მას კაიზერს ანუ მეფეს ეძახდნენ. ის იყო გერმანული საფეხბურთო მანქანის მწვერვალი. ის გახდა მსოფლიოს ჩემპიონი როგორც ფეხბურთელის ასევე მწვრთნელის რანგში. ის გახლდათ იმ „ბაიერნის” გული, რომელიც 1970-იანი წლების შუაში ევროპაში უპირობოდ დომინირებდა. მან ფეხბურთში ახალი ამპლუა შემოიტანა და შემდეგ აშშ-ში გაემგზავრა, სადაც ფეხბურთს პირველი დიდი ნაბიჯების გადადგმაში მიიღო მონაწილეობა. ყველასთვის, ვისაც ფეხბურთი უყვარს ფრანც ბეკენბაუერი...
ჭდე: ფრანც ბეკენბაუერი
პაიჭაძიდან კალაძემდე
ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS) ყველა ქვეყნის ოცნების გუნდი შეადგინა. ცხადია, საქმეში საქართველოც მოხვდა. ყველა დროის სიმბოლურ ნაკრებში მოქმედი ფეხბურთელებიდან, ცხადია, ვერავინ მოხვდა, ხოლო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიიდან მხოლოდ კახა კალაძე. 10 ფეხბურთელი კი საბჭოთა პერიოდიდან არის. IFFHS-ს ვერსიით, საქართველოს ყველა დროის ნაკრები ასე გამოიყურება. ანზორ კავაზაშვილი; რევაზ ძოძუაშვილი, მურთაზ ხურცილავა, ალექსანდრე ჩივაძე, კახა...
რამოსის 60 მილიონი
მადრიდის „რეალს“ აქვს ერთი წესი – 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს ერთ სეზონზე მეტად კონტრაქტს არ უგრძელებს. ზინედინ ზიდანს და ქომაგებს კი სურდათ სერხიო რამოსი კიდევ სამი წლით დარჩენილიყო გუნდში, მაგრამ ფლორენტინო პერესი წესის დარღვევას არ აპირებს. სერხიო თანახმაა ისევ წლიურ 12 მილიონ ევროდ იბურთაოს. სიტუაციას აკვირდება ფრანგული პსჟ. წესისამებრ, რამოსს სხვა კლუბთან კონტრაქტზე საუბრის უფლება...
ემრე უნდა მოგზაურობა
საზღვარგარეთ გატარებული ექვსი წლის შემდეგ 26 წლის ცენტრალური ნახევარმცველი ემრე ჩანი გერმანიაში დაბრუნდა და „დორტმუნდის” საიტისთვის მიცემულ ინტერვიუში თქვა: „ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ კლუბის, სადაც ვთამაშობდი („ლივერპული”, „იუვენტუსი”). უდიდესი გამოცდილება შევიძინე. უცხოეთში როგორც ფეხბურთელი და როგორც ადამიანი გავიზარდე, დავღვინდი. იქ საუცხოო წლები გავატარე”. შემდეგ ჩანმა უფრო დაწვრილებით დაახასიათა ქვეყნები, სადაც ბურთის გორება მოუხდა. „ინგლისში...
120 წელი მწვერვალებისკენ
მიუნხენის კაფე „გრიზელაში“, 1900 წლის 27 თებერვალს, ფრანც ჯონის მეთაურობით, 11 კაცი შეიკრიბა და კლუბის დაარსება გადაწყვიტა… დღეს კი ძნელად დასაჯერებელია, რომ დიდებულ რეკორდმაისტერს საფუძველი ასე უღიმღამოდ ჩაეყარა. ხშირად ხდება, დიდი საქმეები პატარა ნაბიჯით იწყება. 29-დან პირველი ჩემპიონობა 32 წლის შემდეგ, 1931-1932 წლების სეზონში იზეიმეს. თითქოს ამ დროს გერმანული მანქანა მოიმართა კიდეც, მაგრამ ხელისუფლებაში ნაციონალ-სოციალისტები მივიდნენ, ჰიტლერი...
ბიჭუნა გენიოსის ტატუთი
ფეხბურთი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს თითქოს ყველაზე უკეთ ასახავს. დილეტანტისთვისაც ადვილი შესამჩნევია, ბრაზილიისა და გერმანიის, იტალიისა თუ ჰოლანდიის სათამაშო სტილი ერთმანეთისგან როგორ განსხვავდება. ადამიანს გეჩვენება, თითქოს ამ სპორტს სახელმწიფოს მაჯისცემაზე თითი უდევს და მის მდგომარეობაზე რეაგირებს. თამაშის სტილით, დღევანდელი გერმანია ოცი წლის წინანდელს არ შეიძლება შეადარო. არ ვდავობ რომელი სჯობს, მრისხანება არც ერთ ფორმაციას აკლია, განსხვავება...
ბეკენბაუერი ცუდ დღეშია
ინგლისური „მირორი” წერს, რომ მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდის, ფრანც ბეკენბაუერის ჯანმრთელობა ცუდ დღეშია. მსოფლიოს 1974 წლის ჩემპიონისთვის აღელვება არ შეიძლება, რადგან ნებისმიერი ფორიაქი შეიძლება სიცოცხლის ფასად დაუჯდეს. აპრილიდან მოყოლებული ბეკენბაუერის ჯანმრთელობა უარესდება. 73 წლის მეგავარსკვლავის მსჯელობა და მეხსიერება ცუდ დღეშია. ექიმები ამბობენ, რომ მდგომარეობის გამოსწორებას არ უნდა ველოდოთ. თუმცა, გერმანულმა ჟურნალმა „შპიგელმა” მოვლენებს ცოტა სხვანაირად შეხედა: მას...
ამ საქმის ვერ გავიგე
საკვირველია საფეხბურთო მწვრთნელის ხელობა. ძალიან გაგიჭირდება გაიგო, რატომ გახდა ესა თუ ის კაცი კარგი მწვრთნელი. ამისთვის რომ დიპლომი არ არის საკმარისი, ცხადია, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ ხშირად უდიპლომო მწვრთნელებიც არ ვარგანან მწვრთნელებად. მწვრთნელის ხელობა დიდი საიდუმლოა. არსებობს აზრი, რომ დიდი ფეხბურთელები კარგი მწვრთნელები ვერ გამოდიან და ამის მაგალითად ალფრედო და სტეფანო მოჰყავთ ხოლმე. არსებობს...
მადლობა და ბოდიში, კაიზერ
როდის იყო? მგონი 15 წლის წინ. ან ეგებ 20 წლის წინაც. ძველ გაზეთებს რომ ჩავუჯდე, ზუსტად ვიპოვი, მაგრამ, საჭირო არ არის – ამბის შინაარსი უარქივოდაც ზუსტად მახსოვს და თარიღს ახლა დიდი მნიშვნელობა არც აქვს. ამბავი კი ასეთი იყო: ერთგან, სიტყვამ მოიტანა და ფრანც ბეკენბაუერმა როგორღაც თქვა, გერმანიის ნაკრები რომ ვარ, საქართველოს და მოლდოვას რატომ უნდა...








