ჭდე: ჯონ სტოუნზი

Home ჯონ სტოუნზი
აუცრელებს ეჭვის თვალით უყურებენ
ჩანაწერი

აუცრელებს ეჭვის თვალით უყურებენ

„ჩელსის” მწვრთნელმა თომას ტუხელმა თქვა, რომ ამიერიდან კარგად დაფიქრდება, სანამ აუცრელ ფეხბურთელებს იყიდის. საქმე ის არის, რომ მის ორ წამყვან მოთამაშეს ნგოლო კანტესა და რუბენ ლოფტუს-ჩიკს ამერიკაში სეზონისწინა შეკრება გაუცდათ. მიზეზი: ვაქცინირებულები არ იყვნენ. ამრიგად, ორი ნახევარმცველი შინ დარჩა, დანარჩენმა გუნდმა კი ატლანტის ოკეანე გადაკვეთა და ჩავიდა შეერთებულ შტატებში, სადაც ადამიანებს, რომლებიც სრულად აცრილები არ...

ცამეტნახევარა
ჩანაწერი

ცამეტნახევარა

„მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგის გადამწყვეტი მატჩების წინ გაუჭირდა. საკადრო დანაკლისებია. ტრავმირებულები არიან კაილ უოკერი, რუბენ დიაში და ჯონ სტოუნზი. სამივე მცველია. პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ გუნდში ცამეტნახევარი ფეხბურთელი დარჩა, თუმცა წუწუნს არ აპირებს. „სამი მატჩი და სამი მცველი დაგვრჩა. როდრის შეუძლია დაცვაში თამაში. გვაქვს აკადემია, სადაც გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დავეყრდნობით. პლუს, ფერნანდინიომ „ნიუკასლთან“ კარგად...

ბერნარდო სილვას ბულდოგი – ჯონი
ჩანაწერი

ბერნარდო სილვას ბულდოგი – ჯონი

ბერნარდო სილვამ თავის ფრანგულ ბულდოგს ჯონი დაარქვა. ჯონს ასეთი პატივი წილად „მანჩესტერ სიტიში” სილვას თანაგუნდელის და უახლოესი მეგობრის ჯონ სტოუნზის პატივსაცემად ხვდა. სილვა „სიტიში” 2017 წელს „მონაკოდან” გადავიდა და მისი „ეტიჰედზე” მისვლის დღიდან ის და სტოუნზი დამეგობრდნენ. პორტუგალიელისა და ინგლისელის მეგობრობა მოედანს გასცდა. დღეს საღამოს პრემიერლიგაში მანჩესტერული დერბია, „სიტი” „იუნაიტედს” ხვდება. „თაიმსმა” მატჩის წინ ბერნარდო...

სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება
ჩანაწერი

სიტი ფინალშია და… ლივერპულს ეზომება

„მანჩესტერ სიტისა” და ლიგის, იმავე „კარაბაოს” თასის რომანი გრძელდება. 25 აპრილს, „უემბლიზე”, „ქალაქელები” შეეცდებიან ბოლო რვა სეზონში მეექვსედ მოიპოვონ ეს ტროფი. მას მერე, რაც „სიტის” სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, მარტო პირველი სეზონი გაცდა, 2018 წლიდან მოყოლებული კი გუნდი ყოველ წელიწადს იგებს ლიგის თასს — 2017-18, 2018-19, 2019-20. ახლა „ქალაქელები” ისევ ფინალში არიან და თუ გაიმარჯვებენ,...

როცა ფული ჯიბეს გიმძიმებს
ჩანაწერი

როცა ფული ჯიბეს გიმძიმებს

ამ ცნობაში ყველაზე საინტერესო ალბათ მაინც ის არის, რომ „მანჩესტერ სიტიში” მცველს, რომელსაც თავის პოზიციაზე მეოთხე კაცად მიიჩნევენ კვირაში 100 ათასი გირვანქა აქვს ხელფასი. საუბარია ჯონ სტოუნზზე, რომელსაც პეპ გვარდიოლა ამ ზაფხულზე გაყიდვას უპირებს. სტოუნზი 28 მაისს 24 წლის ხდება; „სიტიში” 2016 წლიდან თამაშობს. მას მერე, რაც ზამთარში „ქალაქელებმა” ფრანგი ემერიკ ლაპორტი შეიძინეს, დაცვის ცენტრში...

მერი ბარკლით გამოვიდა
ჩანაწერი

მერი ბარკლით გამოვიდა

ლივერპულის მერი და „ევერტონის“ ფანი ჯო ანდერსონი ტვიტერზე სიტყვით გამოვიდა –  პრემიერლიგის შეფებს სთხოვს, „ევერტონიდან“ „ჩელსიში“ როს ბარკლის გადასვლა გამოიძიონ. „ევერტონის“ აღზრდილი 24 წლის ნახევარმცველი „ჩელსიმ“ გუშინ 15 მილიონ გირვანქად იყიდა, არადა აგვისტოში 30-ს იხდიდა და  ფეხბურთელის აგენტმა გარიგება ჩაშალა. საგულისხმოა ისიც, რომ ბარკლი ტრავმირებული იყო და ამ სეზონში წუთიც არ უთამაშია. „ევერტონის“ ფანებისთვის ეს...