პირველად მატჩი შეჩერდება, მეორე ფაქტზე – თამაში შეწყდება. იტალიის ფეხბურთის ფედერაციამ განცხადება გაავრცელა, რომლითაც მატჩების დროს რასიზმის გამოვლენის წინააღმდეგ წესები მკაცრდება.
ფედერაციის გადაწყვეტილებას „ინტერის“ და „ნაპოლის“ შორის შეხვედრის დროს მომხდარი ინციდენტი უძღოდა. ნეაპოლელთა მცველი, სენეგალური წარმომავლობის ფრანგი კალიდუ კულიბალი ტრიბუნებიდან რასისტული ხასიათის შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა.
ტრიბუნებიდან გულშემატკივრები ფეხბურთელს მაიმუნს ადარებდნენ. მოგვიანებით ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა:
„მე ვამაყობ ჩემი კანის ფერით. მეამაყება, რომ ვარ ფრანგი, სენეგალელი, ნეაპოლელი და უბრალოდ ადამიანი.“
ახალი წესებით კი ტრიბუნებიდან რასისტული შეძახილების შემთხვევაში მსაჯი თამაშს შეაჩერებს და ფეხბურთელები მოედნის ცენტრში შეიკრიბებიან. ხოლო ფაქტის განმეორების შემთხვევაში მსაჯი გუნდებს გასახდელისკენ გაუძღვება.
ავტორის პროფილი
- „სპაიდერმენი“, „ბეტმენი“, „სუპერმენი“... მასზე უნდა გადაიღო ფილმი სათაურით - „შემსრულებელმენი“. გიორგი დარჯანიას დაავალე - შეასრულებს, ოღონდ ხუთ საათამდე. ხუთის მერე ვეღარ იპოვი.
უახლესი პოსტები
დავთარი16/11/2025 | 18:55რისთვის ვეჩხუბებით ვილის?
დავთარი11/09/2024 | 13:52დაუსტვინე ბებიაშენს
დავთარი09/09/2024 | 23:29სამივლინებო ჩანაწერები
დავთარი06/07/2024 | 17:53გვიანი პასუხი ზეპ ბლატერს