მადრიდის „რეალს“ აქვს ერთი წესი – 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელს ერთ სეზონზე მეტად კონტრაქტს არ უგრძელებს.
ზინედინ ზიდანს და ქომაგებს კი სურდათ სერხიო რამოსი კიდევ სამი წლით დარჩენილიყო გუნდში, მაგრამ ფლორენტინო პერესი წესის დარღვევას არ აპირებს.
სერხიო თანახმაა ისევ წლიურ 12 მილიონ ევროდ იბურთაოს. სიტუაციას აკვირდება ფრანგული პსჟ. წესისამებრ, რამოსს სხვა კლუბთან კონტრაქტზე საუბრის უფლება მიმდინარე ხელაშეკრულების ვადის ამოწურვამდე 6 თვით ადრე, ანუ 2021 წლის იანვარში მიეცემა.
სწორედ მაშინ შესთავაზებს პსჟ სერხიო რამოსს სამ წელიწადში 60 მილიონ ევროს. რამოსმა 15 წლის განმავლობაში „რეალის“ მაისური 650-ჯერ მოირგო, 5-ჯერ ქვეყნის ჩემპიონი გახდა და 4-ჯერ ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
ზოგიერთი გამოკითხვით, ის ფრანც ბეკენბაუერთან და ფრანკო ბარეზისათან ერთად მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ცენტრალურ მცველთა შორის შედის.
გერმანიასთან ერთა ლიგის მატჩისას კი დაშავდა და შესაცვლელი გახდა.
ავტორის პროფილი
- მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".
უახლესი პოსტები
კატეგორიის გარეშე21/11/2021 | 16:00დროებითი ლორან ბლანი
აქეთურ-იქითური20/11/2021 | 19:48დანი ალვეში – თავნება გენიოსი
აქეთურ-იქითური17/11/2021 | 13:13ლემპარდს ლესტერი უნდა
აქეთურ-იქითური16/11/2021 | 17:31ვინ არის ადეიემი?
