10 წელია, რაც დიეგო სიმეონე მადრიდის „ატლეტიკოს“ მწვრთნელია და ალბათ, პირველად გაჩნდა ეჭვები, რომ… „ჩოლო“ გუნდს ვეღარ აკონტროლებს. კრიზისი? 16 ტურია გასული და ლა ლიგის მოქმედ ჩემპიონს მხოლოდ 8 მოგება აქვს. მეოთხე ადგილი და „რეალთან“ 13-ქულიანი ჩამორჩენა. ბევრია. ერთი მომენტია. „ატლეტიკოში“ მოგროვდნენ არაატლეტიკოური ფეხბურთელები, რომელთა ძლიერი მხარე ართმევაზე თამაში და რკინის კვნეტა (როგორც იტყვიან) არაა....
ჭდე: 21-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი
საქართველო ევროპას უმასპინძლებს
უეფას აღმასკომის გადაწყვეტილებით ევროპის 21-წლამდელთა 2023 წლის ჩემპიონატს ორი მასპინძელი ეყოლება – საქართველო და რუმინეთი. ფინალური ეტაპი ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფით დაკომპლექტდება. ბუნებრივია, საქართველო და რუმინეთი, როგორც მასპინძლები, პირდაპირ არიან დაშვებულნი ფინალურ ეტაპზე. გახსნის მატჩის მასპინძლობის პატივი რუმინელებს ერგოთ, ფინალურ შეხვედრას კი ბათუმის სტადიონი უმასპინძლებს.
„ლა როხიტა” ევროპის ჩემპიონია!
იტალიის ქალაქ უდინეში ესპანელმა 21-წლამდელებმა გერმანელ თანატოლებს 2:1 მოუგეს და ევროპის ჩემპიონები გახდნენ. ეს „ლა როხიტას” მხრიდან შურისძიება გახლდათ, ვინაიდან ორი წლის წინანდელ ფინალში გერმანელებმა იმარჯვეს. ლუის დე ლა ფუენტეს გუნდმა პირველივე წუთებიდან იყოჩაღა, ბურთს ფლობდა და მწვავედ უტევდა. ანგარიში ფაბიან რუისმა შორეული დარტყმით გახსნა. ესპანელებმა გერმანელები სწრაფ კონტრშეტევაზე გამოიჭირეს, დაცვა და ნახევარდაცვა გახლიჩეს, მეტოქის...

