კორტზე ყოფნისას მას არ აწუხებს გულშემატკივართა ნეგატიური შეძახილები, ის არ ჰყვება პროვოკაციებს, როგორც ეს სხვებს ემართებათ ხოლმე. ის მშვიდად აგრძელებს თამაშს მაშინაც კი თუ მსაჯმა რამდენჯერმე დაიყვირა ბურთი აუტშიაო. მისი მწვრთნელი, ხოსე ლუი ლოპესი ყოველი მატჩის წინ არბიტრებს აფრთხილებს და შეგირდის შესახებ ვითარებას აცნობს, რათა მათ სახეზე გაკვირვება არ აღებეჭდოთ, თუმცა ATP ტურში მომუშავე მსაჯთაგან...
ჭდე: ჯოკოვიჩი
ჯერ მაჯა, ახლა მუხლი
უიღბლობაზე თუ ვინმეს შეუძლია დაიწიწუნოს, ერთ-ერთი უდავოდ ხუან მარტინ დელ პოტროა. არგენტინელი მეჩოგნე ტრავმებმა იმდენად გააწამა, აღარც გაგვიკვირდება ერთ დღესაც, ცხელ გულზე, კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადოს. თავად განსაჯეთ: წლეულს, დელ პოტრო იძულებით მესამე დიდი სლემის ტურნირს გამოტოვებს. ერთადერთი მეიჯორი, რომელშიც მან თამაში შეძლო როლან გაროსი იყო და იქაც თავი არ შეირცხვინა. იმის გათვალისწინებით, რომ არგენტინელს...
ბასილაშვილი და ნაცნობი რუსი
ამერიკის ღია პირველობამდე ჩოგბურთელებს ბოლო რეპეტიცია ცინცინატში ექნებათ, სადაც 11-18 აგვისტოს მორიგი მასტერსი გაიმართება. ეს ტურნირი შტატებში ზაფხულის სპორტის სახეობებს შორის უძველესია, ხოლო უშუალოდ ჩოგბურთში სწორედ US Open-ის შემდეგ ხანდაზმულობით მეორე. 1899 წელს დაარსდა. ცინცინატის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი ნოვაკ ჯოკოვიჩია, ხოლო აქ ყველაზე მეტჯერ როჯერ ფედერერს უჩემპიონია. შვეიცარიელი მაესტროს ანგარიშზე 7 ციცნინატური ჯილდოა. ბარემ ისიც ვთქვათ,...
ბასილაშვილი სერბით იწყებს
5-11 აგვისტოს, საჩოგბურთო სამყარო მონრეალში გაერთიანდება, სადაც მასტერსის ტურნირი გაიმართება, რომლის საპრიზო ფონდიც 6 მილიონ დოლარზე მეტი იქნება. საინტერესოა, რომ კანადაში წლეულს კორტზე ვერ ვიხილავთ ნოვაკ ჯოკოვიჩსა და როჯერ ფედერერს. სერბმა და შვეიცარიელმა ჩოგბურთელებმა მონრეალში თამაშისგან ამჯერად თავი შეიკავეს. სამაგიეროდ, კანადაში იქნება რაფაელ ნადალი. ესპანელი მეჩოგნე აღნიშნული მასტერსის მოქმედი ჩემპიონია და ტურნირზეც შესაბამისად პირველ ნომრად...
რაც მამას უნდა…
ნოვაკ ჯოკოვიჩი – სერბეთში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადამიანია. ისე, რატომ მხოლოდ სამშობლოში? მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს ხომ თაყვანისმცემლები მსოფლიოს მასშტაბით ჰყავს და მათ შორის საქართველოშიც. ნოლე საჩოგბურთო ოსტატობას ურთულეს პერიოდში ეუფლებოდა. იმ დროს ბელგრადის თავზე ბომბები ცვიოდა. სპორტისთვის არავის ცხელოდა, სერბეთში ომი მძვინვარებდა. წარსულზე და ბავშვობაში გადატანილ სტრესზე ჯოკოვიჩს არაერთ ინტერვიუში უსაუბრია… ყველა წარმატებული სპორტსმენის...
ამერიკა იზრდება
ჯერ, ახლახანს დასრულებული უიმბლდონი და ჯოკოვიჩ-ფედერერის საოცარი ფინალის ემოციები არ განელებულა, რომ მალე წლის მეოთხე და ბოლო დიდი სლემის გათამაშება მოგვადგება კარს. 26 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით, ნიუ ორკში, ბილი ჯინ კინგის სახელობის საჩოგბურთო კომპლექსში ამერიკის ღია პირველობა რიგით 138-ედ აიღებს სტარტს. ისე, უმჯობესია თუ დავაზუსტებთ და ვიტყვით, რომ US Open-ი ავსტრალიის ღია პირველობას, როლან...
ჭამა-სმა დიდად შესარგი…
2019 წლის „უიმბლდონი“, თავისი საოცარი ენდშპილით, უკვე ისტორიის კუთვნილებაა. ნოვაკ ჯოკოვიჩის და როჯერ ფედერერის ფინალური თრილერში ვიხილეთ ყველაფერი, რატომაც მილიონობით ადამიანს უყვარს ჩოგბურთი, რატომაც უწოდებენ მას სამეფო სპორტს. შვეიცარიელ მაესტროს, რომელიც სულ მალე 38 წლისა მოიყრება, თავისი დიდებული კარიერის მანძილზე ბეწვის ხიდი იშვიათად უტყდებოდა. ნოვაკ ჯოკოვიჩთან მეორედ არ გაუმართლა… თუმცა რატომ მეორედ? ნოლემ როჯერს 2014...
სერენა არა, სიმონა
სიმონა ჰალეპი რუმინეთის გმირია. „უიმბლდონის“ ფინალში მან სერენა უილიამსის გასაცამტვერებლად მოულოდნელად 56 წუთი იკმარა და 6:2, 6:2 მოიგო. სიმონასთვის ეს მეორე სლემტიტულია შარშანდელი „როლან გაროსის“ შემდეგ. რაც შეეხება სერენას, ზედიზედ მესამე დიდი ფინალი წააგო, არადა წარმატების შემთხვევაში ტრიუმფების ციფრს 24-მდე გაზრდიდა და მარგარეტ კორტს გაუტოლდებოდა.საინტერესო დეტალი: მამაკაცთა შორის ჩემპიონს მოოქროვილი თასით აჯილდოებენ, ქალთა გამრჯვებულს კი...
დიადების ომი
როჯერ ფედერერს უფრო ახლო მეგობარი კორტზე კოლეგებს შორის არავინ ჰყავს, ვიდრე თანამემამულე სტას ვავრინკა. ისე მოხდა, რომ ისინი „როლან გაროსის“ მეოთხედფინალში ერთმანეთს გადაეყარნენ და ვავრინკამ ისევ დააწყვიტა ნერვები. როჯერმა 7:6, 4:6, 7:6, 6:4 მოიგო. მეოთხე სეტში თამაში თავსხმა წვიმის გამო შეჩერდა, მაგრამ ეს სულაც არაა მთავარი. ნახევარფინალში ფედერერი რაფა ნადალს დაეჯახება, რომელმაც, თავის მხრივ, კეი...
არავითარი სექსიზმი
მადრიდში მიმდინარე მასტერსზე რაფაელ ნადალს ჟურნალისტებმა ჰკითხეს, რატომ არის ქალთა ტურნირებზე საპრიზო ფონდი უფრო ნაკლები, ვიდრე მამაკაცთა შეჯიბრებებზე. კითხვამ მსოფლიოს მეორე ჩოგნის გაღიზიანება გამოიწვია: რაფა ერთის მხრივ მართალია. ქალთა ტურნირებზე, თუ ისინი დამოუკიდებლად ტარდება, საპრიზო ფონდი თითქმის ორჯერ მცირეა. სამაგიეროდ, იქ, სადაც ქალთა და ვაჟთა ტურნირი პარალელურად მიმდინარეობს, ქალთა საპრიზოები სწრაფად იზრდება. მარტივად რომ ვთქვათ,...








