აგერ ჯანო ანანიძეც გავაცილეთ ნაკრებიდან. წესის და რიგისამებრ. მოედანზე გასვლით, სიმბოლური საჩუქრებით და ცხადია, გულშემატკივრის ტაშით. და რა უცნაურია, რომ სიმბოლური საჩუქარი და გასაცილებელი ტაში არ რგებია ჯაბა კანკავას. ფეხბურთელს, რომელსაც 17 წელი ემოსა მთავარი გუნდის მაისურა. 100-ჯერ გავიდა ამ მაისურით მოედანზე და მათგან 62 მატჩში კაპიტნის სამკლავურიც ეკეთა. ჯაბა კანკავა ამ სიმბოლური გაცილების გარეშეც...
ჭდე: ჯაბა კანკავა
ვილის ბოსნია და ალბანეთი
საქართველოს ნაკრების ფრანგმა მწვრთნელმა ის შემდგენლობა გამოაცხადა, რომელსაც 25 და 29 მარტის ამხანაგური მატცებისთვის მოამზადებს. ჩვენები ჯერ ბოსნიაში ითამაშებენ, იქიდან კი ალბანეთში გადაინაცვლებენ. ვილი სანიოლის 23 რჩეულს შორის ერთი დებიუტანტია – თბილისის „დინამოს“ ნახევარმცველი ანზორ მექვაბიშვილი. სხვადასხვა მიზეზის გამო უახლოეს მატჩებს გამოტოვებენ თორნიკე ოქრიაშვილი, დავით ხოჭოლავა, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი ქვილითაია… ჯაბა კანკავამ, მოგეხსენებათ, სანაკრებო კარიერა...
ჯაბა წავიდა!
ჯაბა კანკავამ სანაკრებო კარიერა დაასრულა. 100 მატჩი, 10 გოლი! მე-100 შეხვედრა შარშან საბერძნეთთან ჩაატარა და იმის მერე აღარ უთამაშია… რამდენი მაგარი თამაში… საფრანგეთთან თბილისში ლამის სამი კაცის სამუშაო რომ გასწია; რა გოლი გაიტანა მანუელ ნოერის კარში; როგორ ლამის ბადე ჩამოხია ლატვიასთან ერთა ლიგაში; ხორვატიასთანაც ბოლო წუთზე სწორედ მან გააკეთა ბოლოსწინა ჭკვიანური საგოლე პასი; მერე ხორვატიაშიც...
საქართველოს ხმა ფიფაში
The Best FIFA – როგორც იცით, 2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. „ოქროს ბურთს“ ვერ შესწვდა, თორემ ფიფას ვერსიით ზედიზედ მეორედ მოიგო. და როგორი იყო საქართველოს ხმები? არა მხოლოდ ფეხბურთელზე, სხვა ნომინაციებში საქართველოსგან რჩეულებზეც გეტყვით. როგორც იცით, საქართველოდან ხმის უფლება აქვთ ნაკრების მწვრთნელ ვილი სანიოლს ( ვინც პირველად მონაწილეობდა), კაპიტან ჯაბა კანკავას და მედიიდან,...
100-ანი ხარ, ჯაბა!
როგორ მინდოდა, საქართველოს ნაკრებს საბერძნეთისასთან მოეგო. ჩემთვის არა – ჯაბა კანკავასთვის. დიდებული საჩუქარი იქნებოდა. ჩვენმა კაპიტანმა ნაკრებში მეასედ ითამაშა. კიდევ ერთი მატჩიც და ამ მხრივ საქართველოს ყველა დროის რეკორდსმენი გახდება. ძალიან ბევრი და რთული გზებით იარა აქამდე. პირველად სერიოზულად მაშინ დაიქუხა, როცა 18 წლისამ ჩეხური „სლავიას“ კარში დააქუხა და თბილისის „დინამო“ უეფას თასის მესამე საკვალიფიკაციო...
მთავარია ბალანსი …
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა საბერძნეთთან ხვალინდელი მატჩისწინა პრესკონფერენცია გამართა. ჩვენების მწვრთნელის თქმით, საბერძნეთი საფეხბურთო ქვეყნაა, მაგრამ შეეცდება გუნდი იმაზე უკეთ ათამაშოს, ვიდრე სტუმრად (1:1) გამართული მატჩის დროს მოახერხა. „საბერძნეთი ევროპის ჩემპიონია, დიდი საფეხბურთო ქვეყანა. რამდენიმე ფეხბურთელი ძლიერ გუნდში და საფეხბურთო ლიგაში თამაშობს. თუმცა, მარტში ჩვენ დავამტკიცეთ, რომ მათთან თამაში შეგვიძლია. შევეცდებით ხვალ უკეთესი...
ქართველმა ევროგოლი გაიხსენა
ევროპის ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ქართული გოლი გავიდა. ბრატისლავის „სლოვანმა“, რომელსაც საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი, ვლადიმირ ვაისი წვრთნის, სტუმრად 3:1 დაამარცხა გიბრალტარის „ლინკოლნი“ და ფლეი ოფისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ამაში კი, ქართველთა დამსახურება დიდია – მატჩში ანგარიში გურამ კაშიმ გახსნა. ორი გოლი ვლადიმერ ვაისი უმცროსის პასებით გავიდა: ჯერ მზრალმა შეაგდო, შემდეგ – ჰენტიმ. ლინკოლმა ერთი გოლი...
კანკავა და კაშია ვაისმა წაიყვანა
საქართველოს ნაკრების კაპიტანი და ვიცე-კაპიტანი კარიერას ყოფილი მწვრთნელის სლოვაკურ „ სლოვანში“ გააგრძელებენ. დიახ, ჯაბა კანკავა და გურამ კაშია ვლადიმირ ვაისის გუნდში გადავიდნენ. ჩვენებმა 1+1 სისტემით კონტრაქტი უკვე გააფორმეს და ხვალიდან ახალ გუნდს შეუერთდებიან. მალე „სლოვანი“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ირლანდიური „შემროკის“ წინააღმდეგ ითამაშებს. „სტადიონი ლამაზია და საფეხბურთო სულისკვეთება იგრძნობა. კარგად ვიცნობ ვლადიმირ ვაისს, ის ერთ-ერთი...
ფეხბურთის ბიჭი
მისი თამაში ჯერ კიდევ პატარაობიდან გვახსოვს, მაგრამ მამამისმა, ბადრი კვარაცხელიამ ისეთი ამბავი მოგვიყვა, ყველაფერი გადაფარა… თურმე ხვიჩა კვარაცხელია 13-14 წლის იყო, როცა დილის 7 საათზე სახლიდან გადიოდა, 6 ნომერ ავტობუსში ჯდებოდა და ორი კილომეტრის სიშორეზე „დინამოს“ აკადემიაში მიდიოდა სავარჯიშოდ. მერე სწრაფად ბრუნდებოდა სახლში და სკოლაში წასვლას ასწრებდა. ჰოდა, ასეთ ბავშვს მომავალში როგორ არ დაუფასდება? დღეს...
კვარა!
„სარბიელის“ ტრადიციული, რიგით მე-19 გამოკითხვის შედეგების გამოცხადება ცოტა კი დაგვიგვიანდა, თუმც მიზეზიც ობიექტურია – კოვიდ პანდემია, რის გამო, შარშანდელი გამოკითხვაც ჩავარდა… წლეულს, ისე როგორც წინა ორ ჯერზე, ჩვენი პარტნიორი კომპანია „ლიდერბეთი“ გახლავთ, ლიდერი კომპანია ინტერნეტსივრცეში. შეგახსენებთ, „სარბიელის“ გამოკითხვა, რომელშიც სპორტული ჟურნალისტები მონაწილეობენ და რომლის მიზანიც სეზონის საუკეთესო ქართველი ფეხბურთელის გამოვლენა გახლავთ, 2017 წელს, „ლიდერბეთთან“ ერთად...









