თვე: თებერვალი 2019

Home 2019 თებერვალი
ჩანაწერი

ფეხბურთი ჩოგბურთს დაასპონსორებს

ესპანური ლა ლიგა ორგანიზაციულად და ფინანსურად იმდენად ძლიერი ორგანიზაციაა, ფეხბურთის ჩარჩოებით არ შემოიფარგლება და მიმდინარე წლიდან საჩოგბურთო დევისის თასის სპონსორი ხდება. 2019 წლიდან დევისის თასის ფინალური ეტაპი ნოემბრის თვეში საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატით ჩატარდება. „ლა ლიგა“ უკვე ოქტომბრიდან დაიწყებს საკუთარი საერთაშორისო რეპორტაჟებისას ამ ღონისძიების რეკლამირებას. კონტრაქტი კი მოქმედებას ამ უქმეებზევე დაიწყებს, როცა ლა ლიგა დევისის...

ჩანაწერი

არა – მაიმუნს

პირველად მატჩი შეჩერდება, მეორე ფაქტზე – თამაში შეწყდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მატჩების დროს რასიზმის გამოვლენის წინააღმდეგ წესები მკაცრდება. ფედერაციის გადაწყვეტილებას „ინტერის“ და „ნაპოლის“ შორის შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტი უძღოდა. ნეაპოლელთა მცველი, სენეგალური წარმომავლობის ფრანგი კალიდუ კულიბალი ტრიბუნებიდან რასისტული ხასიათის შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. ტრიბუნებიდან გულშემატკივრები ფეხბურთელს მაიმუნს ადარებდნენ. მოგვიანებით ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა:...

ჩანაწერი

ოუენი ალმირონმა დაჩრდილა

მართალია, ჯერ მხოლოდ საკონტრაქტო ციფრებით, მაგრამ „ნიუკასლის“ ხელმძღვანელობა იმედივნებს, რომ პარაგვაელი ნახევარმცველი მიგელ ალმირონი მოედანზეც არანაკლებ კვალს დატოვებს. „ნიუკასლს“ პრემიერლიგის კლუბებს შორის ყველაზე ხანდაზმული რეკორდი ეკუთვნოდა – 2005 წელს „რეალიდან“ „ნიუკასლში“ მაიკლ ოუენის 17- მილიონგირვანქიანი ტრანსფერი ითვლებოდა. კლუბის პრეზიდენტი მაიკ ეშლი მომჭირნე კაცია, მაგრამ რაფა ბენიტესმა მაინც გატეხა და ალმირონში ამერიკული „ატლანტა იუნაიტედიდან“ 21 მილიონ...

ჩანაწერი

გახსოვთ პიტერ კრაუჩი?

აყლაყუდა ფორვარდი, რომელსაც პრემიერლიგის გუნდების ლამის ნახევარი აქვს მოვლილი, 38 წლის მოყრილა. ამას ხელი არ შეუშლია პიტერისთვის, გუშინ, სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე რამდენიმე საათით ადრე პრემიერლიგაში დაბრუნებულიყო. „ბარნლიმ“ კრაუჩთან სეზონის ბოლომდე კონტრაქტის გაფორმება სპეციალური ვიდეორგოლით გააჟღერა, რომელშიც პატარა რობოტი მონაწილეობს – პიტერი ხომ ყოველი გოლის გატანას რობოტის ცეკვით აღნიშნავდა. კრაუჩი იმ მცირერიცხოვან ფეხბურთელთა რიცხვშია, პრემიერლიგაში 100...

ჩანაწერი

ზამერი: გერმანულ ფეხბურთს სახე ეკარგება

1996 წლის ევროპის ჩემპიონი, 51 წლის მათიას ზამერი ამბობს, რომ გერმანული ფეხბურთი უმძიმეს პერიოდშია. „თვითმყოფადობა ყველასთვის აუცილებელია. მე კი მრჩება შთაბეჭდილება, რომ გერმანულმა ფეხბურთმა სახე დაკარგა”, — თქვა მან დიუსელდორფში გამართულ SpoBis-ის კონგრესზე, რომელიც 2018 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ქვეყნის ნაკრების სუსტ გამოსვლასა და ბოლო პერიოდში ბუნდესლიგის კლუბების ცუდ ევროშედეგებს მიეძღვნა. ზამერის თქმით გერმანული ფეხბურთი ყოველთვის გამოირჩეოდა გამარჯვებულის...