, არგენტინამ მოიგო, მაგრამ ამ შემთხვევაში ყურადღება სხვა ფაქტზე გვინდა გავამახვილოთ. ლიონელ...

დი კაპრიოს სახე აახიეს
ჩანაწერი

დი კაპრიოს სახე აახიეს

ბავშვმაც კი იცის ვინ არის ლეონარდო დი კაპრიო… ლოს-ანჯელესში დაბადებულ მსახიობს ბევრ ფილმში უთამაშია, თუმცა კინოს მოყვარულთ და ზოგადად ხალხს დიკაპრიოს ხსენებაზე ალბათ უპირველესად ფილმი „ტიტანიკი“ და არაჩვეულებრივი მელოდია My heart will go on გაახსენდება, რომელსაც კანადელი მომღერალი სელინ დიონი ასრულებს. 44 წლის ჰოლივუდის ვარსკვლავის და კინოპროდიუსერის სამსახიობო ნიჭიერებაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ აი, სპორტული...

მილიონები არსაიდან
ჩანაწერი

მილიონები არსაიდან

ერთის მხრივ, ძნელი ასახსნელია, როცა საქმე არაბი შეიხების კუთვნილ ფრანგულ კლუბსა და ამერიკულ სუპერკომპანიას ეხება, მაგრამ ფაქტია: პსჟ-ის ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ NIKE-სთან მოლაპარაკებები დაასრულა. მოქმედ კონტრაქტს ვადა 2022 წელს გასდიოდა და კლუბი სპონსორისგან წლიურ 25 მილიონ ევროს იღებდა. ახალი კონტრაქტი 2032 წლამდე იმოქმედებს დაპარიზელები ყოველწლიურად 80 მილიონ ევროს მიიღებენ. გასაოცარი მხოლოდ ისაა, რომ პსჟ-ის...

დორტმუნდი სტრესს ელის
ჩანაწერი

დორტმუნდი სტრესს ელის

„დორტმუნდის” ყოფილი ნახევარმცველი მიხაელ ცორკი (ფოტოზე), რომელმაც ფეხბურთელობის წლებში, თავისი კარიერის ერთადერთი გუნდის სახელით 463 შეხვედრაში 131 გოლი გაიტანა, ახლა „შავ-ყვითლების” სპორტული დირექტორია. და ის დორტმუნდელთა ახალი კალენდრით ძალიან უკმაყოფილო გახლავთ. გუშინ, გერმანიის საფეხბურთო ლიგამ გამოაქვეყნა ბუნდესლიგის მომავალი სეზონის თამაშების განრიგი. 17 აგვისტოს, პირველ ტურში, „დორტმუნდი” „აუგსბურგს” მასპინძლობს, მაგრამ ეს შეხვედრა ხელს არავის უშლის. პრობლემა...