ესპანური ლა ლიგა ორგანიზაციულად და ფინანსურად იმდენად ძლიერი ორგანიზაციაა, ფეხბურთის ჩარჩოებით არ შემოიფარგლება და მიმდინარე წლიდან საჩოგბურთო დევისის თასის სპონსორი ხდება.
2019 წლიდან დევისის თასის ფინალური ეტაპი ნოემბრის თვეში საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფორმატით ჩატარდება. „ლა ლიგა“ უკვე ოქტომბრიდან დაიწყებს საკუთარი საერთაშორისო რეპორტაჟებისას ამ ღონისძიების რეკლამირებას. კონტრაქტი კი მოქმედებას ამ უქმეებზევე დაიწყებს, როცა ლა ლიგა დევისის თასის კვალიფიკაციას გააშუქებს.
გარიგების ფინანსური დეტალები არ ხმაურდება. ლა ლიგისთვის ამგვარი თანამშრომლობა სულაც არ არის ახალი ხილი. შარშან ეს ორგანიზაცია ფორმულა 1- ს გუნდ „რენოს“ პარტნიორი იყო და ამას გარდა, ესპანეთის 62 სპორტული ფედერაციის მხარდამჭერია.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?