…მერე იყო 9 აპრილი, ომი, შიმშილი და სიბნელე. თბილისური კორპუსების წინ, კოცონებს შემორტყმული ადამიანები ზამთრის ცივ და მკვდარ საღამოებს მიაშტერდებოდნენ და ლაპარაკობდნენ, ლაპარაკობდნენ… …ის დაუცხრილავთ… მერე მის ძმაკაცებს მკვლელი აუფეთქებიათ… იმის მეზობელი კაიფში გაპარულა… ამის ბიძაშვილი იმის საძმოშია, უკვე სამი „ტრუპი აქვს აკიდებული”… პურის რიგში ვიღაცამ ვიღაცას დაახალა… და გადამალა გონებამ ის, რაც ადრე უმთავრესი...
წელი: 2017
სარაგბო ფიქრები
რაღა მაინცდამაინც რაგბი? სიმართლე რომ ვთქვა, ამ თამაშში წესების დონეზე თუ ვარ გარკვეული. თამაშის იმგვარი გაგება და აღქმა, რაგბზე მწერალ კაცს რომ სჭირდება, არა მაქვს. ისიც უნდა გითხრათ, რომ წესების შესწავლაზეც გვარიანი დრო გავხარჯე, მაგრამ არ მინანია. ეს საუცხოო თამაში კაცის გულში მეტად კეთილშობილური ნაბიჯით შემოდის. დაკვირვებული ვარ – რაგბმა ბოლომდე ჩათრევა იცის. აქ არ...
გზავნილი კარდიფიდან: ვთამაშობთ კარის გაღებამდე!
დღეს იქნებ ისე ძალუმად მივაწვეთ ექვსი ერის ჩარაზულ კარს, რომ ყინჩ ევროპელებს კარის გახსნა ვაიძულოთ. „თიბისი რაგბის სერიების“ მეორე ტესტ-მატჩში „ბორჯღალოსნები“ კარდიფში შეერკინებიან უელსს და, გავიხსენოთ, რომ აქამომდე სატესტო შეხვედრებში ქართველ მორაგბეებს ასეთი ბობოლა მეტოქე ერთ-ორჯერ თუ ჰყოლიათ. უელსამდე საქართველოს ნაკრებმა შრომით, გარჯით, ნიჭითა და უტეხლობით გვარიანი გზა განვლო და გვიკადრეს. კანადასთან ფრენა-ფრენა ლელოებით მოპოვებულმა...
მაკარიძე – მეკარის მზე
საქართველოს ნაკრების 27 წლის მეკარე გიორგი მაკარიძე პორტუგალიის „მორეირენსეში“ ირიცხება. უბრალოდ, ირიცხება და მეტი არაფერი. წინა სეზონში გუნდის გამორჩეული სახე იყო, მაგარ გუნდებსაც სურდათ, დღეს კი უთამაშებელია. მინდორს კი არა, სათადარიგოებსაც არ აკარებენ. სხვა რას უნდა დააბრალო ეს ფაქტი, თუ არა კონფლიქტს? გავიგეთ, რომ მაკარიძემ ამ ზაფხულს უარი თქვა პორტუგალიის „ბრაგაში“ გადასვლაზე, ფული არ აშოვნინა...
სიამის ჭადრაკი
ბავშვობის სიუჟეტი: სოფლის ბირჟა, გაცვეთილი ჭადრაკის დაფა და ფიგურები (თავწატეხილი მეფეებით და ლაზიერებით, რასაკვირველია), პარტია პარტიაზე გასაოცარი სვლების თანხლებით (დიდოსტატს მათი გაგება გაუჭირდება)… გამოივლის ამ დროს მავანი უფროსკლასელი და შოშიებივით პირდაღებულ ბავშვებს “დეტსკი მატს” უჩვენებს, შამათს ოთხ სვლაში, რომელიც გულისხმობს, რომ შავებმა ერთიმეორეზე სუსტი სვლები უნდა გააკეთონ. უფროსკლასელი დიდების ზენიტშია. გადაავლებს რა პუბლიკას მოწყალე მზერას,...
გაიესე: აი, ასე, ბრავო !
შურისძიების წყურვილი მოიკლა პერუს ნაკრების მეკარე პედრო გაიესემ და პერუელების მადლიც მოისხა – მსოფლიო ჩემპიონატის მიღმა დარჩენილ ჩილეს სამაგიერო მიუზღო. 2015 წელს პერუ შინ შესარჩევში ჩილესთან დამარცხდა ( 3:4) და ნამატჩევს თურმე, ჩილელთა მეკარე კლაუდიო ბრავოს გასახდელში კედელზე მიუწერია: “პატივისცემა ! აქ გაიარა ამერიკის ჩემპიონმა !” ახლა, როცა პერუმ ახალ ზელანდიასთან მოგებით მსოფლიო ჩემპიონატის საგზური...
ახალი საძმო — “მანჩესტერ სიტი”
“მანჩესტერ სიტის” დიდ შეფებს ბევრი რამ უნახავთ, მაგრამ ის ღრიანცელი, რომელიც ლონდონის “სტემფორდ ბრიჯსა” და ნეაპოლის “სან პაოლოზე” მოგებების მერე სტუმარი გუნდის გასახდელიდან გამოდიოდა, განსაკუთრებული იყო — აშკარად, ერთი იდეით შეპყრობილი ადამიანები ზეიმობდნენ. “დეილი მეილი” წერს, იმასაც კი ამბობენ, რომ ინგლისური პრემიერლიგის დიდი ექვსეული გოლიათის და ჯუჯების ექვსეულად გადაიქცაო… “სიტის” ცხოვრებაში ბევრი ცვლილებაა, მაგრამ ერთი...
მანდ რას აკეთებ, ბიჭო ?
ესღა აკლდა ნეიმარს და აგერ, ინებეთ – ბრაზიანმა ერიკ კანტონამაც გამონახა დრო ბრაზილიელის გასაკენწლად. – 25 წლისა „ბარსელონაში“ და ბრაზილიის ნაკრებში რომ ხარ, საკითხავია, რატომ გადადიხარ საფრანგეთის ჩემპიონატში ? „ამიენს“ და „გენგამს“ რომ ეთამაშო ? მე ფეხბურთის სიყვარული სხვანაირად მესმის. ვითომ ჩემპიონთა ლიგა ? განა რამდენი მატჩია ჩემპიონთა ლიგაში ? არ მესმის, რატომ ჩამოვიდა საფრანგეთში...
solo catenaccio ანუ რა მოუვიდა იტალიის ნაკრებს?
2000 წლის 29 ივნისს ჰოლანდიაში გახლდით, „ამსტერდამ არენაზე“, დღეს იოჰან კრუიფის სახელს რომ ატარებს. მაშინ, სულ ოთხი წლის აშენებული იყო და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალს მასპინძლობდა: ჰოლანდია იტალიას ხვდებოდა. მახსოვს, ნაგებობამ შთაბეჭდილება მოახდინა — ტრიბუნები ადგილობრივი არქიტექტურის კანონთა შესაბამისად, ლამის ვერტიკალურად ადიოდა მოედნის კიდიდან ზედა რიგებისკენ. ბილეთს დავხედე, მერე მაღლა ავიხედე და ვიფიქრე, ჩემს ადგილზე ასვლას...
მადრიდული დერბის მეთექვსმეტე სტადიონი
შაბათს, 18 ნოემბერს, მადრიდის ახალ სტადიონზე, რომელსაც “ვანდა მეტროპოლიტანო” ჰქვია, დერბია: “ატლეტიკო” “რეალს” მასპინძლობს და ესპანური მედიის ყურადღება მისკენ არის მიმართული. რას აღარ წერენ. მაგალითად, იმას, რომ “ატლეტიკოს” ახალი ბინა მეთექვსმეტე სარბიელია, რომელზეც მადრიდული დერბი გაიმართება — საუკუნოვან დაპირისპირებაში ახალი ფურცელი უნდა ჩაიწეროს. “ატლეტიკომ” და “რეალმა” დაარსების შემდეგ ესპანეთის დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში ხომ გააგორეს...









