სეზონი ბოლოსკენ მიდის და ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტისთვის ზედიზედ ორი წაგება, ერთობ საგანგაშო სიგნალი უნდა იყოს. ეგ კი არა, „დინამოს“ რომ „სიონისთვის“ მოეგო, დაკარგული ქულების გათვალისწინებით პირველ ადგილზე აღმოჩნდებოდა. არადა, საბურთალოელები ჩემპიონატის დაწყებიდან ლიდერობენ. მხოლოდ მერვე ტურში გაუსწრო „დინამომ“ და ისიც ბურთების უკეთესი სხვაობის წყალობით. საბურთალოელებს თამაშიც დალაგებული ჰქონდათ და 11 მატჩიანი წაუგებელი სერიაც გამოაცხვეს. ბოლო...
დღე: სექტემბერი 24, 2018
შესანიშნავი ექვსეული
ფრენბურთში მსოფლიო ჩემპიონატს 24-დან 6 ნაკრებიღა შემორჩა. მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასულ 16 ნაკრებს პირველ ეტაპთან შედარებით ბევრად უფრო სასტიკი პირობები დახვდა: რჩეულ ექვსეულში მოხვედრას შეძლებდა მხოლოდ ჯგუფებში პირველადგილოსანი ოთხი ნაკრები პლუს ოთხი მეორეადგილოსნიდან ორი საუკეთესო. იტალიის ნაკრები მეორე ჯგუფურ ეტაპზე გმირის სტატუსით გადავიდა. მშობლიური ტრიბუნებით შეგულიანებული აპენინელები კოჭებს ამტვრევდნენ სუსტ თუ ძლიერ მეტოქეებს და მეორე...
ქართული უიღბლობანი სიგნალების ქალაქში
ბაქო სიგნალების ქალაქია. აქ ყველა შუქნიშანთან საქორწინო მაყრიონი გეგონებათ, ისეთი პიპინ-ჭყვიტინია ატეხილი… საერთოდ, საზღვარგარეთ უფრო აფასებ შენს ქვეყანას და ჩემი უდიდესი პატივისცემა თბილისელ ტაქსისტებს, მათთან შედარებით აქაურები გზააბნეული ცხვრებივით არიან. როცა, მეოთხე, თუ მეხუთე ტაქსისტმა ჩვენგან გაიგო ნაციონალური ტანვარჯიშის დარბაზის არსებობა და გაოცებულებმა აღმოაჩინეს რომ მათ ქალაქში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდებოდა, მე და ჩემმა მეგობრებმა საქმის...
სერი მგლებთან დაბრუნდა
ამ სტრიქონების წერა რომ დავიწყე, „მანჩესტერი“ – „ვულვზის“ დასრულებამდე 15 წუთი რჩებოდა და ანგარიში 1:1 იყო, თუმცა უმთავრესი ამბავი „ოლდ ტრაფორდზე“ მატჩის დაწყებამდე მოხდა. მსაჯის სასტარტო სასტვენამდე 15 წუთით ადრე გუნდებისთვის განკუთვნილი გვირაბიდან სერ ალექს ფერგიუსონი გამოვიდა, თუმცა მოედანზე არ გასულა და ლოჟაში დაიკავა ადგილი. უნდა გენახათ ეს კადრები და მოგესმინათ ტრიბუნების რეაქცია. სხვაგვარად სრულად...
რონალდუ დაჯილდოების ცერემონიალზე არ ჩავა
დღეს, ლონდონში ფიფას გალა წარმოდგენაა — საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება. და ცნობილი გახდა, რომ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელის არჩასვლის მიზეზი ოფიციალურად, სუფთა სპორტულია: მის გუნდს, „იუვენტუსს” კვირას სტუმრად „ფროზინონესთან” ჰქონდა თამაში, რომელიც 2:0 მოიგო, ხოლო ოთხშაბათს ის „ბოლონიას” მასპინძლობს. ასეთ დატვირთულ გრაფიკში მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშეს ლონდონში ჩასაფრენად დრო აღარ რჩება. „იუვენტუსმა” არგუმენტის...
სანე და მაიერი ევროვიტრინაზე
დავიწყოთ, ლეროი სანეთი, რომელზეც ამბობენ, „იუვენტუსის” პატრონ ანდრეა ანიელის ძალიან მოსწონს და კრიშტიანუ რონალდუს ყიდვით ჯიბეშეთხელებული ფინანსურად წელში რომ გასწორდება, მის გადაბირებას შეეცდებაო. ეს ცნობა „კალჩომერკატომ” გაავრცელა. გერმანელი 22 წლისაა. ბოლო დროს, აქა-იქ დაიწერა, რომ მას „მანჩესტერ სიტის” თავკაც პეპ გვარდიოლასთან ურთიერთობა ცოტა გაუფუჭდა და როგორც ჩანს „ბებერი ქალბატონი” სწორედ ამით აპირებს სარგებლობას. თუმცა, აქ...





