წელი: 2018

Home 2018
ბრეჟნევის კარის თამაშები
ჩანაწერი

ბრეჟნევის კარის თამაშები

რუსეთის გუნდი ზამთრის ოლიმპიადაზე საკუთარი დროშის გარეშე გამოვა და რუსის გამარჯვების შემთხვევაშიც არ აჟღერდება ვარიაცია სსრკ-ის ჰიმნის თემაზე. ეს ყველაფერი არნახული მასშტაბის დოპინგსკანდალის გამოძახილია, რუსებს სოჭის ოლიმპიადაზე გუნდური პირველობის დაკარგვად რომ დაუჯდათ. თავად რუსებმა თემას უმალ პოლიტიკური სარჩული გამოაკერეს – მსოფლიო შეთქმულებას გვიწყობენო. მიკვირს, არც ერთ დასავლელ სპორტულ ფუნქციონერს ან ჟურნალისტს აზრადაც არ მოსვლია მარტივი...

ლეო დორტმუნდში მიდის…
ჩანაწერი

ლეო დორტმუნდში მიდის…

რვაგზის ოლიმპიური ჩემპიონი,  11-გზის მსოფლიო ჩემპიონი, 100, 200 და ნებისმიერ მეტრზე სირბილში რეკორდსმენი უსეინ სენტ-ლეო ბოლტი მარტიდან „დორტმუნდში“ ვარჯიშს იწყებს. ეს საქმე მოაგვარა „პუმამ“, რომელიც იამაიკელი სპრინტერის და გერმანული კლუბის სპონსორია. რა უნდა „დორტმუნდში“?  31 წლის ბოლტს დიდი ხანია პროფესიული ფეხბურთის თამაში სურს. არაერთხელ უთქვამს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის“ და რუუდ ვან ნისტელროის ფანია და სირბილის...

ყაზახეთს რუსული თავი წააძრეს
ჩანაწერი

ყაზახეთს რუსული თავი წააძრეს

ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელი ალექსანდრ ბოროდიუკი მოხსნეს. 55 წლის რუსმა შარშან ამ დროს ჩაიბარა ნაკრები და მისი თავკაცობით 7 მატჩიდან 6 წააგეს. მსოფლიოს 2018 წლის შესარჩევში ბოლო ადგილი დაიკავეს და ესაა ყაზახეთის ნაკრების უცუდესი შედეგი ბოლო 12 წლის განმავლობაში. ალექსანდრ ბოროდიუკი დღეს ფეხბურთის ფედერაციაში მწვრთნელთა საბჭოზე დაიბარეს და გადაწყვეტილება იქ აცნობეს. იგი შარშან ფედერაცის გენმდივნის კანიშ...

20 წლის შემდეგ  (კოუტინიოს მემუარებიდან)
ჩანაწერი

20 წლის შემდეგ  (კოუტინიოს მემუარებიდან)

… აი, როგორ იყო სინამდვილეში „ბარსელონაში“ ჩემი გადასვლის ამბავი: 2017 წლის დეკემბრის ბოლოს ნეიმარმა დამირეკა,  15 მილიონი ევრო  მასესხეო. ვუპასუხე არ მაქვს მეთქი,  იანვარში „ბარსელონაში“ მინდა გადასვლა და 15 მე უნდა დავუმატო „ბარსას“,  ფული არ ჰყოფნით  და თუ დამეხმარები გადასვლაში, პირველივე ხელფასზე მოგცემო, ვუთხარი. მანამდე რონალდუს ან მესის ესესხე, მეთქი. მათი ვალი უკვე  მაქვს და...

ძაღლამდე პენალტი დააკლდა
ჩანაწერი

ძაღლამდე პენალტი დააკლდა

ჩემპიონშიპის „ნოტინგემ ფორესტმა”   ასოციაციის თასიდან „არსენალი” გააგდო – 4:2 მოუგო.  მასპინძელმა ერიკ ლიხაიმ დუბლი შეასრულა – პირველი და მეორე გაიტანა –  და მესამეც რომ მიეთვალა, ცოლი ძაღლს აჩუქებდა. მე-3 და მე-4 გოლები „ნოტინგემმა” პენალტებით შეაგდო, მაგრამ ლიხაის აღარ დაარტყმევინეს. პოლონური წარმოშობის, აშშ-ს ნაკრების მცველმა ნამატჩევს თქვა: „ცოლი შემპირდა,  ამ სეზონში ჰეთ-თრიქს  თუ შეასრულებ ძაღლს  გიყიდიო...

მარსელო: რეალი მოტყ…და
ჩანაწერი

მარსელო: რეალი მოტყ…და

„რეალმა” „სელტასთან” ცუდად ითამაშა, ვერ მოიგო (2:2) და ლა ლიგის ლიდერ „ბარსელონას” 16 ქულით ჩამორჩა. მადრიდელთა ბრაზილიელმა მცველმა მარსელომ მატჩის შემდეგ განაცხადა, რაცა ვართ ესა ვართ, მეტი არ შეგვიძლიაო. მარსელო არც გინებას მოერიდა. მოგეხსენებათ, ყველა ენაზე თავისებურად ილანძღებიან, ამიტომ ბრაზილიელის ფრაზის ზუსტ თარგმანს ნუ მოგვთხოვთ, მაგრამ დაახლოებით ასე ითქვა: „ჩვენ დათრგუნულები, მოტ….ები და ჩაძირულები ვართ....

მშიერთათვის
ჩანაწერი

მშიერთათვის

სხვა სფეროებისა აბა, რა გითხრათ და როდესაც საქმე ფეხბურთს და კულინარიას ეხება, ლუკას პოდოლსკი თავის სიტყვას ამბობს… თუმცა, სჯობს ასე ვთქვათ — თავის წილ მსუყე ნაჭერს იჭრის. 32 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა, რომელიც ნელ-ნელა კარიერის დასასრულს უახლოვდება, კიოლნში საშაურმე გახსნა. გახსნა და იქ ამბავი ატყდა… ხუთსაათიანი რიგი წარმოგიდგენიათ? ისეთი შთაბეჭდილება შეიქმნა, თითქოს, ქალაქში ვისაც შიოდა ყველა...

პეპა გოჭით მოგებული
ჩანაწერი

პეპა გოჭით მოგებული

„რომა“ გუშინ „ატალანტასთან“ შინ დამარცხდა (1:2), სტუმართა კაპიტან ალეხანდრო გომესისთვის კი ეს მოგება იყო საჩუქარი მისი გოგოგოს დაბადების დღეზე, რომელიც 3 წლის გახდა. ამასთან დაკავშირებით არგენტინელმა გომესმა კაპიტნის სამკლავურის დიზაინში ცვლილება შეიტანა. ოპულარული მულტფილმის  „პეპა გოჭის“  ნახატით  მკლავდამშვენებული გავიდა მოედანზე და გოჭიანი სამკლავურმა გამარჯვება მოუტანა.

მესის 400 დაუთვალეს
ჩანაწერი

მესის 400 დაუთვალეს

დღეს „ბარსელონა“ „ლევანტეს“ უმასპინძლებს და მესი პრიმერადივიზიონში მე-400 მატჩს ითამაშებს. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით „მარკამ“ მესის კარიერის 20 ციფრული ფაქტი დაალაგა: –  მესამეა  „ბარსელონას“ ისტორიაში ვინც 400-იანი გახდება ხავის ( 505 ) და ინიესტას ( 426 ) შემდეგ. – ყველაზე მეტი გოლი პრიმერადივიზიონში – 363 (48 პენალტით ). – 32070 წუთი,  355 მატჩი ძირითადში, 305 სრულად....

კორეა კორეაში ველური ბარათით
ჩანაწერი

კორეა კორეაში ველური ბარათით

ჩრდილოეთ კორეა თავის სპორტსმენებს სამხრეთ კორეაში გასამართ ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე სავარაუდოდ გაუშვებს. ამგვარი განცხადება საერთშორისო ოლიმპიურ კომიტეტში ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენელმა ჩან უნმა გააკეთა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ჩრდილოეთ კორეას ოლიმპიადაზე ფიგურისტების გაგზავნა სურს. ჩრდილოეთ კორეის დელეგაცია სავარაუდოდ მხოლოდ ორი სპორსტნებისგან იქნება შემდგარი. ესენი ფიგურისტები, 18 წლის იომ ტხე და 25 წლის კიმ იუ სიკი არიან. ოლიმპიადაზე...