თვე: ოქტომბერი 2017

Home 2017 ოქტომბერი
როჯერ ფედერერმა 110 მილიონს დაუმიზნა
ჩანაწერი

როჯერ ფედერერმა 110 მილიონს დაუმიზნა

როჯერ ფედერერს შეუძლია გახდეს პირველი მეჩოგნე, ვისაც კარიერის განმავლობაში კორტზე 110 მილიონი დოლარი მოუნაგრავს. ამჟამად ყველაზე დიდი ფულის მშოვნელ კაც მეჩოგნეთა ჩამონათვალში პირველი ადგილი „დიდი მუზარადის“ 12 ტურნირის გამარჯვებულსა და ამქრის ყოფილ პირველოსან სერბ ნოვაკ ჯოკოვიჩს უპყრია. 2016 წლის ივნისში ნოვაკმა პირველმა დალაშქრა 100-მილიონიანი თამასა და, იდაყვის ტრავმის გამო იძულებული რომ არ გამხდარიყო, სეზონი უკვე ივლისშივე...

ბალოტელი:  ტოტის ვიტყვი და არ ვიტირებ
ჩანაწერი

ბალოტელი:  ტოტის ვიტყვი და არ ვიტირებ

თავქარიანმა იტალიელმა მეგოლე მარიო ბალოტელიმ ქომაგების კითხვებს სოციალური ქსელით უპასუხა. კითხვაზე  „რეალში“  ითამაშებდა თუ  „ბარსელონაში“, ბალოტელის  პასუხია: „რეალი“ უფრო მომწონს, მაგრამ „ბარსელონა“ თუ  წამიყვანს, „რეალის“ გამო არ ვიტირებ.“ ტოტის და დელ პიეროს შედარებაზე: „ განსხვავებული სტილის ფეხბურთელები არიან, თუმცა ტოტი უკეთესად მიმაჩნია, მიუხედავად იმისა, რომ დელ პიერო ფანტასტიური იყო.“ 2013 წელს  „სიტიდან“ „იუვეტუსში“ შესაძლო გადასვლაზე:...

რა თქმა უნდა – ის! 🎥
ჩანაწერი

რა თქმა უნდა – ის! 🎥

ფიფამ ლონდონში საფეხბურთო ოსკარები ჩამოარიგა. ბრიტანული სისადავით და დახვეწილობით გამართულ გალა დაჯილდოებაზე, მშვენიერი საზეიმო გარემო შექმნეს საფეხბურთო და არამარტო საფეხბურთო სელებრითებმა. პრიზები ცხრა ნომინაციაში გადაეცათ გამარჯვებულებს, ამათ შორის უმთავრესი რაღა თქმა უნდა, საუკეთესო ქალ–ვაჟ ფეხბურთელთა და მწვრთნელთა ნომინაციები გახლდათ, რომლის შერჩევაშიც ქომაგები, ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები და ჟურნალისტები მონაწილეობდნენ. ქართული მედიიდან ეს პატივი ტრადიციულად, ,,სარბიელს“...

ენგო მოკვდა, გაუმარჯოს ენგოს!
ჩანაწერი

ენგო მოკვდა, გაუმარჯოს ენგოს!

მოგეხსენებათ, საერთაშორისო ფეხბურთში საერთაშორისო ამბები ხდება, ეროვნულში კი ანტიეროვნული. ამიტომაც გადავწყვიტეთ მკითხველს მოკლედ შევახსენოთ ბოლოხანს მომხდარი უმნიშვნელოვანესი და უმნიშვნელო ამბები, რითაც სპორტის ამ სახეობის ბუნდოვან პერსპექტივაზე მკაფიო შთაბეჭდილებას შევიქმნით. მაშ ასე: ამბავი პირველი: „მანჩესტერ იუნაიტედის“ ცნობილმა სერმა, ალექს ფერგიუსონმა თვალი დაადგა მსოფლიო ფეხბურთის ამომავალ ვარსკვლავს, ალექსეი სმერტინს და მის ხელში ჩაგდებას ცდილობს. ამ ინფორმაციის გავრცელებისთანავე...

ნემსაძე მესხზე იწყებს
ჩანაწერი

ნემსაძე მესხზე იწყებს

„მეხეილ მესხზე“ და „დავით პეტრიაშვილზე“  ევროპის 17 წლამდელთა ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი იწყება. 24 ოქტომბრიდან თბილისში ურთიერთობას იტალია, ლატვია, მონტენეგრო და საქართველო გაარკვევენ. ჩვენების მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე გახლავთ, ვინც გუნდი 2017 წლის დასაწყისში ჩაიბარა და ჯერ ოფიციალური შეხვედრა არ ჩაუტარებია. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 15 მატჩი ჩაატარა და შვიდი მოიგო. მოგებული თამაშების კვალდაკვალ...

ვის დასცინის გარი ჰარით ?
ჩანაწერი

ვის დასცინის გარი ჰარით ?

გოლით,  გონით და იუმორით ცნობილი  გარი ლინეკერი კვალავაც  ხუმრობის ხასიათზეა. „კიდევ კარგი ზიდანმა არ იცის, რომ ჰარი კეინი ქარიმ ბენზემაზე უკეთესია, თორემ „რეალი“ მის ყიდვას შეეცდებოდა“ –  თქვა  ლინეკერმა  „ტოტენჰემი“ – „ლივერპულის“ (4:1)  მატჩის მერე, რომელშიც კეინმა დუბლი მიიწერა. ფრანგი ფორვარდის განკითხვა ლინეკერმა გასულ კვირას, „რეალი“- „ტოტენჰემის“ მატჩის მერე დაიწყო, ბენზემას ვარსკვლავობას ტყუილად აბრალებენო. ზინედინ...

ჩიხურა ხაშურთან გადარჩა 🎥
ჩანაწერი

ჩიხურა ხაშურთან გადარჩა 🎥

საჩხერის „ჩიხურას“ ფეხბურთელები ბათუმიდან ბრუნდებოდნენ, როცა მათი მიკროავტობუსი, ხაშურთან, გზიდან გადავიდა და ამოტრიალდა. მსხვერპლი არ არის. ლავიწის ძვალი გაიტეხა საჩხერელთა მცველმა შოთა კაშიამ, რომელსაც თბილისის ტრავმატოლოგიურ საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს, რამაც კარგად ჩაიარა. ფეხბურთელის მდგობარეობა დამაკმაყოფილებელია. ექიმის თქმით, კაშია მოედანს  დაახლოებით ექვს თვეში დაუბრუნდება. მცირე ტრავმა მიიღო თავდამსახმელმა ბაჩანა ცხადაძემ, ვინც ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ პირველად ახლახან...

ნეიმარი ჯოჯოხეთში მოხვდა
ჩანაწერი

ნეიმარი ჯოჯოხეთში მოხვდა

რაც “ბარსელონადან” “პარი სენ ჟერმენში” გადავიდა, ასეთი კოშმარული საღამო ნეიმარს ჯერ არ ჰქონია. მარსელში (სადაც პარიზელებმა 2:2 ითამაშეს) მაყურებლის აგრესია იქამდე მივიდა, რომ როდესაც ბრაზილიელი კუთხურის ჩასაწოდებლად ტრიბუნასთან ახლოს მიდიოდა, მატჩის ორგანიზატორები დაცვას იხმობდნენ. როდესაც ესა თუ ის ვარსკვლავი პრინციპულ შეხვედრაში მონაწილეობს, მასპინძელი გუნდის გულშემატკივარი მის მიმართ ყოველთვის უარყოფითად არის განწყობილი, მაგრამ ნეიმარის შემთხვევაში მარსელელებმა...

ოხ, ეს ესპანელი მსაჯები!
ჩანაწერი

ოხ, ეს ესპანელი მსაჯები!

ბოლო წლებში ესპანელი არბიტრების შეცდომებზე ბევრს ლაპარაკობენ. როგორც ჩანს, ევროპის ამ ქვეყანაში ფეხბურთის დონემ მსაჯობისას ძალიან გაასწრო. მაგალითად გასული უქმეები, ლა ლიგას მეცხრე ტურიც კმარა. შაბათს, “ბარსელონამ” “მალაგას” კარში პირველი გოლი (შეხვედრა დასრულდა 2:0) წესების აშკარა დარღვევით გაიტანა — ლუკას დინიემ ჟერარდ დეოულოფეუს საგოლე პასი მოედნის გარედან ჩააწოდა, რაც მსაჯებმა ვერ დაინახეს. კვირას, “რეალისა” და...

ორი წამი და მთავარი
ჩანაწერი

ორი წამი და მთავარი

თბილისის „დინამოს“ უფროსი მწვრთნელი ნოდარ ახალკაცი: „მანუჩარ მაჩაიძის დარი კიდევ ერთი ნახევარმცველი რომ მომცა, ჩვენს გუნდს წინ ნამდვილად ვერაფერი დაუდგებოდა“.  იტალიური საფეხბურთო კლუბის „ნაპოლის“ მწვრთნელები: „რაოდენ ბედნიერნი ხართ ქართველები, რომ გყავთ ისეთი უნივერსალური და უნიკალური ნახევარმცველი, საერთაშორისო კლასის ისეთი ბრწყინვალე დიდოსტატი, როგორიც არის „დინამოს“ კაპიტანი მანუჩარ მაჩაიძე. ჩვენი ხანგრძლივი საფეხბურთო პრაქტიკის მანძილზე იშვიათად შეგვხვედრია ისოდენ...