Breaking News

Month: June 2018

No image

ძმები

საინტერესო ტური გამოდგა. ჯამში 21 გოლი გავიდა და პირველი ტურის რეკორდს (22) ერთით ჩამორჩა. სამაგიეროდ, ყველაზე უხვგოლიანი მატჩის მომსწრენი გავხდით: „კოლხეთი“ – „დინამო“ ზესტაფონში 3:6 დამთვრდა.  წლეულს ერთ შეხვედრაში  9 ბურთი მანამდე არ გასულა (სარეკორდო „ჩიხურასა“  და იმავე „კოლხეთის“ პირველი ტურის შვიდგოლიანი მატჩი გახლდათ 6:1). ზესტაფონში რამდენიმე დინამოელი გამოირჩა. დუბლი და ერთი საგოლე პასი მიითვალა…

Read more

ბრაზილიას ავცდითო? ჯობს შვედეთის ეშინოდეთ!

სვენ-გორან ერიქსონი ფიქრობს, რომ ინგლისის ნაკრები უმალ ბრაზილიას მოუგებს ვიდრე მის მშობლიურ შვედეთს. შეგახსენებთ: მერვედფინალში ინგლისელები კოლუმბიას ხვდებიან და თუ აჯობებენ, მეოთხედფინალში შვედეთსა და შვეიცარიას შორის გამარჯვებულთან მოუწევთ საქმის დაჭერა. ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩის წინ, სადაც ინგლისი ბელგიას ეთამაშა, ლა მანშს გადაღმა დიდი ბჭობა იყო — ბელგიელიბს პირველი ადგილი განზრახ ხომ არ დავუთმოთ ფლეი-ოფის უფრო…

Read more

ჩემს ამპლუაში საუკეთესო ბუსკეტსია

ბრაზილიის ნაკრებისა და „რეალის” ნახევარმცველმა კაზემირომ თქვა, რომ მის ამპლუაში მსოფლიოში საუკეთესო ბარსელონელი სერხიო ბუსკეტსია. „რეალისა” და „ბარსას” ქიშპიდან გამომდინარე კაზემიროს ასეთმა ნათქვამმა ბევრი გააოცა. „ჩემს პოიციაზე ბევრი ვარსკვლავი არ არის ასარჩევად რომ იყოს საქმე, მაგრამ თუ ერთის გამორჩევას მთხოვთ, სერხიო ბუსკეტსს დავასახელებდი. ის მსოფლიოში საუკეთესოა. მე მას უდიდეს პატივს ვცემ. ძალიან ძლიერები არიან კანტე…

Read more

თუ ახლა არა, ყატარში

საფრანგეთის ნაკრებისა და „ატლეტიკოს” 27 წლის ვარსკვლავმა ანტუან გრიზმანმა „ფიგაროს” ინტერვიუ მისცა. როგორც ირკვევა, მან ეს იმიტომ გააკეთა, რომ კითხვები ჟურნალისტებმა კი არა, ფრანგმა სპორტსმენებმა დაუსვეს. ჩოგბურთელ ჟო-ვილფრიდ ცონგას, მაგალითად აინტერესებდა რა გეგმები აქვს გრიზმანს სამომავლოდ. „მინდა გავხდე მსოფლიოს ჩემპიონი, მოვიგო ჩემპიონთა ლიგა, შემდეგ კი სათამაშოდ აშშ-ში წავიდე. ეს გეგმა საბუთი რომ იყოს ახლავე მოვაწერდი…

Read more

Kaputt!

ფეხბურთს 22 კაცი თამაშობს, ბოლოს კი ყოველთვის გერმანია იმარჯვებს – გარი ლინეკერის ათეულწლობით გამყარებული ეს საფეხბურთო აქსიომა დაიმსხვრა. აკი დაწერა კიდეც სოციალურ ქსელში ინგლისელთა ექსვარსკვლავმა, ფეხბურთი მარტივი თამაშია, სადაც 22 კაცი 90 წუთის მანძილზე ბურთს დასდევს, ბოლოს კი გერმანელები ყოველთვის ვერ იმარჯვებენ. წინა ვერსია ისტორიას დარჩაო… მსოფლიო მასშტაბის ხმაური მოჰყვა გერმანელების ჯგუფში ჩარჩენას. ასეა, როცა…

Read more

ყვითელი ბარათი მატრასს!

ბრაზილიისა და სერბეთის თამაში ცხრა წუთის დაწყებული იყო, როდესაც „სელესაოსა” და „რეალის” მარცხენა მცველი მარსელო გაჭირვებით გავიდა მოედნიდან. მას სახე ტკივილისგან ჰქონდა შეწუხებული. ბრაზილიელთა გასახარად შეხვედრა 2:0 დასრულდა, მარსელომ კი ინსტაგრამზე დაწერა, რომ არაფერი სჭირს და მოედანს მალე დაუბრუნდება. „ღვთის მადლით ცუდი არაფერია. უმოკლეს დროში მოედანზე ვიქნები”, — თქვა 30 წლის ვარსკვლავმა. მერვედფინალში ბრაზილია მექსიკას…

Read more

და გაზა?

აი, რამდენი რამე ხდება მსოფლიო თასზე და რამდენი განცდა, ტკივილი და სიხარული იფრქვევა ეკრანიდან, მოედანზე და მოედნის გარეთაც უამრავი დიდი და პატარა ამბავი ხდება და მაყურებელს ერთგვარი სევდაც კი იპყრობს ხოლმე, როცა ჯგუფური ეტაპი დასრულდება და მსოფლიო თასის პირველი უფეხბურთო დღე დადგება ხოლმე. მთელს ამ პირველი წრის ორომტრიალში, ერთ-ერთი ყველაზე დრამტული არგენტინის ნაკრების ჯგუფიდან გაღწევის…

Read more

ესპანელთა უდიდესი პრობლემა იეროა

„ესპანეთის ნაკრების მთავარი პრობლემა ფერნანდო იეროა”, — ამბობს „რეალის”, „ატლეტიკოს” და „ბარსელონას” ყოფილი ვარსკვლავი, 58 წლის გერმანელი ბერნდტ შუსტერი. „იერო მწვრთნელი არ არის. ასეთ დონეზე მუშაობის გამოცდილება მას არ აქვს. ფეხბურთელობა და მწვრთნელობა სხვადასხვაა. მწვრთნელს ძალიან მკაფიო გეგმა უნდა ჰქონდეს”, — დასძინა შუსტერმა მასშტაბით მეორე ესპანურ რადიო „ონდა სეროსთან” ინტერვიუში. ისტორია, თუ როგორ გადაიქცა ფერნანდო…

Read more

გერმანულ ფეხბურთში განათლების დეფიციტია

გერმანიის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბერტი ფოგტსი თანამემამულეებს მდგომარეობიდან გამოსვლის არატრადიციულ ხერხს სთავაზობს. „რაინიშე პოსტისთვის” მიცემულ ინტერვიუში ფოგტსმა თქვა: „დღეს მკვეთრი გადაწყვეტილების მიღებას აზრი არ აქვს. აჯობებს ექსპერტების აზრი მოვისმინოთ. რატომ არ უნდა მოვიწვიოთ საფეხბურთო კავშირის ოფისში იურგენ კლოპი, დავიდ ვაგნერი, გერონტ რორი და სხვები, რათა მათ იმსჯელონ და თავიანთი აზრი გამოთქვან?” ფოგტსი, რომელმაც ბუნდესნაკრები 1996…

Read more

ყვითლით დამარცხებული

სენეგალი გახდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში პირველი გუნდი, რომელიც შეჯიბრებას ფეარ-ფლეის კრიტერიუმით, მეტი ყვითელი ბარათის გამო გამოეთიშა. დამარცხების სიმწარის მიუხედავად, აფრიკული გუნდის თავკაცი ალიუ სისე თავისი გუნდით ამაყობს და ამბობს, რომ ის ვერ ეტყოდა თავის ფეხბურთელებს სხვანაირად ეთამაშათ — რამენაირად ისე მოეხერხებინათ, რომ მსაჯებს მათთვის ნაკლები ყვითელი ეჩვენებინათ. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში კოლუმბიასთან 0:1 დამარცხების შემდეგ…

Read more

ცოტა სერიოზულად, ბიჭო!

გამეფებული, ფრთიანი, გამოუვალი მდგომარეობიდან გამოსაყვანი ფრაზა გახლავთ –  „ფეხბურთის თამაში ყველამ ისწავლა“. ეს განსაკუთრებით ქართველებს გვიყვარს თქმა ალბანელებზე, ლუქსემბურგელებზე, მალტელებზე… მეორე მხრივ, ვუყურებ მონდიალის მერვედფინალში გასულთა სიას და თექვსმეტი ნაკრებიდან ათი ევროპულია, ოთხი სამხრეთამერიკული, ერთი ჩრდილოამერიკული (ისიც, ტიპიურ სამხრეთამერიკულს თამაშობს დღე და მოსწრება – მექსიკა) და მხოლოდ ერთია გამონაკლისი – იაპონია. ისიც, ვაი, იაპონელთა ასეთ…

Read more

ლეოს ყოველდღე ვხედავ

საფრანგეთის ნაკრების მცველი სამუელ უმტიტი ბარსელონელი თანაგუნდელის, ლეო მესის მიმართ უდიდესი სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ ხვალ, ყაზანში, არგენტინის ნაკრებთან მერვედფინალურ შეხვედრაში მასთან დაპირისპირება მოუწევს. უმტიტი უკვე ორი წელიწადია რაც მესისთან ერთად „ბარსელონაში” თამაშობს. არგენტინის წინააღმდეგ ის ძირითად შემადგენლობაში იქნება, მითუფრო, რომ დანიასთან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში დიდიე დეშამმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან ერთად დაასვენა. „ბარსელონაში მესის ყოველდღე ვხედავ….

Read more

ნევილი ნახევარფინალშია

1990 წლის შემდეგ ინგლისის ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გასვლის საუკეთესო შანსი აქვს — ასეთია გარი ნევილის აზრი. ვეტერანს სწამს, რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში ბელგიასთან 0:1 დამარცხების მიუხედავად გულშემატკივარი ოპტიმისტურად უნდა იყოს განწყობილი. ახლა ინგლისი სამშაბათს, 3 ივლისს, 22 საათზე, მოსკოვში კოლუმბიას შეხვდება. გამარჯვებული მეოთხედფინალში გავა, სადაც შვედეთსა და შვეიცარიას შორის მოგებულს დაუპირისპირდება. ამ ეტაპზე…

Read more

აქეთ წახვალ – იოლია; იქით წახვალ – ბრაზილია

სათაური ცოტა შევაკოხტავეთ. მუნდიალზე არაფერი არაა ადვილი, მაგრამ დავწერთ და თავად ნახავთ განსხვავებას. მაგარი ამბები დატრიალდა მუნდიალის G ჯგუფში. დღეს ინგლისი-ბელგიაა, ორივე გასულია ჯგუფიდან, ორივეს ექვს-ექვსი ქულა აქვს და ორივეს ბურთების ერთნაირი შეფარდება – 8:2. თუ ფრედ მორჩა, ბარათების რაოდენობით გადაწყდება პირველ-მეორეადგილოსანი. მაგრამ ამაზე კი არა, სხვა რამეზე გავამახვილებთ ყურადღებას… ეჭვი გვაქვს, არცერთს არ უნდა…

Read more

დაიმსხვრა

მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩარჩენის შემდეგ გერმანიის ნაკრების მწვრთნელ იოაჰიმ ლიოვს თავისი მომავლის შესახებ გარკვევით არაფერი უთქვამს. ამ თემაზე „შპორტბილდს” ქვეყნის საფეხბურთო კავშირის ბოსი რაინჰარდ გრინდელი დაელაპარაკა ორიოდ სიტყვით. „ლიოვს წუხელ ველაპარაკე. იმაზე შევჯერდით, რომ რას და როგორ მოვიმოქმედებთ, უახლოეს დღეებში გადავწყვეტთ”, — ბრძანა გრინდელმა. კორეასთან 0:2 წაგების შემდეგ ZDF-ისთვის მიცემულ ინტერვიუში თავად 58…

Read more

ფლეი-ოფში მხოლოდ შმეიხელები გადიან

მოსკოვის „ლუჟნიკებზე“ მისულმა 78 ათას ქომაგზე მეტმა გუშინ მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის პირველი უგოლო ფრე იხილა და მსაჯის სასტვენთან ერთად სტვენით შეაცილა გასახდელში საფრანგეთისა და დანიის ნაკრებები. უსახურმა ფრემ ორივე გუნდი მერვედფინალში გაიყვანა. თითქოს ფრანგებისთვის არაფერი, მაგრამ დანიური ფეხბურთის ისტორიაში კი ჩაიწერა – ამ ქვეყნის ნაკრებმა 20-წლიანი პაუზის შემდეგ ისევ მოიპოვა მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფის საგზური და…

Read more

კოუტინუ პელეა?

ძველი თაობის გულშემატკივარს ეხსომება შეკითხვა: მარადონა პელეა? ეს 70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისის ამბავია, როდესაც დიეგო დიდ ფეხბურთში პირველ ნაბიჯებს დგამდა. იმ პერიოდში ყველა ახალშობილ ვარსკვლავს პელეს ადარებდნენ, რადგან ეტალონი ის იყო. და აი, გუშინ, ბრაზილიისა და სერბეთის ნაკრებთა თამაშის შემდეგ, რომელიც „სელესაომ” 2:0 მოიგო კვლავ მოგვეცა „ფეხბურთის მეფის” ხსენების საშუალება: კოუტინიუ პელეა?…

Read more

რა უთხრა სინამდვილეში სამპაოლიმ მესის

სოციალურ ქსელებში დაირხა ხმა, რომ არგენტინისა და ნიგერიის შეხვედრის ერთ-ერთ საკვანძო მომენტში, როდესაც „ალბისელესტეს” თავკაცმა ხორხე სამპაოლიმ აუტის ხაზთან ლეო მესი იხმო, კაპიტნისგან სერხიო აგუეროს შეყვანის ნებართვა ითხოვა. მსოფლიო მოიარა კადრებმა, როგორ ეუბნება სამპაოლი მესის რაღაცას და როგორ უქნევს ის თანხმობის ნიშნად თავს. კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” ეს ჭორი უარყო და დაწერა, თუ რა მოხდა სინამდვილეში….

Read more

იოზილმა გულშემატკივარზე გაიწია

მესუთ იოზილს გერმანელ გულშემატკივრებთან კონფლიქტი მოუვიდა. მსოფლიოს აწ უკვე ყოფილმა ჩემპიონებმა კორეის ნაკრებთან 0:2 წააგეს და არათუ მერვედფინალში ვერ გავიდნენ, არამედ F ჯგუფში ბოლო ადგილზე ჩარჩნენ. გერმანია 1938 წლის შემდეგ მსოფლიოს ჩემპიონატის პირველი ეტაპიდან არ გავარდნილა. კორეელებთან დამარცხებამ გერმანელი გულშემატკივარი საშინლად აღაშფოთა. ასეთი შედეგის წარმოდგენა მათთვის ძნელი იყო. და როდესაც ბუნდესმანშაფტის დაზაფრული მოთამაშეები გასახდელისკენ მიემართებოდნენ,…

Read more

დალიე, გადადი ალავერდი…

უეფამ შესწორება შეიტანა საკუთარ დებულებაში: ამიერიდან ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის ლიგის თამაშებზე ალკოჰოლურ სასმელებზე ხსნილია. „მატჩის ორგანიზატორს უფლება აქვს, სტადიონზე მისთვის მიკუთვნებულ მიმდებარე ტერიტორიაზე გაყიდოს ალკოჰოლური სასმელები მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობის ფარგლებში“, – ამგვარია ახალი ფორმულირება, რომელიც მატჩების ორგანიზატორებსაც და უეფასაც ბევრმილიონიან მოგებას უქადის, თუმცა უცნობია, ტრიბუნაზე რა მხრით შემოტრიალდება ეს ალკოჰოლური დეკრიმინალიზაცია. საქართველოს კანონმდებლობით კი…

Read more

სწრაფზე სწრაფი იაპონელი

გახურდა დიდი საჭადრაკო ტურნე (Grand Chess Tour) – საჭადრაკო სუპერტურირთა სუპერსერია, თავის შემადგენლობით მსოფლიო ჩემპიონატსაც რომ ფორას მისცემს. წელს ტურნე ხუთეტაპიანია: “თქვენი სვლაა” (Your next move) ბელგიურ ლოივენში, 12-16 ივნისს, ფილიპინო-ამერიკელმა უესლი სომ მოიგო, ხოლო პარიზში ტურნეს მეორე ეტაპზე (Paris GTC), ასევე ამერიკელმა, ოღონდ იაპონელმა ჰიკარუ ნაკამურამ იხეირა. შეჯიბრში პლანეტის 10 ბობოლა დიდოსტატი მონაწილეობდა, რომელთაც…

Read more

საფეხბურთო კალკულატორი

სწორედ ამგვარი რამ დადო საკუთარ საიტზე ესპანურმა „მარკამ“. შეგყავთ ნებისმიერი ჯგუფის დარჩენილი ორი შეხვედრის ნებისმიერი სავარაუდო შედეგი და კალკულატორი გთაზობთ ცხრილს, რომელიც ამ შედეგების პირობებში მიიღება. თუმცა, არის ნიუანსები, რომელსაც ვერც ერთი კალკულატორი ვერ გათვლის – ფიფას ფეარ ფლეის საჯარიმო ქულები, რომელიც საქმეში ჩაერთვება, თუკი ორ ან მეტ გუნდს ყველა სხვა მონაცემი თანაბარი აღმოაჩნდებათ. კიდევ…

Read more

ვისი ვალი აქვს ტონი კროოსს?

შვედეთთან გატანილი გოლის გამო ტონი კროოსს მავანი ინგლისელის,  ლი რობინსონის  5250  გირვანქა ვალი დაედო. რობინსონს 5 გირვანქაში 1050 კუშიანი ბილეთი დაუწერია: მექსიკა – სამხრეთ კორეა 2:1, ბელგია – ტუნისი: ლუკაკუს დუბლი და გერმანია – შვედეთი: კროოსი გაიტანს საჯარიმოს გარედან. იმ წუთისთვის, როცა შვედების კარში ჯარიმა დაინიშნა, ლუკაკუს უკვე დუბლი ჰქონდა, მექსიკამ მოიგო 2:1 და საჯარიმოს…

Read more

მესის მესამეობა შეეყარა

ისლანდიასთან მატჩის შემდეგ ვწერდით, რომ ლეო მესი მესამე არგენტინელი შეიქნა, ვინაც მსოფლიო ჩემპიონატზე პენალტი გააცუდაო. წუხელ ლეომ ნიგერიას გაუტანა და ასევე მესამე არგენტინელი შეიქნა მარადონასა და ბატისტუტას შემდეგ, ვისაც სამ მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია. მესი პირველია, ვისაც საკუთარი ასაკის სამ სხვადასხვა ათწლეულში მსოფლიო ჩემპიონატზე გაუტანია: 2006 წელს  – 19 წლის იყო, 2014 წელს – 28 წლის,…

Read more

ბელგიას უნდა მოვუგოთ

ინგლისის ნაკრების მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა თქვა, რომ მის გუნდს ამჯერად მხოლოდ ერთი მიზანი აქვს — ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრაში ბელგიას მოუგოს. ეს საკითხი იმიტომ წამოიჭრა, რომ G ჯგუფის ორივე ლიდერს 6 ქულა აქვს და გაჩნდა მოსაზრება, რომ ბოლო შეხვედრაში განზრახ წაგება, მეორე ადგილზე გასვლა და მსოფლიოს ჩემპიონატის ბადის შედარებით სუსტ მხარეს მოხვედრა უფრო ჭკვიანური საქციელი…

Read more

დიეგო საავადმყოფოში წაიყვანეს

რუსეთში ეტყობა იღება… ან, შეიძლება არგენტინიდან ჩაიტანა. ასე იყო თუ ისე, გუშინ ტელეეკრანიდან მთელმა მსოფლიომ ნახა რა დღეში იყო საგანგებო ლოჟაში მჯდომი დიეგო მარადონა: ხან ღმერთს ელაპარაკებოდა, ხან ეძინა და ბოლოს არგენტინელთა გამარჯვების გოლს გიჟივით ზეიმობდა, შემდეგ კი ცუდად გამხდარა. გარშემო მყოფთ შეშინებიათ გულის შეტევა არ იყოსო და პეტერბურგის სტადიონზე მობილიზებული სასწრაფო უხმიათ. სასწრაფოს დაუდგენია,…

Read more

მინდა ქუჩაში ჯანმრთელმა და მხარბეჭიანმა ქართველებმა იარონ

შიდოკანი – საბრძოლო სამჭიდი, რომელიც კარატეს, კიკბოქსინგსა და MMA – ს (ბრძოლა წესების გარეშე) აერთიანებს. სპორტსმენები სამრაუნდიან ბრძოლაში რიგრიგობით სამივე ამ სახეობაში ერკინებიან ერთმანეთს. ბუნებრივია, სანახაობრივი სპორტია და მთელი მსოფლიოს მასშტაბით პოპულარულიც. საქართველოში შიდოკანის ფედერაცია ზუსტად ოცი წლის წინ დაფუძნდა. დამფუძნებელი და უცვლელი პრეზიდენტი იოსებ კობერიძე გახლავთ – შავი ქამრის V დანის მფლობელი ორ სხვადასხვა…

Read more

კეილორ ნავასის მფარველი ანგელოზი

ამბობენ, რომ კვირას, მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალში რუსეთის ნაკრების წინააღმდეგ ესპანელების კარს დავიდ დე ხეა აღარ დაიცავს. მის ნაცვლად ძელებს შორის 23 წლის ბილბაოელი კეპა არისაბალაგა ჩადგებაო. დე ხეა „მანჩესტერ იუნაიტედის” გოლკიპერია, მას მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო მეკარეს უწოდებენ, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მიმდინარე მონდიალზე, სამ შეხვედრაში კარში სულ ექვსჯერ დაურტყეს და ხუთი გოლი გაუშვა. ასეთი…

Read more

ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი

ირანის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი კარლუშ კეირუში განრისხდა, რადგან მისი გუნდისა და მისი სამშობლოს გუნდის შეხვედრაში მსაჯმა კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან არ გააძევა. რომ გაეძევებინა, პორტუგალიის ეროვნული გუნდი, რომელსაც კეირუში როგორც პატრიოტი წესით უნდა გულშემატკივრობდეს, მერვედფინალში მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩებოდა, მაგრამ დიდი მატჩის ოხშივარში გახვეული მწვრთნელისთვის ეს, როგორც ჩანს, სულერთი იყო. „როდესაც ფეხბურთელი მეტოქეს იდაყვს ურტყამს, ის…

Read more

ექვსი ფავორიტი და სხვანი

პირველმა ორმა ტურმა გარკვეული წარმოდგენა შეგვიქმნა თითოეული გუნდის მზადყოფნის, მათი პლუსებისა და მინუსების შესახებ. ეგ კი არა, ევროპელმა ექსპერტებმა პროცენტულადაც კი აწონეს ყველა გუნდის შანსები და აღმოჩნდა რომ ფავორიტი ექვსია. მივყვეთ თანმიმდევრობით. ბრაზილია – 25% ბრაზილიელები რუსეთში აშკარა ფავორიტის რანგში ჩავიდნენ. მათი რეიტინგი ოდნავ კი შეირყა, მაგრამ რამდენიმე მიზეზის გამო მაინც ლიდერია. 1. ბოლო ორი…

Read more

მოუნდათ ბიჭებს გოლი…

რა აღარ ხდება. მათ შორის სისულელეებიც. ორიოდ დღის წინ გაგაცანით ცნობა იმის თაობაზე, რომ თურმე მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილე გუნდებს შორის დაირხა ხმა, თითქოს გოლს რომ გაიტან საზეიმოდ მთელი გუნდით არ უნდა გადაცდე მოედნის ფარგლებს, რადგან მეტოქეს უფლება აქვს ბურთი ცენტრში დადოს და სანამ შენ ხაზებს გარეთ გიხარია, გოლი გაგიტანოს. კონკრეტული ფაქტებიც გვეწერა: ინგლისმა და პორტუგალიამ…

Read more

ზლატან, f*** off-ო

ზლატანმა, მე უკეთ ვითამაშებდი ვიდრე შვედეთის მთელი ნაკრებიო. მოგეხსენებათ, ლეგენდარული თავდამსხმელი მსოფლიოს ჩემპიონატზე არ წაიყვანეს. F ჯგუფში შვედეთმა პირველი შეხვედრა კორეას მოუგო 1:0, მეორე კი გერმანიასთან 1:2 წააგო, რაც იმას ნიშნავს, რომ ახლა მესამე ადგილზეა და ხვალ მექსიკასთან აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. იბრაჰიმოვიჩი თამაშს შინიდან უყურებდა და როდესაც ESPN-მა ჰკითხა რა უფრო სანერვიულოა, სახლიდან ყურება თუ…

Read more

16 წლის კროოსი საქართველოში

ტონი კროოსი გერმანიის გმირია. ყველამ ნახა ოქროს დარტყმა შვედებთან 95-ე წუთზე, რამაც მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ჯგუფში ჩარჩენას გადაარჩინა. ფაქტობრივად, მკვდარი გერმანია გააცოცხლა კროოსმა, რომელსაც პირველი ოფიციალური სანაკრებო მატჩი… ბოლნისში აქვს ჩატარებული. დიახ, ეს იყო 2006 წელს, ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე. მაშინ ერთ-ერთ ჯგუფს საქართველომ უმასპინძლა: საქართველო, გერმანია, რუსეთი, მაკედონია… პირველ ტურში ქართველებმა რუსებთან…

Read more

მეორე და სამართალი

ყველაფერს სიდნეიში ეპასუხა. 11 ივლისს, ბრისბენში, ცამეტკაცა რაგბის ელიტარული, “სთეით ოფ ორიჯინ”-სერიის ბოლო მატჩი გაიმართება, რომელსაც სპორტული ინტერესი ვეღარ ექნება: ახალი სამხრეთ უელსის ნაკრებმა 24 ივნისს სერიის მეორე მატჩიც მოუგო ქუინზლენდის ნაკრებს და წლის უდიდეს საცამეტკაცო მოვლენას გამარჯვების ბეჭედი დაასვა. გასაგებია, რომ ეს რაგბია, თამაში, სადაც ქულები ყველაფერი არ არის და თითოეულ გამარჯვებას ფასი ადევს,…

Read more

ბოატენგი მიწასთან გაასწორეს

„მანჩესტერ იუნაიტედის” წარსულში ცნობილმა ფეხბურთელებმა, ირლანდიელმა როი კინმა და ინგლისელმა გარი ნევილმა ბრიტანეთის ტელეეთერში გერმანიის ნაკრების ცენტრალური მცველი ჯერომ ბოატენგი აბუჩად აიგდეს. ეს მსოფლიოს მოქმედ ჩემპიონთა და შვედეთის მატჩის გარჩევისას მოხდა. შეგახსენებთ, რომ ტონი კროოსის მიერ ბოლოწამს გატანილი გოლით გერმანელებმა 2:1 გაიმარჯვეს. „ბოატენგი სამოყვარულო ლიგის ფეხბურთელივით დარბოდა. მოაშორონ იქიდან, მისი თამაში სამარცხვინოა. შეხვედრის ბოლოს გერმანია…

Read more

კუნთები ჩვენი საქმე არ არის

ესპანეთის ნაკრების მწვრთნელს ფერნანდო იეროს პრეს-კონფერენციაზე ჰკითხეს ხომ არ აპირებს მაროკოსთან უფრო ათლეტური გუნდით თამაშს და საერთოდაც, ხომ არ გადახედავდა სამომავლოდ „ლა როხას” სტილს. „კუნთები მოედნის ცენტრში? არა, კუნთები ჩვენი საქმე არ არის… ჩვენ სხვა უპირატესობა გვაქვს და ეს კუნთები არ გახლავთ. გულწრფელად გეუბნებით, ჩვენ თამაშის საკუთარი სტილი და მისი შესაბამისი ფიზიკური მომზადება გვაქვს, აქცენტის კუნთებზე…

Read more

რატომ განრისხდა მო სალაჰი?

ამბობენ, მოჰამედ სალაჰი ისე გაბრაზდა, ეგვიპტის ნაკრებიდან კინაღამ გაიქცაო. გაქცევის ამბავი სავარაუდოდ გადაჭარბებულია, მაგრამ როგორც ჩანს მიხვდა, რომ გამოიყენეს — ჩეჩნეთის პრეზიდენტმა რამზან კადიროვმა მას რესპუბლიკის საპატიო მოქალაქეობა უბოძა. მავანი იტყვის მერე რა მოხდაო, არადა „სანმა” შეიტყო, რომ „ლივერპულის” 26 წლის ვარსკვლავს ძალიან წყენია, ეგვიპტის ფეხბურთის ფედერაციამ პოლიტიკურ სათამაშოდ ქცევისგან რომ არ დაიცვა. როგორც ამბობენ…

Read more

Das ist fantastisch

წუხელ ლამის ჯგუფში ჩასარჩენად განწირულმა გერმანიამ კიდევ ერთხელ აგვიხსნა, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. იოაჰიმ ლიოვის შეგირდებმა შვედებს ჯერ ანგარიში გაუთანაბრეს და სულ ბოლო წამებზე გამარჯვებისაც გაიტანეს. ახლა გერმანია ბოლო ტურის წინ შვედეთთან უპირატეს მდგომარეობაშია. ბოლო ან დამატებულ წუთებზე გოლისას ამბობენ ხოლმე, „ფერგის წუთზე“ გაიტანაო… არადა, გერმანიის ნაკრებს იმდენი მატჩი გადაურჩენია საფინალო სასტვენამდე წუთებით ადრე,…

Read more

ოქროს ბიჭუნას დაბრუნება

ამ ტურში,  წლევანდელი სეზონის ერთ-ერთი გამოსარჩევი ამბავი მოხდა. „ლოკომოტივი“ – „კოლხეთის“ მატჩის 92-ე წუთზე მინდორზე დავით ჯიქიას ნაცვლად ლევან ყენია გამოჩნდა – ქართული ფეხბურთის ოქროს ბიჭუნა და ტკივილი. 27 წლის ნახევარმცველმა მძიმე ტრავმა მოირჩინა და თითქმის ორწლიანი უქმობის შემდეგ პირველად ითამაშა. შეგახსენებთ, რომ ყენიამ კარიერა სწორედ რკინიგზელთა გუნდში დაიწყო, შემდეგ წლების განმავლობაში გერმანიაში („შალკე,“ დიუსელდორფის…

Read more

მოყვარულთა ეროვნული მასშტაბი

ყველა დიდი საქმე წვრილმანიდან იწყება, თუმცა ვიდრე სერიოზულ სახეს მიიღებს, სერიოზულივე დრო სჭირდება. ამას წინათ საქართველოს სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაციის შესახებ მცირე ინფორმაცია მოგაწოდეთ, მაგრამ თემა იმდენად საინტერესო იყო, გადავწყვიტეთ ჩავღრმავებოდით – როგორ შეძლო რამდენიმე ენთუზიასტმა სამ წელიწადში ეროვნულ, მერე კი საერთაშორისო დონეზე გასვლა. სამოყვარულო ფეხბურთის ასოციაცია 2015 წლის სექტემბერში დაფუძნდა და მისი ეგიდით პირველი შეხვედრა…

Read more

შემადგენლობას ფეხბურთელები დააყენებენ…

დღეს ლეო მესი 31 წლისა გახდა, მაგრამ, სავარაუდოდ, დღესასწაულის გუნებაზე არ არის. როგორც არგენტინული პრესა წერს, მათი ქვეყნის ნაკრები ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მწვავე კრიზისსს განიცდის. გუშინ „ალბისელესტეს” ბანაკში დიდი თათბირი გაიმართა — ვარჯიშის წინ ფეხბურთელები და მწვრთნელები შეიკრიბენ. შეკრებიდან გამოსული ჭორების თანახმად გუნდში ურთიერთობა ისე დაიძაბა, რომ მოთამაშეებმა გადაწყვიტეს სამშაბათს, 26 ივნისს, 22 საათზე, ნიგერიის…

Read more

გაქაჩვა მატჩის შემდეგ (ვიდეო)

გერმანიისა და შვედეთის მატჩის დამთავრების შემდეგ შვედების მწვრთნელს იან ანდერსონს გერმანელთა მენეჯერთან ოლივერ ბირჰოფთან კონფლიქტი მოუვიდა. თუმცა, გაწევ-გამოწევაში მარტო ორი კაცი არ მონაწილეობდა. იქ შვედებიც ბლომად იყვნენ და გერმანელებიც. კონფლიქტის მიზეზი კი ის იყო, რომ შვედების ხელმძღვანელებმა მეტოქეებს უპატივცემულობაში დასდეს ბრალი — ტონი კროოსის გამარჯვების გოლის მერე ჩვენსკენ გამორბოდნენ და ათასგვარ ჟესტებს გვაჩვენებდნენო. შვედების ერთ-ერთმა მწვრთნელმა…

Read more

გერმანია გავა მერვედფინალში თუ…

შვედეთთან 2:1 გამარჯვების წყალობით გერმანიის ნაკრებმა მერვედფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა, თუმცა ასეთი შანსი F ჯგუფის ოთხივე გუნდს აქვს. ყველაფერი ოთხშაბათს, 27 ივნისს, 19 საათზე დანიშნულ ბოლო ტურზე იქნება დამოკიდებული. გერმანია ყაზანში კორეას ხვდება, ხოლო მექსიკა და შვედეთი ეკატერინბურგში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. გერმანულმა „შპორტ ბილდმა” ყველა შესაძლო ვარიანტი დათვალა, რასაც გთავაზობთ:   გერმანია გავა მერვედფინალში თუ… მოუგებს…

Read more

ნეიმარის შიშები

მოიგო ბრაზილიამ. არცთუ უპრობლემოდ, მხოლოდ მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, მაგრამ გამარჯვებულებს არ სჯიან. დასჯაზე არ გვაქვს პრეტენზია, მაგრამ განსჯა აუცილებელიცაა. მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე თვლიდა ბევრი ექსპერტი, რომ რუსულ სტადიონებზე ზოგადი საფეხბურთო ამინდი სუპერვარსკვლავებს უნდა შეექმნათ. ჯერჯერობით არ არის ასე. რონალდუ რომ რონალდუა და მეორე ტურში გამარჯვებისა გაიტანა, იმდენი წუნი ჰქონდა, სამ სხვა თამაშს ეყოფოდა… მესის…

Read more

კოვაჩიჩს მადრიდიდან წასვლა უნდა

მატეო კოვაჩიჩი „რეალში” 2015 წელს გადავიდა და სწორედ იმ პერიოდში მოუხდა თამაში, როდესაც მადრიდელები ჩემპიონთა ლიგას ზედიზედ იგებდნენ. ამის მიუხედავად ხორვატი ამბობს, რომ მას „სანტიაგო ბერნაბეუდან” წასვლა უნდა, რადგან სურს უფრო ხშირად იყოს მოედანზე. 24 წლის ნახევარმცველი ამჟამად ნაკრებთან ერთად რუსეთშია, მსოფლიოს ჩემპიონატში მონაწილეობს და თან სამომავლო ვარიანტებზე ფიქრობს. „მინდა „რეალის” შემადგენლობაში ხშირად ვხვდებოდე. მიყვარს…

Read more

ორმოში ჩარჩენილები

ერთი დიდი ორმო იყო საბჭოთა კავშირი და რა გასაკვირია ,რომ მისი უსამართლო სამართალმემკვიდრეც არ უჩივის ორმოების ნაკლებობას, თანაც პირდაპირი მნიშვნელობით… ნიჟნი ნოვგოროდში დაბანაკებულ ხორვატ ფანობას სანახაობა არც სტადიონზე აკლია (მათი გუნდი ხომ უკვე მერვედფინალშია) და არც მის მიღმა. ხორვატებს კი შეუმჩნეველი არ დარჩენიათ ქალაქის ერთ-ერთ ცენტრალურ გზაზე არსებული ორმო, ან კი როგორ დარჩებოდათ, იმხელაა, ლამის…

Read more

ნეიმარი სტრესის პირას

იცით, როგორ დატოვა ნეიმარმა სანკტ პეტერბურგის სტადიონი? თავზე ჩამოფხატული ქუდით — გეგონება ვერავინ იცნობდა — და საოცრად გაღიზიანებულმა. სტრესის პირას მყოფს ჰგავდა. დაახლოებით ასმეტრიანი მიქს-ზონა, სადაც ჟურნალისტები ფეხბურთელებს ხვდებიან, ბრაზილიელმა უსაინ ბოლტივით ჩაირბინა. სტადიონის ამ ზონაში 400 ჟურნალისტი იყო თავმოყრილი. ნეი ერთსაც კი არ გაუჩერდა. „პარი სენ ჟერმენის” ვარსკვლავი პირველი თამაშის შემდეგ ბრაზილიური მას-მედიის კრიტიკამ…

Read more

პეტი: სირცხვილია უყურო როგორ დადის მესი დახრილი თავით

კატალონიურმა პორტალმა „სპორტმა” გადაბეჭდა მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონის, 2000-2001 წლებში „ბარსელონას” ფეხბურთელის, ფრანგი ემანუელ პეტის კომენტარი ხორვატიისა და არგენტინის შეხვედრის (3:0) შესახებ, რომელიც მან Paddy Power-თან საუბრისას გააკეთა. პეტი არგენტინელთა უსუსურობით იმდენად იყო აღშფოთებული, რომ მკვახე ფრაზებსაც არ მორიდებია. მან „ალბისელესტეს” თამაშს სამარცხვინო უწოდა. „მაპატიეთ, მაგრამ იმ დღეს არგენტინა განავალს ჰგავდა. სამარცხვინო იყო. სირცხვილია უყურო როგორ…

Read more

ბანანი და ბანანია

მაუწყებელ beIN Sports იძულებული გახდა საჯარო ბოდიში მოეხადა. მიზეზი: მისმა ჟურნალისტმა, ყოფილმა ფეხბურთელმა გრეგორი პეისლიმ ისეთი რამ თქვა, რაც რასისტულ გამონათქვამად ჩაითვალა. საქმე ეხება ნიგერიისა და ისლანდიის შეხვედრას, რომელიც აფრიკელებმა 2:0 მოიგეს. როგორც ამბობენ, ნიგერიის ნაკრებისა და „ლესტერ სიტის” მოთამაშის ვილფრედ ნდიდის შესახებ რეპორტიორმა თქვა, მან ბანანია უნდა ჭამოსო. ბანანი კი არა, ბანანია — შოკოლადიანი სასმელი,…

Read more

მარიხუანი

არგენტინელი ჩოგბურთელები ხუან მონაკო და ხუან იგნასიო ჩელა ნიჟნი ნოვგოროდში არგენტინა-ხორვატიის საცქერლად ჩავიდნენ. რა თქმა უნდა, იმ იმედით, რომ არგენტინის გამარჯვებით დატკბებოდნენ, მაგრამ, მოგეხსენებათ, როგორ ხორხესამპაოლურად დამთავრდა ეს ამბავი. მონაკომ და ჩელამ მატჩის წინ გადაღებული ფოტო ინსტაგრამზე დადეს და თამაშის შემდეგ ენდი მარიმ დახვეწილი იუმორით მიუკომენტარა: „ბედნიერები ხართ, ამხელა გზა მაგის სანახავად რომ გაიარეთ?“

Read more