ოლე გუნარ სულშერი კვირა საღამოს საფრანგეთის ჩემპიონატში „ლიონისა” და „პარი სენ ჟერმენის” შეხვედრას დაესწრო. შეიძლება ვინმემ იკითხოს ეს ამბავი რა აღნიშვნის ღირსიაო, ამიტომ დავძენთ: ხსენებული მატჩი ინგლისში, კრძოდ ლესტერში ადგილობრივი „სიტისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” თამაშის დამთავრებიდან ოთხ საათში დაიწყო. ანუ, „იუნაიტედის” დროებითმა მწვრთნელმა ჯერ ინგლისში თავის გუნდს უხელმძღვანელა, 1:0 მოაგებინა და მერე საფრანგეთში უყურა, როგორ დაამარცხა „ლიონმა” პარიზელები — 2:1.
შეგახსენებთ, რომ რაც სულშერი „ოლდ ტრეფორდზე” მივიდა, „მანჩესტერ იუნაიტედმა” 10 წაუგებელი შეხვედრა ჩაატარა და აქედან 9 მოიგო. რაც შეეხება ფრანგული ფეხბურთისადმი ინტერესს, ის იმით არის განპირობებული, რომ ჩემპიონთა ლიგაში ნორვეგიელის გუნდი „პარი სენ ჟერმენს” უნდა ეთამაშოს.
ოლე გუნარ სულშერთან ერთად ლიონში შეხვედრას მისი ასისტენტი მაიკ ფილანიც ესწრებოდა.
„მანჩესტერ იუნაიტედისა” და პსჟ-ს მერვედფინალური შეხვედრა 12 თებერვალს ინგლისში, 6 მარტს კი საფრანგეთში გაიმართება.
ავტორის პროფილი
- ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...
უახლესი პოსტები
სიახლეები09/08/2026 | 22:29პაოლოს ძე კალიარიშია
სიახლეები25/07/2026 | 22:20მსოფლიო ბოლოზე
სიახლეები24/07/2026 | 15:45საქართველო მეშვიდესთვის
აქეთურ-იქითური22/07/2026 | 19:34პომიდორი წონის შესაბამისად