19 წლის ცენტრალური მცველი ალექსანდრე ანდრონიკაშვილი მადრიდის „ატლეტიკოში“ ვარჯიშობს. კერძოდ, „ატლეტიკომ“ ერთი კვირით მიიწვია. ეს აპრობირებული გაცნობითი მეთოდია ევროპაში, როცა კლუბს ფეხბურთელი აინტერესებს: ქართველს დააკვირდებიან და ვინ იცის, შემდგომში უფრო ქმედითი ნაბიჯებიც გადადგან. ანდრონიკაშვილი თბილისის „ლოკომოტივის“ ფეხბურთელია. მისი დიდი დამსახურებაა, რომ „ლოკომ“ შარშან საქართველოს 19-წლამდელთა ლიგა მოიგო. გადამწყვეტი გოლი ბოლო წუთებზე სწორედ მან გაუტანა თბილისის...
რაცა ვარ, ესა ვარ…
პირველი სიტყვა ჭირს, პირველი ფრაზა, რომლის შემდეგაც ყველაფერი წარსულ დროში უნდა ითქვას. განა არ წასულან, მაგრამ თითქოს რაღაც ზღვარი გვაქვსო დათქმული, თავს ვინუგეშებთ ხოლმე – რაღაც მაინც ხომ მოასწროო. მოასწრო კი არა, ხეირიანად ვერც დაიწყო. ის ბიჭი იყო, ვის გამოც ხალხი „დინამოს“ დუბლების შეხვედრებზე დადიოდა, მერე კი… მამუკა ფანცულაიას გამო ილიკო სუხიშვილმა და ნოდარ ახალკაცმა...
თანაგუნდელებს დასცინი, სერხიო?
ესპანეთის სამეფო თასზე, „სანტიაგო ბერნაბეუზე” „რეალმა” „ბარსელონასთან” 0:3 წააგო. სტუმრების ორი გოლი ლუის სუარესმა გაიტანა, ერთი კი რაფაელ ვარანს ჩაეჭრა თავის კარში. „რეალს” ჰქონდა საგოლე მომენტები, რომლებიც ვერ გამოიყენა, „ბარსამ” კი კლასი და შესაშური რაციონალიზმი აჩვენა. თუმცა, ამჯერად თქვენს ყურადღებას ამ ისედაც ცნობილი და ალბათ ყველას მიერ პირდაპირ ეთერში ნანახი ამბის გამეორებაზე არ მოვაცდენთ. უბრალოდ, შეხვედრაში იყო ერთი...
როჯერსი მელიებში გაერია
პრემირლიგის „ლესტერს“ ბრენდან როჯერსი გაწვრთნის. 46 წლის ჩრდილოირლანდიელ სპეციალისტს ხელშეკრულება 2022 წლის ივნისამდე გაუფორმეს. ჯამაგირად კი წელიწადში 5,5 მილიონი გირვანქა დაუნიშნეს. ის მუშაობას შემდეგი ტურიდან, „უოტფორდთან“ შეხვედრით დაიწყებს. ამჯერად კი ტრიბუნაზე იჯდა და მომავალ შეგირდებს უცქერდა. მისმა გამოჩენამ „კინგ პაუერის“ სტადიონზე, მასპინძელ ქომაგებში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ როჯერსი „ლივერპულიდან“ 2015 წელს დაითხოვეს, ცუდი შედეგების...
ნიკამ დუბაიში მეფე დაამხო
საქართველოს საუკეთესო მეჩოგნემ დუბაის ATP-500 ტურნირზე რუსების ფალავანი ხაჩანოვის გზას გასული წლის ტრიუმფატორი ესპანელი რობერტო ბაუტისტა აგუტიც გაუყენა. მერვედფინალურ შეხვედრაში ნიკამ მხოლოდ პირველი სეტის ტაი-ბრეიკი ჩააგდო, დანარჩენად კი მეტოქეს ბევრად აღემატებოდა. 19:1! ასეთი იყო ეისების ანგარიში – ნიკოლოზ ბასილაშვილმა ATP ტურზე ეისების რაოდენობით პირადი რეკორდი დაამყარა. კიდევ ერთი, რითაც ნიკამ გაგვაოცა, პირველი მოწოდების სიზუსტე იყო....
უბრალოდ კახა
ნორვეგია. 29 მაისი. „უელვაალი“. საღამოს 7 საათი. „ულევაალის“მინდორზე ქართველი ფეხბურთელები და მათი ჰოლანდიელი თავკაცი იოჰან ბოსკამპი ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებთან მატჩისთვის ემზადებიან. სკანდინავიელები თავს მაინცდამაინც არ იკლავენ ჩვენებურთა ვარჯიშის ხილვით. სტადიონზე მომსახურე პერსონალი და ორიოდ ცნობისმოყვარეა. დანარჩენები სულ ქართველები ვართ – ჟურნალისტები, ფედერაციის მოხელეები და დავით ყიფიანი. ყიფიანი მწვრთნელთა სკამზე ზის და ფიქრიანად მისჩერებია ბოსკამპისეულ ვარჯიშებს....
მერსისაიდული დღიური
არც თუ ისე დიდი ხნის წინ აქტიური რადიო მსმენელი გავხდი ერთი კონკრეტული გადმოცემის გამო. როკი და ფეხბურთი – ასე ერქვა რუბრიკას და შაბათ-კვირაობით გემოვნებიან მუსიკას მშვენიერ საფეხბურთო ანალიზსაც უნაცვლებდნენ. წინა კვირას კი კიდევ ერთი კარგი სინთეზის შემსწრე გახლდით – წიგნი და ფეხბურთი… არის წიგნში რაღაც სპორტული, რაკიღა, ზოგადად წიგნი სულის სავარჯიშოა, ფეხბურთი კი ბევრი ჩვენთაგანისთვის...
ინსაიდის დაბრუნება ბათუმში
თბილისის სპორტის სასახლეში გახურდა საქართველოს ხელბურთელთა ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის მორიგი წრე. ამჯერად თავი მოიყარა შეჯიბრების მონაწილე ყველა გუნდმა, რომლებიც აქამდე პირობითად დასავლეთის და აღმოსავლეთის ზონებად იყვნენ დაყოფილი. თუმცა, მე-11 ტურის მთავარი ამბავი ესა თუ ის შედეგი ან სათამაშო წვრილმან-მსხვილმანი კი არა, საქართველოს ნაკრების მარჯვენა ინსაიდის რატი მსხვილიძის უცხოეთიდან საქართველოს საკლუბო ხელბურთში, კერძოდ კი საქართველოს ჩემპიონ...
ასაკი ბალახით…
ჩოგბურთის ისტორიას ბევრი ლეგენდა ჰყავს, მაგრამ თანამედროვე ეპოქაში, როცა ფიზიკური მოთხოვნები, ფსიქოლოგიური დატვირთვები და სატურნირო გრაფიკის სიმჭიდროვე ზღვარს გადასცდა, ლეგენდების ადგილი მოქმედმა მეჩოგნეებმა დაიკავეს. ვისაც არ ეზარება, ყველა ჩოგბურთის ექსპერტობაზე დებს თავს, მაგრამ Tennis world USA ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ ექსპერტს დაეკითხა. „კოღო“-იგივე ხუან კარლოს ფერერო იმ ეპოქის ჩოგბურთელია, ფიზმომზადებაზე მეტად ტექნიკა რომ ფასობდა და აკი,...
კარგი აგენტი ლივერპულში მიგიყვანს
ვინმეს გსმენიათ კაი მაკენზი-ლაილის შესახებ? ეს ბიჭი ლონდონში დაიბადა და გაიზარდა, „ტოტენჰემის“ აკადემიაში ვარჯიშობდა და ინგლისის მეოთხე ლიგის „ბარნეტში“ მოხვდა. მისი კარიერა, შესაძლოა, ერთობ უფერულად წარმართულიყო, რომ არა აგენტი ჯეკ ტორპი. მენეჯერობაში არც თუ სახელოვანი, მაგრამ თავისი საქმის ფანატი ტორპი ფეხბურთელების სოცქსელებშიც დაძვრება ხოლმე. იქ კი აღმოაჩინა, რომ მაკენზის გაიანური ფესვები აქვს და დაიწყო… გაიანას...









