შენ, მსოფლიო კრივის ჩემპიონობაზე მეოცნებე ქართველო ჭაბუკო, დიახაც დაგჭირდება მაიკ ტაისონთან შეხვედრა. ვერ ასცდები ამ შერკინებას და ამიტომ, ფუთაში გამოკრული სიკტივკარის ქარხნის ხელთათმანებით რომ ჩახვალ ამერიკაში, დაფიქრდი, ვისთან საჩხუბრად მისულხარ დიდ ქალაქში. კი, გახსოვს, რომ ის კაცი, კრივის გაუცინარი ხელმწიფე, ნახევარი წლის წინ გამოუშვეს ინდიანას ციხიდან. ბეჭზედ მაო ძე დუნი ახატია, თათრულ წესზე აბდულ-აზიზი ჰქვია...
ფაქტი: ნიცა თბილისი არ არის
ოთხმოცდაათწლიანი ისტორიისთვის ხაზის გადასმა ადვილია — რაც მოძველდა, გადააგდე და სულ ეს არის. ანდა, თუ სტადიონია, დაანგრიე. “ნიცა” საფრანგეთის ჩემპიონატში მე-14 ადგილზეა და 2013 წლიდან ახალ სარბიელზე, “ალიანს რივიერაზე” გამოდის, მანამდე კი, დაარსების დღიდან მისი სახლი “სტად დე რეი” იყო. ქალაქის ცენტრში, მოხერხებულ ადგილას აშენებულმა ამ მოძველებული არქიტექტურის, მხოლოდ და მხოლოდ 18 696 კაციანმა სტადიონმა...
ძნელი საქმეა ინგლისელობა
ოდესღაც, როდ სტიუარტმა და „როლინგების“ რონ ვუდმა ერთად დაწერეს სიმღერა: Every Picture Tells a Story. და მართლა ასეა, ყველა ფოტო რაღაც ამბავს გვიყვება. იყო და არა იყო რა… ინგლისური „დეილი მეილის“ ავტორმა, მაიკლ უოქერმა კი როკმენების სიტყვებს ლამაზად დასძინა, ფოტო კი არა, ნებისმიერი სურათის პატარა ფრაგმენტიც რაღაცას გვეუბნება, უფრო დიდი ამბის მოყოლას ცდილობს; ისეთის, რომელიც...
ვახ, ეს პაპარაცები!
როგორ პოულობს ეს ხალხი იმხელა ლონდონში სადღაც, თავის საქმეებზე მოხეტიალე ადამიანს, გასაკვირია პირდაპირ. ინგლისელ პაპარაცებზე მოგახსენებთ. ეს ცნობა მათზე უფროა, ვიდრე “რეალის” კაპიტანზე, სერხიო რამოსზე. რამოსს განსაკუთრებული არაფერი უქნია: ფიფას გალა-წარმოდგენისა და საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ პირდაპირ აეროპორტში არ გავარდა, გულის სწორ პილარ რუბიოსთან ერთად ერთი დღით ინგლისის დედაქალაქში დარჩა და რესტორანში ისადილა —...
რვა სურათი განგსტერის ცხოვრებიდან
პორტრეტი მაუდის შლაპა, რუხი კოსტუმი, თეთრი პერანგი და შავი ჰალსტუხი. მსუქან თითებში ოცცენტიანი სიგარა, არათითზე დიდი ოქროს ბეჭედი, გულისჯიბეში რომელიმე კათოლიკური წმინდანის სურათი და რეზინის ძაფით შეკრული ასდოლარიანების დასტა.. სხვაფრივ, საშუალო სიმაღლის, ღაბაბიანი, ღიპიანი და კოტიტა ვინმეა. თვალებმოჭუტული ლაპარაკობს ხოლმე და პირში ყოველთვის შაქარყინულის ნამტვრევი უდევს. წლოკნის და ისე ბუტბუტებს რაღაცებს. ვინ არის ეს კაცი...
რევანში ერევანში
ბოდიშს ვიხდი ამ გენიალური სათაურის ავტორის წინაშე. ასე, 35 წლის წინ „ლელოში“ მოკლე მიმოხილვა დაიწერა „არარატი“ – „დინამოს“ მატჩის შესახებ. ახლა ძნელია ამის აღქმა, მაგრამ მაშინ ერევნისა და თბილისის საფეხბურთო ჯახები არცერთ „ბარსა“ – „რეალს“ ან სხვა კლასიკურ დერბის არ ჩამოუვარდებოდა თავისი ემოციურობით. აი, მოსკოველებთან მოგება ხომ ძაან გულისმომფხანი რამე იყო, კიეველების დაჯაბნა ხომ საკუთარ...
ლატვია სამქულიანი იყო…
გიორგი ნემსაძის 17-წლამდე ნაკრებმა კარგად დაიწყო ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი. ლატვიელებს 1:0 მოუგეს და სადაც სამართალია, ეს ერთი კინკილა გოლი არ უნდა ეკმარათ. გვარიანად უხეში თამაში გამოდგა „მიხეილ მესხის“ სტადიონზე, ყვითელ-წითლები ფრიალებდა და მსაჯმა ჩვენი ნახევარმცველი ცოტნე ჩოთალიშვილი გააძევა კიდეც ორგზის გაფრთხილებისთვის. მეორე ტაიმში ისეთი ეპიზოდიც იყო, კინაღამ გუნდი-გუნდზე რომ წაკინკლავდნენ ბიჭები. ყვითელ-წითლების გარდა,...
შოთა არველაძე: ფეხბურთელები არ გვყავს – ყველაზე ნაკლებად ამაზე უნდა ვილაპარაკოთ!
საქართველოს ნაკრებში ჯერაც ყველაზე მეტი, 26 გოლის გამტანი შოთა არველაძე ახლა ტაშკენტის „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელია. შოთას უზბეკეთის დედაქალაქში დავუკავშირდით და იქაური ამბების გარდა, რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრებზე და ქართულ ფეხბურთზეც ვესაუბრეთ. მოკლედ, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ შოთა ისევ „სარბიელის“ კითხვებს პასუხობს… მწვრთნელობა ევროპაში დაიწყე, ახლა კი აზიაში ხარ – ნაადრევი ხომ არ იყო მანდ მისვლა?...
რა გვაჩუქა უილიამ მორგანმა?!
…უილიამ მორგანი არაფრით ჩამორჩა თანაკოლეჯელ ჯეიმს ნეისმიტს, ვინაც 1891 წელს მასაჩუსეტსის შტატის ქალაქ სპრინგფილდის კოლეჯში კალათბურთი გამოიგონა. ამ ამბიდან ოთხი წლის თავზე, 1895 წელს, ამავე შტატში, ოღონდ ქალაქ ჰოლიოკის კოლეჯში, სპრინგფილდის კოლეჯდამთავრებულმა ფიზკულტურის მასწავლებელმა, ზემოთ ხსენებულმა უილიამ მორგანმა ჩოგბურთის ბადე ორი მეტრის სიმაღლეზე ასწია, თავისი მოსწავლეები ორ გუნდად გაჰყო და სათამაშოდ კალათბურთის ბურთის კამერა გადაუგდო....
მამა–შვილ ნეიმართა სამახსოვრო ფოტო
ნეტავ, ნეიმარს (უფრო კი მამამისს, ნეიმარ–უფროსს) რამე მაკვარანცხული აქვს ჩაფიქრებული თუ კრიშტიანუ რონალდუსთან ფოტოს გადაღება გულწრფელად უნდოდა? – ასე იხუმრა მას–მედიის ზოგმა წარმომადგენელმა, როდესაც დაინახა, რომ ლონდონში, ფიფას წლის საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოების შემდეგ, ბრაზილიელმა პორტუგალიელს ძებნა დაუწყო და სანამ მასთან სამახსოვრო სურათი არ გადაიღო, მანამდე არ დატოვა “პალადიუმის” თეატრი. ნეიმარი სექტემბრიდან “პარი სენ ჟერმენში” თამაშობს, მანამდე კი...









