უკრაინის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ანდრიი პავლენკო დოჰაში მიმდინარე ფიფას კონგრესს კიევიდან ჩაერთო. მას ჯავშანჟილეტი ეცვა. პავლენკოს სიტყვაში დანთებულ ცეცხლს ნავთი ნორვეგიის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ლისე კლავენესმა დაასხა. ის არც მასპინძლების კრიტიკას მოერიდა, ფიფასაც კარგად გაჰკრა კბილი და რუსეთის უკრაინაში შეჭრასაც შეეხო. რუსეთის ფეხბურთის ფედერაციის წარმომადგენლები დარბაზში ისხდნენ და ყველაზე დიდი დისკომფორტი, სავარაუდოდ, პავლენკოს სიტყვის მოსმენისას...
ჭდე: ფიფა
სერიოზული წილისყრა სახუმარო დღეს
1 აპრილს დოჰაში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. დღეისათვის 32-დან 29 მონაწილის ვინაობაა ცნობილი, სამიც მოგვიანებით გაირკვევა. ესენია შოტლანდია – უკრაინის ევროპული ფლეი-ოფი, რომლის გამარჯვებულიც უელსს შეხვდება და ორი საკონტინენტთაშორისო ფლეი-ოფი: კოსტა რიკა – ახალი ზელანდია და პერუ – ავსტრალია ან საემიროები. სულ ოთხი კალათა იქნება, რომელთა შიგთავსი 31 მარტს გამოქვეყნებულ ფიფას...
ფიფამ მსოფლიო დაადუმა
სამი დღეა, მთავარი ამბები ფიფას კონგრესზე ხდება. იქ ელოდნენ, რომ მსოფლიო ფეხბურთის მთავარი ორგანო რუსეთს გარიცხავდა, ანუ დროებით შეუჩერებდა წევრობას, თუმცა აი, რა მოხდა: რუსული ენა ოფიციალურ ენად აქციეს ფიფაში. ეს იქნება დოკუმენტების გადაგზავნისას და ა.შ. ინგლისური, იტალიური, ფრანგული, გერმანული აქამდეც იყო, ახლა კი დამეტათა პორტუგალიური, არაბული და რუსული. რუსეთის ფიფადან გარიცხვის საკითხი არც განუხილავთ....
მბაპემ წილისყრა იუარა
1 აპრილს, ყატარში, დოჰას საგამოფენო ცენტრში, მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართება. მასპინძელი მხარე საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციას მოელპარაკა, რათა ფრანგთა ვარსკვლავს, კილიან მბაპეს, წილისყრის ცერემონიაზე მიეღო მონაწილეობა. ფრანგული ფეხბურთის მამები დათანხმდნენ. თუმცა თავად მბაპემ ცივი უარი განაცხადა. აქაო და, ეროვნული გუნდის კაპიტანი არ ვარო… შეგახსენებთ, რომ დღეისათვის 32-დან 29 ფინალისტის ვინაობაა ცნობილი. ესენი...
ხვიჩამ ბარგი ჩაალაგა…
საქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ შემტევმა ხვიჩა კვარაცხელიამ ბარგი ჩაალაგა… ჩაალაგა და წამოვიდა… თუმცა, ჯერ მხოლოდ შეკრებაზე, რომელიც საქართველოს ნაკრების 25 და 29 მარტს გასამართი მატჩებისთვის არის დაგეგმილი. კვარაცხელიაზე ბოლო დროს ბევრი დაიწერა: წამოვიდეს, დარჩეს, სხვა რა გზა აქვს… ჩვენი ინფორმაციით კი ხვიჩა კვარაცხელია „რუბინიდან“ ახლა ნამდვილად წამოვიდა – ბარგი ისე ჩაალაგა, რომ ყაზანში მიმბრუნებელი...
ვენგერი ნარკოტიკის გარეშე
არსენ ვენგერმა აღნიშნა, რომ ბოლო 4 წელია, თავს უცნაურად გრძნობს, ანუ მას მერე, რაც სამწვრთნელო საქმეს თავი დაანება. ლონდონის „არსენალის“ ფრანგმა ლეგენდამ ფიფაში გადაინაცვლა, სადაც ფეხბურთის გლობალურად განვითარების კომიტეტის თავმჯდომარედ მუშაობს. მანამდე იყო სხვადასხვა კლუბები და მერე, 22 წელიწადი „არსენალი“… „40 წელი მწვრთნელი ვიყავი, ახლა კი სხვაგვარად ვცდილობ ფეხბურთისთვის დამხრების გაწევას. მწვრთნელობა მენატრება და გულში...
ფიფა რუსეთიდან ფეხბურთელებს უშვებს
ფიფა ყველა იმ ლეგიონერს, რომლებიც რუსულ კლუბებში თამაშობენ, 10 დღეში წასვლის უფლებას მისცემს. ცხადია, კონტრაქტების გაწყვეტა ყოველგვარი საჯარიმო სანქციების გარეშე მოხდება. ფიფას ამ ნაბიჯისკენ რამდენიმე დღის წინ პროფესიონალ ფეხბურთელთა ასოციაციების საერათაშორისო ფედერაციამ მოუწოდა. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სატრანსფერო ფანჯარა დახურულია და 1 ივნისამდე არ გაიხსნება, ფიფა რუსეთიდან წასული ფეხბურთელებისთვის გამონაკლისს დაუშვებს და სასურველ კლუბში მოწყობის...
ფიფა – ეს არ კმარა!
რა სანქციებიც ფიფამ რუსეთს დაუწესა, საკმარისია ვითომ? როგორც იცით, ფიფამ განაცხადა: მარტში მსოფლიო ჩემპიონატის ფლეი-ოფში რუსეთის ნაკრები ითამაშებს, ოღონდ ჰიმნის, დროშისა და ფანების გარეშე. საშინაოდ დანიშნულ შეხვედრებს ნეიტრალურ მოედანზე ჩაატარებს და არა რუსეთის, არამედ რუსეთის საფეხბურთო კავშირის (რსკ) სახელით. პოლონეთი მაინც უარზეა: რუსების წინააღმდეგ არ ვითამაშებთო… პოლონეთის საფეხბურთო კავშირის პრეზიდენტმა ცეზარ კულეშმა თქვა, ფიფას ეს...
რას შვრება ფიფა? მონდიალს შლის?
„სანი” წერს, რომ ფიფამ მთელი საფეხბურთო სამყარო რისკის ქვეშ დააყენა — ისეთი გადაწყვეტილება მიიღო, რომ 2022 წლის მონდიალის ჩატარება შეიძლება სათუო გახდეს. ბედის ირონიაა: იმ დღეს, როდესაც ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ გამოაცხადა, რომ რუსეთის ნაკრებს (თუკი შეხვდება) არც ერთ დონეზე, არც ერთ შეჯიბრებაში არ ეთამაშება, ფიფამ პუტინის გუნდი „ყატარი 2022″-დან არ მოხსნა. მსოფლიო ფეხბურთის მმართველმა ორგანიზაციამ...
ჩეფერინი: არ გამოვა, პოპულიზმია
უეფას პრეზიდენტმა ალექსანდრ ჩეფერინმა პოპულისტობა უწოდა მსოფლიო ჩემპიონატის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეას. ფიფას პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო და ფიფას ფეხბურთის გლობალური განვითარების კომიტეტის ხელმძღვანელი არსენ ვენგერი ყველაზე მეტად აქტიურობენ, მუნდიალის ორ წელიწადში ერთხელ გამართვას უჭერენ მხარს, გარკვეული არგუმენტებიც მოჰყავთ, მაგრამ… ჩეფერინი: „დარწმუნებული ვარ, ეს არ მოხდება. პოპულისტური პროექტია, რომელიც ფეხბურთს გაანადგურებს. უბრალოდ წარმოუდგენელია, რომ საფეხბურთო...









