ჭდე: ფიფა

Home ფიფა
უკრაინამ, ირანი გაისროლეთო…
ჩანაწერი

უკრაინამ, ირანი გაისროლეთო…

უკრაინის საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა კომიტეტმა ფიფას თხოვნით მიმართა, რომ ირანის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან მოკვეთონ. უკრაინული მხარე ამტკიცებს, რომ ირანი იარაღს აწვდის რუსეთს, რითაც ფიფას წესდების 3 და 4 პუნქტებს არღვევს. ეს პუნქტები ორგანიზაციის წევრებს ადამიანის უფლებების დაცვას და დისკრიმინაციასთან ბრძოლას ავალდებულებს.

ყატარი ჩემპიონატის ადრე დაწყებას ითხოვს
ჩანაწერი

ყატარი ჩემპიონატის ადრე დაწყებას ითხოვს

ყატარის 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის გახსნის მატჩი ფიფამ, შესაძლოა, ერთი დღით ადრე გადმოიტანოს და 21 ნოემბრის ნაცვლად 20 ნოემბერს ჩაატაროს. საქმე ის არის, რომ კალენდრის მიხედვით, მუნდიალის პირველი სათამაშო დღე 21 ნოემბერია. ამ დღეს ოთხი შეხვედრაა დაგეგმილი: სენეგალი – ნიდერლანდები, ინგლისი – ირანი, ყატარი – ეკვადორი და აშშ – უელსი. გახსნის მატჩი სენეგალი – ნიდერლანდები...

კამერა გასახდელში
ჩანაწერი

კამერა გასახდელში

სიახლე: მსოფლიო ჩემპიონატის მატჩების რეპორტაჟები გუნდების გასახდელიდან დაიწყება. „ეს ამბავი ბოლომდე გადაწყვეტილი არაა. ნოემბერში თუ მიიღებენ ძალაში, მსოფლიოზე გასახდელიდან იექნება რეპორტაჟები“, – ამბობენ ფიფას წარმომადგენლები. ცხადია, გასახდელებში ვიდეოგადაღების დაწყება-დამთავრების საკითხი მწვრთნელებთან იქნება შეთანხმებული და რა თქმა უნდა, ტაქტიკური გარჩევა-დავალების მიცემისას კამერები გაითიშება. ფიფას სურს, რომ გულშემატკივრები უფრო დააახლოვოს ფეხბურთელებთან. სიახლე იქნება ისიც, რომ თამაშგარე მდგომარეობას...

გაამართლეს!
ჩანაწერი

გაამართლეს!

ზეპ ბლატერი და მიშელ პლატინი შვეიცარიის სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. ფიფასა და უეფას ყოფილ პრეზიდენტებს კორუფციაში სდებდნენ ბრალს, თუმც ვერაფერი დაუმტკიცეს. ბლატერისა და პლატინის პროცესი შვეიცარიულ ბელინცონაში 8 ივნისს დაიწყო. პროკურატურა ყოფილ ჩინოსნებს თაღლითობას, დოკუმენტების გაყალბებას, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და დაახლოებით იმ 2 მილიონი დოლარის არამიზნობრივ ხარჯვას ედავებოდა, რომელიც პლატინის ბლატერის მითითებით გადაეცა. პროკურატურა ზეპ ბლატერისთვის...

წადით!
ჩანაწერი

წადით!

ახალი ამბავი ფიფადან: რუსეთსა და უკრაინაში მყოფ ლეგიონერეს 2023 წლის 30 ივნისამდე შეუძლიათ კლუბებთან კონტრაქტების შეჩერება. შეგახსენებთ, ეს ვადა აქამდე 2022 წლის 30 ივნისამდე იყო დათქმული. „ჩვენ ვეხმარებით ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს, რომლებიც უკრაინაში არსებული სიტუაციის დროს დაზარალდნენ. თუ უკრაინული და რუსული კლუბები უცხოელებთან 2022 წლის 30 ივნისამდე არ გააფორმებენ ხელშეკრულებას და ეს შეთანხმება წერილობით ფორმაში არ...

ინფანტინო არ ისვენებს
ჩანაწერი

ინფანტინო არ ისვენებს

FIFA-ს პრეზიდენტ ჯანი ინფანტინოს იდეები არ ასვენებს. ჯერ იყო და, მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის შეფი მონდიალის ორ წელიწადში ერთხელ ჩატარების იდეით გამოვიდა, ახლა კი უკვე სამწლიან ციკლზე ფიქრობს. საქმე ის არის, რომ ინფატინოს თავდაპირველი გეგმა დაუწუნეს. წინააღმდეგი ევროპისა და სამხრეთ ამერიკის კონფედერაციები წავიდნენ. უარზე იყვნენ ფეხბურთელებიც. ინფნატინოს ახალი იდეა ასეთია: 3-წლიანი ციკლი მსოფლიოს განახლებული საკლუბო...

სამში ხანგრძლივი
ჩანაწერი

სამში ხანგრძლივი

ინგლისურ მედიაში ხუმრობენ, როდესაც საქმე მსოფლიოს ჩემპიონატს ეხება ცუდი იდეის უგულებელყოფა არ შეიძლებაო. ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ ამასწინათ აღიარა, რომ მუნდიალების ორ წელიწადში ერთხელ ჩატარება არ მოუწონეს და… იქვე ახალი მოსაზრება შეაპარა საზოგადოებას — ეს საქმე სამ წელიწადში ერთხელ ხომ არ გვექნაო. ანუ, ახალი ციკლის თანახმად მსოფლიოს ჩემპიონატი 36 თვეში ერთხელ უნდა გაიმართოს. და ბარემ,...

საუკეთესო? ძალიან გთხოვთ…
ჩანაწერი

საუკეთესო? ძალიან გთხოვთ…

ყატარში გასამართ მსოფლიო ჩემპიონატს მუდმივად აკრიტიკებენ, მაგრამ Daily Mail-ის ჟურნალისტმა ოლივერ ჰოლტმა, ყატარსაც და FIFA-საც გვარიანი სილა გააწნა. „ინფანტინომ განაცხადა, რომ საუკეთესო მსოფლიო ჩემპიონატი გველის. თუმცა, ასე არ იქნება. ეს არის მოპარული 200 მილიარდი გირვანქა. ამას უკვე ვეღარ გავექცევით და აბსურდი რეალობად იქცევა. ჩემპიონატი გაიმართება ქვეყანაში, რომელიც ლონდონზე პატარაა. ეს იმიტომ, რომ 12 წლის წინ...

ბრიტანული ოკუპაცია ვერ შედგება
ჩანაწერი

ბრიტანული ოკუპაცია ვერ შედგება

ინგლისი ის ქვეყანაა, რომლის ფეხბურთელთა ნაკრებსაც დიდ შეჯიბრებებზე ჩვეულებრივ ბევრი გულშემატკივარი დაჰყვება. წესით ასე უნდა მოხდეს ყატარში, მსოფლიოს ჩემპიონატზეც, მაგრამ თავი იჩინა ერთმა დამაბრკოლებელმა გარემოებამ — არაბები მათ ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუშვებენ, თუ თამაშის ბილეთი ექნებათ. ბრიტანეთიდან მუნდიალზე ინგლისის ნაკრების გარდა შეიძლება უელსის ან შოტლანდიის ეროვნული გუნდიც გაემგზავროს. უელსის და შოტლანდიის ამბავი ფლეი-ოფის შემდეგ გაირკვევა....

ტირილი მინდება…
ჩანაწერი

ტირილი მინდება…

ფიფას პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ განაცხადა, რომ იტალიის მსოფლიო ჩემპიონატზე ვერმოხვედრამ გააწბილა. ინფანტინო შვეიცარიაშია დაბადებული, თუმც სახელ-გვარითაც ეტყობა, ფესვები საიდანაც აქვს. ამიტომაც, ბუნებრივია, ეწყინებოდა… „ტირილი მომინდა. ცუდი დროა ყველა იტალიელისთვის. ნაკრები მეორე მსოფლიო ჩემპიონატს ტოვებს. მახოვს ჩემი ბავშვობის ემოციები 1978 და 1982 წლის მსოფლიოდან. მაშინ დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს, ფეხბურთი უფრო მეტად შემიყვარდა. ახლა კი მეცოდებიან იტალიელი...