საქართველოს ნაკრების კალენდარი მოახლოვებულ ერთა ლიგის C დივიზიონში, ცნობილია. ოთხი მატჩი ათდღიან ინტერვალში. ერთა ლიგაში 2022 წლის ივნისიდან ისეთი ამბები დაიწყება, გვერწმუნეთ, ბევრი ფეხბურთელი და უფრო მწვრთნელი დაიწყებს კრიტიკას – გადატვირთვა, ტრავმების დიდი ალბათობა, თან დამღლელი სეზონის მერე. სეზონში 65 მატჩს რომ ჩაატარებ და მერე დასვენების გარეშე ნაკრებზე გადაერთვები, არ ვიცით, რამდენად სწორია. და აქედანვე...
ჭდე: ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრები
შანსი რევანშისთვის
ბულგარეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, გიბრალტარი – ესენი არიან საქართველოს მეტოქეები C ლიგის ჯგუფში. გაისად ივნისში დაიწყება თამაშები და სექტემბერში დასრულდება. სულ 6 ტური, შინ-გასვლა სამივესთან. ამ ერთა ლიგიდან ევრო 2024-ზეც გავლენ გუნდები, მაგრამ ზუსტად რამდენი აქედან და რამდენი შესარჩევიდან, ჯერ უეფასაც არ აქვს დაწყობილი-დალაგებული… ევრო 2024 ისევ 24-გუნდიანი იქნება და მისი შესარჩევის ეტაპის წილისყრა გაისად 9...
უკრაინამ ევრუფულები დაითვალა
უკრაინის ფეხბურთის ფეხერაციის საბანკო ანგარიშს ერთბაშად 16 მილიონი ევრო შეემატა. ეს ის ფულია, ანდრეი შევჩენკოს გუნდმა პრემიალურების სახით რომ გამოიმუშავა. ფინალურ ეტაპზე მოხვედრილ ყველა გუნდს ისეც ეკუთვნოდა 9,25 მილიონი და დამატებით – ჯგუფურ ეტაპზე მოგება (ჩრდ. მაკედონიასთან 2:1) – 1,5 მილიონი, ჯგუფიდან გასვლა – 2 მილიონი და 1/4-ფინალში გასვლა 3,75 მილიონი. ახლა ცედერაციამ უნდა გადაწყვიტოს,...
რა გააკეთა ლევან კობიაშვილმა?
დავმარცხდით და ეს არ იყო რიგითი მარცხი. ჩვენ ფაქტობრივად მომავალი წავაგეთ, ის მომავალი, რომელიც ჯერ კიდევ გუშინ, იმედიანი და ოცნებებით სავსე იყო. მე უფრო მეტად გავიხედე მაკედონიელთა კარისკენ, ვიდრე ჩვენმა ნაკრებმა მთელი მატჩის მანძილზე და დიახ, ჩვენ ვიტყვით რომ ფეხბურთელებმა ჩააგდეს თამაში. მოულოდნელი და ბუნდოვანი იყო გუნდის ტაქტიკური მონახაზი, ზოგადად, შერჩეული შემადგენლობა, მწვრთნელის უნიათო გადაწყვეტილებები...
მზიანი ღამე
ბევრი ჩემი კოლეგის თუ უბრალოდ ქართული ფეხბურთის ქომაგის მოსაზრება წავიკითხე. ბუნებრივია, ბელარუსთან მოგება ყველას უხარია, მაგრამ საყვედურიც ბევრი იყო – თამაშის ხარისხი არ გვივარგოდაო. კარგით, რაა… მივიგეთ! თავად ეს ვიკმარე და თანახმა ვარ, ჩრდილოეთ მაკედონიასთან 90-წუთიანი უსახური თამაშით გავიმარჯვოთ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ ჩვენს ბიჭებს, მათ შორის სულ ყმაწვილებსაც, ქართული ფეხბურთის რამდენიმე თაობის წინაშე ვალი დააწვათ...
მისამართი შეიცვალა…
წუხელ, რეიკიავიკში გაირკვა, რომ ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შემთხვევაში საქართველოს ნაკრები C ჯგუფში ნიდერლანდებთან, უკრაინასთან და ავსტრიასთან ითამაშებს. ორი მატჩი ბუქარესტში გაიმართება, ერთიც ამსტერდამში, ნიდერნალდებთან. და რა შუაშია რეიკიავიკი? სწორედ ისლანდიაში დათმო თავის საფლეიოფო მატჩი რუმინეთის ნაკრებმა, რომლის შედეგზეც იყო დამოკიდებული C და F ჯგუფებში მეოთხე გუნდების ვინაობა. რუმინეთი, ცხადია, წარმატების შემთხვევაში, ბუქარესტის 55-ათასიან „არენა ნაციონალზე“...
წინ, ევროპიკენ!
8 ოქტომბერს საქართველოს ნაკრებს უმნიშვნელოვანესიმ ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი ელის – ერთა ლიგის ნახევარფინალი ბელარუსთან, რომელსაც 26 მარტს უნდა გამართულიყო. ეს მატჩი ევროპის ჩემპიონატზე გასასვლელად ნახევარფინალურია, მოგების შემთხვევაში, ნოემბერში ჩრდილოეთ მაკედონიასა და კოსოვოს შორის უმჯობესს საქართველოს ნაკრები თბილისშივე უმასპინძლებს. ჩრდილოეთ მაკედონია ერთა ლიგის C დივიზიონშიც ჩვენს ჯგუფში არის. ერთი თვის წინ, ჩვენებმა თბილისში მიიღეს და ფრედ,...
გოლმა საქართველოს უარი უთხრა
ვერ მოიგო საქართველოს ნაკრებმა მოსაგები თამაში… ცუდი იყო შედეგი, რამაც ჩვენს გუნდს ჯგუფის მოგების შანსი შეუმცირა; ცუდი იყო „დინამო არენა“, რომელმაც საათნახევრიან წვიმას ვერ გაუძლო; ცუდი იყო ვლადიმირ ვაისის გადაწყვეტილება, რომელმაც ესტონეთის შემდეგ მაკედონიასთან სასტარტოში ვერცერთი შეცვლა ვერ გამოიცნო. სამივე ფეხბურთელი აშკარად ამოვარდნილი ჩანდა გუნდიდან. კარგი იყო ჯაბა კანკავა – ნაკრების ყველაზე უფროსი ფეხბურთელი ყველაზე...







